ჰოლანდისთვის “ბარსა” 9 ფეხბურთელს შეელევა

ჰოლანდისთვის “ბარსა” 9 ფეხბურთელს შეელევა

ჟოან ლაპორტას მთავარი პრიორიტეტი რომ ერლინგ ჰოლანდია, ეს რამდენიმე გამოცემამ დღესაც დაადასტურა. 

ჟოანის ამბიციური გეგმა “ბარსას” ქომაგისათვის ნამდვილად სასიხარულოა ამბავია, თუმცა მძიმე ეკონომიკური ფონი ხელშემშლელი ფაქტორად გვევლინება. ნორვეგიელის შესაძენად ერთადერთი გამოსავალი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვაა. football-espana-ს ცნობით, კლუბი ტრანსფერზე დაყენებას ერთბაშად 9 ფეხბურთელს უპირებს. 

ჟუნიორ ფირპო, ანტუან გრიზმანი, ფილიპე კოუტინიო მარტინ ბრეითუეიტი, ნეტუ, სამუელ უმტიტი, მირალემ პიანიჩი, კლემან ლანგლე და მატეუს ფერნანდესი, ეს იმ მოთამაშეების სიაა, რომელთა გაყიდვას “ბარსელონა” მისაღებ ფასად შეეცდება. 

ჩამოთვლილთაგან  ყველაზე რთული სამუელ უმტიტის და ფილიპე კოუტინიოს გასხვისებაა. უმტიტის ძალიან დიდი ხელფასი აქვს და მსურველებისათვის ეს დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება. კოუტინიოს კი ტრავმიანობისკენ მიდრეკილება და არასტაბილურობა სხვა გუნდებს ფეხბურთელში გადასახდელი თანხის გარანტიას არ აძლევს.

ერლინგ ჰოლანდი ამ მომენტისათვის Transfermarkt.com-ზე 110 მილიონ ევროდაა შეფასებული, იმ შემთხვეაში თუ “დორტმუნდი” წელს ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება, ნორვეგიელი და მისი აგენტი, მინო რაიოლა ტრანსფერს აუცილებლად მოითხოვენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • me da barca
    schedule 13 მარ 2021, 19:28
    #17

    ჩამოთვილთაგან ყველა გასაყიდია, მაგრამ ამათი გასხვისება ადვილი არ იქნება, ჩაწოლილი საქონელის.

  • dembelle
    schedule 13 მარ 2021, 19:23
    #16

    არც კაოუა საჭირო და არც უმტიტი ბოლოს როდის ითამშეს ნორმალურად აღარც კი მახსოვს 🤷‍♂️

  • rivaldo80
    schedule 13 მარ 2021, 18:19
    #15

    ბებოს ჭორებიიი…))))

  • nika 54
    schedule 13 მარ 2021, 16:06
    #14

    აუცილებლად გაუშვან ყველა ჩამოთვლილი პლიუს დემბელეც და კიდევ ერთი ორი მუქთახორა. ისე გუნდი არ აშენდება, არა. დამტვრეული აგურით სახლი არ აშენდება.

  • Ronaldinho..
    schedule 13 მარ 2021, 11:40
    #13

    ყველაფრის ფასად ღირს ამის მოყვანა .ყველაფრის.
    გრიზმანი კოუ ფირპოს გაყიდვით არამგონია 100-110 მილიონი ვერ იშოვოს გჯნდმა.
    ამაგას პიანიჩი მარტინი რავიცი ზემოთ ჩამოთვლილი დეხბურთელების ჯამი 200 მილიონამდე უეჭველი ავა ნუ 160-170 1000% და რავიცი ღირს.
    და დანარჩენი ბარსა ბ და თავისუფალი აგენტი.

  • BEQA BARCA
    schedule 13 მარ 2021, 10:48
    #12

    ციტატა: BEKA CULE
    ნეტუს რას ვერჩით?gio123m10i8,


    რას ვერჩით და ცოდოა. ტერ შტეგენის შემყურე სკამიდან ვერ დგება! და წასვლა უნდა, ჩვენთვისაც მომგებიანია!

  • ბასქუ10
    schedule 13 მარ 2021, 10:45
    #11

    ერყი კარგი მცევლი და ეს ბიჭი დაგვხატავს

  • El pistolero 9
    schedule 13 მარ 2021, 09:55
    #10

    ნეტუს პენია შეცვლის
    ფირპოს ბალდე
    ლენგლე/უმტიტის გარსია/ალაბა
    პიანიჩს ვეინალდუმი ან მორიბას გადმოიყვანენ(მე ორივე მირჩევნია)
    ფერნანდესზე და ბრაიტვაიტზე აღარ ვსაუბრობ
    დემბელეს ფატი ისედაც ამოაგდებს და კოუტინიო პედრის დიდი ხანია ამოგდებული ყავს

  • BEKA CULE
    schedule 13 მარ 2021, 08:29
    #9

    ნეტუს რას ვერჩით?gio123m10i8,

  • _OLD_
    schedule 13 მარ 2021, 02:57
    #7

    ეს მესი და ფატი ერთად რას გაასწორებდა

  • C.PC5
    schedule 13 მარ 2021, 01:33
    #6

    გრუზმანში ასე თუ ისე ნორმალურ თანხას აირებენ, ამას შეიძლება დაუმატო ნეტუსა და პიანიჩის ფულიც და მინიმუმ ამ ტრანსფერის ღირებულების 80% ამოიღებენ, თუ შესაძლო იქნა დარჩენილი ფეხბურთელებიდან რომელიმე ჩაურთონ ტრანსფერში, თუ არ წამოვიდნენ ამ შეთავაზებაზე მაშინ უნდა ეცადონ ის 110 მილიონი დანარჩენების გაყიდვითაც შეაკოწიწონ.

  • SERGINO DEST
    schedule 13 მარ 2021, 01:30
    #5

    Griezzy7,
    დემბელეს მომავალ წელს ხელშეკრულება ეწურება და ეხლა რომ არ გაუხანგრძლივონ, შეიძლება სულ უფასოდ წავიდეს. როგორც მოგეხსენება , კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წლით ადრე საბაზრო ფასზე ნაკლებს გადაგვიხდიან ფრანგში. ასე რომ ჯობია გავუხანგრძლივოთ , 1 წლით დავტოვოთ და ცოტა სარფიანად გავყიდოთ ვიდრე წელს

  • gio123m10i8
    schedule 13 მარ 2021, 01:29
    #4

    ნეტუ, ლენგლე, უმტიტი, ფირპო, რობერტო, მატეუსი, პიანიჩი, კოუტინიო, დემბელე, გრიზმანი, ბრაითვაითი, წესით ყველა გასაყიდია.

  • Diana
    schedule 13 მარ 2021, 01:03
    #3

    როგორც იქნა , ღირს ჰაალანდი იმ 9 კაცად რომელსაც არანაირი ხეირი არ მოაქვს

  • M10 S9 D11
    schedule 13 მარ 2021, 00:49
    #2

    მაგათ მიამატოს რობერტო

  • Always cule
    schedule 13 მარ 2021, 00:47
    #1

    კარგია, ისედაც გასაშვებია ეგ ცხრა ფეხბურთელი, პლიუს დემბელე