წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 მარტს მოხდა.
თამაშები
22 მარტს “ბარსელონას” 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1922 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი მარიანო გონსალვო (იგივე გონსალვო III). 1940-1941 და 1942-1955 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 247 თამაში ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.
1931 წელი
“რეალ უნიონთან” საკუთარ კედლებში ანგარიშით 5-3 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონამ” ლა ლიგის ისტორიაში თავისი მე-100 გოლი გაუშვა.
1936 წელი
მადრიდში გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონა” ანგარიშით 0-3 დამარცხდა.
1942 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “სევილია” 6-2 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები მარტინმა (2), ბალმანიამ (2), სოსპედრამ და ბრავომ გაიტანეს.
1970 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “მალიორკა” 5-1 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები მარტი ფილოსიამ (2), ფუსტემ, სალდუამ და ალფონსედამ გაიტანეს.
1993 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ქალთა გუნდის მცველი ლეილა ოუჰაბი.
2009 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “მალაგა” 6-0 გაანადგურა. გოლები ჩავიმ, მესიმ, ანრიმ, ეტო’ომ (2) და ალვესმა გაიტანეს. ამ მატჩში მესიმ ლა ლიგაში თავისი 50-ე გოლი გაიტანა.
2015 წელი
“კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 2-1 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები მატიემ და სუარესმა გაიტანეს. მატიესთვის ეს “ბარსელონას” მაისურით ლა ლიგაში გატანილი პირველი გოლი იყო.
შეხვედრა ლა ლიგაში მე-200 გამოდგა კლაუდიო ბრავოსთვის, ხოლო 50-ე ნეიმარისთვის.
თითქმის ყოველდღე გვაქვს ერთი კლასიკო მაინც მოგებული
რიჟა თარსი
აუ რაც მე მატიეს ვერ ვიტანდი, ან ეგ რაჯანდაბად უნდოდათ საერთოდ რატო მოიყვანეს
ეს რიჟიკა ცოცხალია? დღესაც აუგად, რომ მოიხსენიებს ბარსას.
ყველაზე საამური მაინც კლასიკოს მოგებაა.
მატიეს გოლი
მალაგასთან ვინებს აქვთ გოლები გატანილი მარტო გვარების წაკითხვა მესიამოვნა
ჩემი ჟერემი მაწიოოო😍
💙❤💙❤