workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტამ ფინანსური გარანტია მიიღო | Sport

ჟოან ლაპორტამ ფინანსური გარანტია მიიღო | Sport

კატალონიის “ბარსელონას” ახალ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ლა ლიგისთვის მოთხოვნილი 124.6 მილიონი ევროს გარანტია ჯერ კიდევ არ გადაუცია – საბოლოო ვადა ორშაბათია, გადაუხდელობის შემთხვევაში კი ხელახალი არჩევნები გახდება საჭირო.

ახლა კი, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჟოანი ხელშეკრულებას Audax-თან აფორმებს, რომლისგანაც 70 მილიონი ევროს მიღება იგეგმება.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებებისთვის ლაპორტა რამდენიმე სანდო პიროვნებას ბარსელონაში, საკუთარი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორანში შეხვდა.

როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, შეხვედრაზე რაფა იუსტე, ჩავი პუჩი, ჟული გუიუ, ჩავიერ არბოსი და ჟორდი ფინესტრესი ან პრეზიდენტის ძმა ჩავიერი იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტ ჟოან ვეილსის მტკიცებით, ლაპორტას, საბადელის ბანკთან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, საჭირო თანხა უკვე აქვს. შედეგად, მან “ბლაუგრანას” პრეზიდენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ხვალ უნდა მოიპოვოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 17 მარ 2021, 16:24
    #10

    ჟოან ლაპორტამ ფინანსური გარანტია მიიღო-გაუჭირდებოდა!!!(ფეოლას სიტყვებით, ამ ფეოლასი არა.)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 17 მარ 2021, 14:33
    #9

    ციტატა: me da barca
    ხომ ვთქვი ყველაფერი რიგზე იქნებათქო.


    ცოტას ვნერვიულობდი მაგრამ მჯეროდა რომ მოგვარდებოდა.ნამდვილად არ იყო ახალი არჩევნების დრო.

  • ბასქუ10
    schedule 17 მარ 2021, 11:32
    #8

    კიდე რამხელაზე უნდა გაიწელოს ამ კაცის გაოფიციალურება პოსტზე

  • El pistolero 9
    schedule 16 მარ 2021, 23:48
    #7

    რა ვეღარ დასრულდა ამის დანიშვნა

  • me da barca
    schedule 16 მარ 2021, 23:00
    #6

    ხომ ვთქვი ყველაფერი რიგზე იქნებათქო.

  • Always cule
    schedule 16 მარ 2021, 20:59
    #5

    აჰა, კარგიაა

  • Diana
    schedule 16 მარ 2021, 20:56
    #4

    დარწმუნებული ვარ ლაპორტა ამ კრიზის მალე დააღწევს თავსს

  • გ҉ო҉ნ҉ს҉ა҉ლ҉ე҉ს҉ი҉
    schedule 16 მარ 2021, 20:51
    #3

    აზრი? ისევ ლაპორტა მოიგებს. დაუშვათ ფრეიშას მოეგო საიდან მოიტანდა მაგ თანხას ლაპორტა თავისი კავშირებით ან იშოვის ან არა და ფრეიშას ან ფონტს რისი იმედი ქონდათ😳🤔

  • M10 S9 D11
    schedule 16 მარ 2021, 20:50
    #2

    ძალიან კარგი

  • Moriba
    schedule 16 მარ 2021, 20:49
    #1

    ეგრერა ეხა მაინც ჩაი@ვან ჟურნალისტებმა