workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
TV3: რონალდ კუმანი “ბარსელონაში” რჩება

TV3: რონალდ კუმანი “ბარსელონაში” რჩება

TV3-ის ცნობით, დღეს, “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელსა და კლუბის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგა.

რონალდ კუმანსა და ჟოან ლაპორტას შორის საუბრის თემას ნიდერლანდელის მომავალი და სატრანსფერო გეგმები შეადგენდა. გამოცემის ცნობით, ლაპორტამ მას სრული ნდობა გამოუცხადა და აცნობა, რომ გუნდს 2021/22 წლების სეზონშიც გაუძღვება. კუმანს “ბარსელონასთან” ხელშეკრულება 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ “ბარსას” ახალი სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი, და ტექნიკური მდივანი, რამონ პლანესი. კუმანმა ითხოვა, რომ მის გარეშე კლუბმა ტრანსფერები არ განახორციელოს. ამჟამად, მესის დარჩენის საკითხთან ერთად, კლუბი, ძირითადად, ჟორჟინიო ვეინალდუმის, ერიკ გარსიასა და მემფის დეპაის ტრანსფერებზე მუშაობს.

ნიდერლანდელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, “ბლაუგრანას” 43 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც გუნდმა 29-ში გამარჯვების მოპოვება შეძლო, 8 მატჩი დათმო, 6 კი – ფრედ დასრულდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • nika 54
    schedule 25 მარ 2021, 17:41
    #16

    მესისა არ იყოს ლაპორტ ჯიბეზე გაიკარი ხელი, თუ არავინ მოიყვანეს შორს ვერ წავალთ. მინიმუმ ჰოლანდი-მბაპეს დონე ერთი თავდამსხმელი.

  • Albicelecte
    schedule 24 მარ 2021, 14:51
    #15

    რა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩაიბარა გუნდი, თუ ამასაც გავითვალისწინებთ, მაშინ კიდევ კარგი შედეგი აქვს
    კლასიკოში მსაჯებმა გააკეთეს საკონტროლო გასროლა, რომ გუნდი ფსიქოლოგიურად და მორალურად გამტყდარიყო

    ლიგის 1/4 ფინალში ბაიერნის დასამარცხებლას გუნდი მზად არ იყო, მე ასე მგონია
    შარშანდელი სირცხვილი არ გამოეორდებოდა, მაგრამ გამოვარდნა და ზედიზედ მარცხი ერთ გუნდთან არ იქნებოდა კარგი, ამიტომ უმჯობესი იყო პსჟ-თან გამოვარდნა
    ნუ 1:4 ზედმეტი იყო, მაგრამ პარიზულმა მატჩმა აჩვენა, რომ ხანგძლივვადიან პერსპექტივაში მათთვს არაფრის დათმობას არ აპირებს არავინ
    სავარაუდოდ, ნეტო,უმთითი, კოუტინიო,ბრაითვაიტი და პიანიჩი დაატოვებენ გუნდს
    გარსია,დეპაი მოვლენ და ფატი დაბრუნდება
    შუახაზზე ორელანას დააწინაურებენ
    ფირპო ალბათ მოუმატებს, უტამაშებლობამ ქნა მისი ცუდი ფორმა, თორემ ვფიქრობ, რომ სინამდვილეში ძლიერი ფესბურთელია, ლენგლე ლენგლეა, მაგრამ 3 ც/მცველიან სისტემაში არ გამოიყურება ცუდად
    GK შტეგენი/პენა
    RB დესტი/რობერტო -CB მინგესა-პიკე-არაუხო-გარსია-ლენგლე -LB ალბა/ფირპო
    DM – ბუსკეტსი/ორალანა
    CM – პედრი/მორიბა/პუჩი/დე იონგი
    LW – დემბელე/დეპაი RW მესი/ტრინკაო
    CF -ფატი/გრიზმანი
    აქედან ადგილების გაცვლა-როტაციების მრავალი კომბინაციაა, სხვადასხვა სქემებში
    9-იანზე მესის შეწევა, დეპაის შეწევა და ანსუსთვის ადგილის გაცვლა
    1+1 ცენტრფორვარდით თამაში, გრიზმანი ოდნავ უკან
    გამოკვეთილი 4-3-3 თამაში ანსუ 9-იანზე და დეპაი ან დემბელე ფლანგზე
    მრავალმხრივი და კარგი ტექნიკური არსენალის ფეხბურთელები, შეტევაშ კრეატიულები, ესაა ბარსას უნიკალური სათამაშო მანერის და წარმატების საფუძველი
    უმნიშვნელოვანესია 2 ტიტულით სეზონის დასრულება და კარგად შეთამაშებული გუნდი, წარატებული პრესეზონი და ტრამვიანობის წარსულში დატოვება

  • ბასქუ10
    schedule 24 მარ 2021, 14:13
    #14

    ალაბა და დეპაი მოიყვანონ და ეგაა,მაგარი გუნდი შიეკვრება

  • რივალდო-მესი
    schedule 24 მარ 2021, 13:37
    #13

    Iniesta_8,
    უფასო ტრანსფერებიდან ალაბა არის ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესი. ჯერ ერთი უკლასესი ფეხბურთელია რომელიც დაცვის პრობლემას მთლიანად მოხსნის. თან ამასთან ერთად არაუხო და მინგესა ძაან ბევრს ისწავლიან და რაც მთავარია მსოფლიო დაინახავს რომ ბარსა ისევ დიდი გუნდია და შეუძლია კონკურენციის გაწევა სატრანსფერო ბაზარზე ისეთი მონსტრებისთვის როგორებიც რეალი და პსჟ ეა. ჰოლანდზე მეც ვოცნებობ და ჩემი აზრით ნახევარი გუნდის გაშვებაც ღირს მაგ ბიჭის გულისთვის (ოღონდ ახალგაზრდებიდან არავის გაშვება არ შეიძლება) მაგრამ ჰოლანდის მოყვანა თუ ვერ შეძლებს ლაპორტა მესის დარჩენის ფონზე მაგას კიდევ გავუგებ მაგრამ ალაბას დაკარგვა პრეზიდენტობის ძაან ფარჩაკულად დაწყება იქნება ლაპორტას მხრიდან. აი ალაბას შემდეგ დეპაი, ვეინალდუმი და გარსია. გასაშვებია გრიზმანი, ბრეითვეიტი, ფირპო, ნეტო და რობერტო. გასაყრელია ლენგლე, უმტიტი და პიანიჩი. ვსიო სუპერ ბუპერ გუნდი ვიჩითებით და ვერცერთ ევროპულ გრამდე მათ შორის ბაიერნზე და სიტი პსპჟ-ზე არაფრით მაკლები და ღრმა შემადგენლობაც გვეყოლება. + ხასიათზე მოყვანილი ჯუჯა სათავეში. ხერხემალს გამოვუღებთ ერთი ადგილიდან ნებისმიერ გრანდს👍👍👍

  • Clever liar
    schedule 24 მარ 2021, 12:57
    #12

    ეჭვგარეშეა რო ამ კაცმა კრიტიკოსები გაგვაჩუმა.. არა იმიტომ რომ, უკვე ყველაფერი კარგადააა და ტიტულს ტიტულზე ველოდებით ამ წელიწადში, უბრალოდ სად მოვიდა, წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ, როგორ ჭაობში, 100% პარალიზირებულ და მორალურად გაპარტახებულ გუნდში და უმოკლეს დროში მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ოცნების ასახდენად ყოფილან ბლაუგრანაში, ამან სათამაშო ბირთვის ჩამოყალიბება და ჯანსაღი გარემოს შექმნა მაინც მოახერხა გასახდელში.. იმის ფონზე თუ რა მენტალურ კრიზისში იყო ბარსელონას თითოეული ფეხბურთელი წლების განმავლობაში, ეს სამუშაო მართლაც ძალიან დიდი შედეგია, უშედეგესი :)))

  • Iniesta_8
    schedule 24 მარ 2021, 12:54
    #11

    43 შეხვედრაში 8 წაგება ბევრია. თან ყველა პრინციპულ შეხვედრაში. თუმცა მოულოდნელი არ იყო რადგან გუნდი მორალურად და ფიზიკურად განადგურებული იყო. სტარტი გამოუვიდა ძალიან ცუდი თორემ უკვე 18 თამაშია აღარ წაუგია ლა ლიგაში. ზაფხულში თუ უფასო ტრანსფერებიდან ყველას შეუსრულებენ ნულოვანი დანახარჯით ლა ლიგას მაინც მოგვაგებინებს.

  • MARADONA1968
    schedule 24 მარ 2021, 11:58
    #10

    ვეინალდუმი და დეპაი მშვენიერია, აი ჰალანდსაც თუ დავითრევთ სუპეერ, მარა დაცვა პრახადნოია ლენგლე და უმტიტი გასაშვებია

  • El pistolero 9
    schedule 24 მარ 2021, 02:13
    #9

    ფსკერიდან ამოათრია გუნდი.ყოჩაღ კუმანს.მწვრთნელის რანგშიც იწყებს ისტორიის წერას❤❤

  • M10 S9 D11
    schedule 24 მარ 2021, 02:06
    #8

    აათამაშა გუნდი და სწორიცაა რო დატოვეს მთავარია ფეზბურთელები მოუყვანონ და დარწმუნებული ვარ ლიგას დაადებინებს გუნდს მომავალ სეზონში

  • me da barca
    schedule 24 მარ 2021, 01:46
    #7

    ზოგიერთი გავარდებოდა თავის ქვეყანაში, ან დასავენებლად წავიდოდა. კუმანი კი აშკარად მონდომებულია.

  • Always cule
    schedule 24 მარ 2021, 01:28
    #6

    რა საჭიროა ამდენი რჩება-არ რჩება მაშინ როცა საჯაროდ გამოუცხადა ლაპორტამ ნდობა, სრულიად დამსახურებულად თან.

  • ♠️Spooky♠️
    schedule 24 მარ 2021, 00:59
    #5

    ციტატა: Don_Andresito
    სწორი გადაწყვეტილებაა, შედგა გუნდი რელსებზე რა დროს მწვრთნელის ცვლილებაა, პეპი თუ არ ბრუნდება სხვანაირად კუმანს ხელი არ დაედოს არავის გამო. ეხლა გაუკეთონ ტრანსფერები შეძლებისდაგვარად, შემდეგი წლიდან კიდე უკეთესი რესურსით და უკეთესი სტარტით მოვა შედეგი. აგუერო აღარ მოვა ალბათ, თუ კუმანს დაეკითხნენ აზრს დეპაის მოითხოვს, ჯინის და გარსიას თავისთავად. არც ალაბაზე იტვის უარს ალბათ, მთავარია ეგ ტრანსფერეი როგორმე გაიხოდოს


    Arcert variantshi ar sheidzleba gashveba, iasni xar… Garcia, depay, jini da alaba ro daidos, ukveee useriozulesi gundi vart, ai useriozulesi, amatgan alabaa magari saechvo mara iqneba rame gaxerxdes ra… Plus tu ca gaixsna da saswauli moxda da amat holland daemata gmerti viwamot dddd mere agar gamovidnen gundebi chventan satamashot jobia ddd

  • datio
    schedule 24 მარ 2021, 00:59
    #4

    ბრძნული გადაწყვეტილებაა

  • Don_Andresito
    schedule 24 მარ 2021, 00:45
    #3

    სწორი გადაწყვეტილებაა, შედგა გუნდი რელსებზე რა დროს მწვრთნელის ცვლილებაა, პეპი თუ არ ბრუნდება სხვანაირად კუმანს ხელი არ დაედოს არავის გამო. ეხლა გაუკეთონ ტრანსფერები შეძლებისდაგვარად, შემდეგი წლიდან კიდე უკეთესი რესურსით და უკეთესი სტარტით მოვა შედეგი. აგუერო აღარ მოვა ალბათ, თუ კუმანს დაეკითხნენ აზრს დეპაის მოითხოვს, ჯინის და გარსიას თავისთავად. არც ალაბაზე იტვის უარს ალბათ, მთავარია ეგ ტრანსფერეი როგორმე გაიხოდოს

  • Diana
    schedule 24 მარ 2021, 00:18
    #2

    იმსახურებს ნამდვილად 💙❤ წარმატებები კუმ 😂❤

  • DE PE FA
    schedule 24 მარ 2021, 00:03
    #1

    ეხლა ისეთ პერიოდშია კლუბი კონტრაქტი რო ურჩებოდეს განახევრებულ ხელფასზე კიდე 1 წელი დატოვდნენ კლუბისადმი სიყვარულში😁