წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 21 მარტს მოხდა.
თამაშები
21 მარტს “ბარსელონას” 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1963 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ლეგენდარული მცველი და ყოფილი მწვრთნელი რონალდ კუმანი. 1989-1995 წლებში მან “ბლაგურანას” მაისურით 267 თამაში ჩაატარა და 90 გოლი გაიტანა.
კუმანმა “ბარსელონაში” 4 ლა ლიგა, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ესპანეთის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და ერთი ევროპის სუპერ თასი მოიგო.
1980 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ლეგენდა რონალდინიო. 2003-2008 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 210 თამაში ჩაატარა და 95 გოლი გაიტანა.
რონალდინიომ “ბარსელონაში” 2 ლა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
1984 წელი
თასების მფლობელთა თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში 2-0 მოგების შემდეგ “ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედთან” ინგლისში 0-3 განადგურდა.
1989 წელი
დაიბადა ჟორდი ალბა.
1991 წელი
დაიბადა ანტუან გრიზმანი.
2006 წელი
“ხეტაფესთან” “კამპ ნოუზე” ანგარიშით 3-1 მოგება კარლეს პუიოლისთვის ლა ლიგაში მე-200 თამაში გამოდგა.
იმ მატჩში სამუელ ეტო’ომ ლა ლიგაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა.
ყველაფრით კარგი დღეა, განსაკუთრებით იმით რომ ამ დღეს გაზაფხულის ბუნიობა ჰქვია და პირველი დღეა როცა დღე ღამეზე მეტია, წუთებით, მაგრამ ეს ნელ-ნელა მოიმატებს 22 ივნისამდე და მერე კიდევ უკუღმა ათვლა წავა. კარგია იმითაც, რომ ამ კვირის ბოლოს 27 მარტს, შაბათს ევროპა(ესპანეთიც) საათის ისარს ერთი საათით წინ გადაწევენ და ფეხბურთებსაც ღამის 12 ნაცვლად ღამის 11-ე ვუყურებთ.
დღეს მოგებით უნდა ავღნიშნოთ ამ ხალხის იუბილე
ამ წუთას რონი სვამს თუ პახმელიაზეა?
რამხელა ნიჭი გაანიავა თავისი ბრაზილიური მენტალიტეტის გამო. ფეხბურთი, ღამის ცხოვრება, ბარები, ქალები და ალკოჰოლი ერთად ვერ ჯდება.
ვულოცავ კუმანს და ბარსაში მწვრთნელის რანგში წარმატებებს ვუსურვებ.
ვულოცავ რონის და ვუსურვებ დედის სიკვდილით გამოწვეულ დეპრესიას მალე გაუმკლავდეს
ვულოცავ გრიზმანს და დღეს იმედია დუბლით აღნიშნავს
ვულოცავ ალბას და იმედია მესის კიდე დიდხანს მოამარაგებს ასისტებით
რა კარგი დღეა ❤
კუმანი გრიზი და ალბა აღნიშნავენ იმედია დღეს კარგად. ატლეტიკოც თუ გაუკეთებთ კიდე საჩუქარს კანFეტ.
ოთხმაგი იუბილე გვაქვს დღეს ბარსაში