workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკე: მესისთვის “ბარსელონაში” დარჩენა იდეალური იქნება

დელ ბოსკე: მესისთვის “ბარსელონაში” დარჩენა იდეალური იქნება

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.

ესპანელის აზრით, მესიმ კარიერა “ბარსელონაში” უნდა გააგრძელოს.

გუნდის შეცვლისთვის ადამიანის გაკიცხვა არ შეიძლება. მთავარია, კარგი პროფესიონალი იყო, იმ კლუბის ღირსებას იცავდე, რომლის მაისურსაც ატარებ და ამით სიამოვნებას იღებდე.

ყველასთვის ნათელია თუ რამდენი რამ მისცა მესიმ კლუბს, იგი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. მისთვის, “ბარსელონაში” დარჩენა იდეალური იქნებოდა, თუმცა ყველას აქვს უფლება, მოიქცეს ისე, როგორც სურს.

დელ ბოსკემ კომენტარი “ბარსას” არჩეულ პრეზიდენტზე, ჟოან ლაპორტაზეც, გააკეთა.

არ ვიცი, მისი ყოფნა შეცვლის თუ არა ბევრ რამეს, თუმცა იგი, ნამდვილად, სასიამოვნო და მეგობრული ადამიანია. იგი ესპანურ ფეხბურთს კარგად ეწყობა, ისევე, როგორც ჟოზეპ მარია ბართომეუ. ჟოზეპს პატივს ვცემ და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.

– მის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

დღეს, ჟოან ლაპორტა “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • ბასქუ10
    schedule 17 მარ 2021, 22:38
    #7

    ბართომეუს პატივი კიარა ტყვია უნდა სცე შუბლში

  • Always cule
    schedule 17 მარ 2021, 19:58
    #6

    კარგად დაიწყო და ბოლოში გააფუჭა მაინც

  • me da barca
    schedule 17 მარ 2021, 19:28
    #5

    ამან ულვაშები სად წაიღო, გაყიდა?
    მაგის ბრალია ბოლოსკენ სისულელე, რომ თქვა და ზედმეტ დიპლომატიას მოუხმო.
    ბართოს შენ კი არა ძაღლიც არ ცემს პატივს, კუნძი ეგონება და ტერიტორიას მონიშნავს.

  • nika 54
    schedule 17 მარ 2021, 19:21
    #4

    კარგად დაიწყო და ბოლოში აურია: ჟოზეპს პატივს ვცემ და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.

  • El pistolero 9
    schedule 17 მარ 2021, 18:58
    #3

    ამან ნაკრებში რაც მოიგო ლაპორტას და გვარდიოლას უნდა უმადლოდეს.ბარსას – მესი ეს იყო მაშინდელი ეაპანეთის ნაკრები

  • Diana
    schedule 17 მარ 2021, 18:40
    #2

    რა კარგად დაიწყო და ბოლოს რა თქვა …

  • DE PE FA
    schedule 17 მარ 2021, 18:06
    #1

    ადამიანი რო ხარ თორე კაცი სირთომეუს წარმატებას უსურვებს