რაფა იუსტე ფლორენტინო პერესს: აწი სიტუაცია უფრო და უფრო გართულდება

რაფა იუსტე ფლორენტინო პერესს: აწი სიტუაცია უფრო და უფრო გართულდება

“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, რაფა იუსტემ, “რეალ მადრიდის” პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის ბოლოდროინდელი განცხადებები მკაცრად გააკრიტიკა. იუსტემ არ დამალა აღშფოთება და აღნიშნა, რომ კლუბი საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

ფლორენტინო პერესის პრესკონფერენცია? ეს პათეტიკურად მეჩვენა. ამას ჩემში არც სიცილი გამოუწვევია და არც ტირილი – უბრალოდ სიბრალულის გრძნობა გამიჩინა. ფლორენტინოს სიტყვები არის პათეტიკური და სიცრუით სავსე. მინდა ფლორენტინომ იცოდეს, რომ ლაპორტა დაბრუნდა და მისთვის დღეები მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდება. ჩვენ თავს დავიცავთ. კლუბს ხელს ვერავინ შეახებს.

ცოტა ხნის წინ ფლორენტინო პერესმა პრესკონფერენცია გამართა და გააკრიტიკა ყველა და ყველაფერი, ვისაც თეთრი მაისური არ აცვია. “ბლანკოსის” პრეზიდენტმა სერიოზული ბრალდებები გააჟღერა “ბარსელონას” მიმართაც, რაზეც არც კატალონიელთა პასუხმა დააყოვნა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    16 მაი 2026, 20:25

    ფლიკის ეპოქაში არ მოაკლდება პერესს თავისტივილი

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    14 მაი 2026, 19:54

    მაგ პერიოდში შეიქმნა ყველა დროის საუკეთესო გუნდი, 3 ჯერ მაინც იყო ბარსა მაგ პერიოდში ისეთ გუნდი რომლსი ყურებაც მკვდარსაც ააყენებდა. რეალი მსგავსი არასდროს ყოფილა, სილამაზე და თეთრი ბალეტი მოგონილია ისევე როგორც 3 ლიგა. ეს უტიფარი კიდე გამოდის და რეებს ბედავს. ანუ პირდაპირ ამბობს, მსაჯები ჩემკენ რო არიან ყველაფერი კარგადაა, ნეიტრალურები რო არიან ესეიგი ნეგრეირას ამბავიაო. რით ვეღარ მოკვდა მარა ეგ ლეში ზემოთაც არ უნდათ ალბათ, იქაც არეულობას მოაწყობს, სამოთხე მეკუთნისო, ნეგრეირას საქმეა თორე რა მინდა ჯოჯოხეთშიო. ისე მიხარია ასეთ დღეში როა რო არ ვიცი. ტიპი შოკშია რეებს ბოდავს :დ დედა აქ მო.,..ლი ბოლომდე მადლობა ჰანსი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    14 მაი 2026, 12:54

    ნუ გასაგებია, ბოლო ათწლეულს რო ახსენებს ის კატასტროფა ახსენდება, რაც ლეოს დროს მოხდა. მესი 2005/6 დან იყო ძირითადის წევრი 2019 კი წავიდა ანუ გააგდეს. ფაქტია რო მესი 10-გზის ჩემპიონია და 15 სეზონში, რომ 10-ჯერ გაიმარჯვებ რეალს რა რჩება? დაამატეთ ატლეტიკოს 2 ლა ლიგა. ხოდა მაგ პერიოდს ვერ ივიწყებს თქვა კიდეც 6 ლიგა მოვიგეთო. გაგიგონიათ რო ლიგის მოგება უფრო ადვილი იყოს ვიდრე ჩემპიონატისო. და მთავარი დაავიწყდა ბარსა 2 თავით ჯობდა მაგ დროს. ლიგებში ყველას გვახსოვს ლივერპული, როცა რამოსმა ჯერ მეკარე გათიშა მერე სალაჰს ამოუგდო მხარი, ბაიერნთან ხო საერთოდ 2 ჯერ დაჩაგრეს მსაჯებმა, ატლეგიკომ მოგებული ფინალი წააგო და ეგ არის მაგათი მიღწევები. ქვეშაფსია მსაჯები და რეალის ჰაერიდან მოტანილი ავტორიტეტი.

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    14 მაი 2026, 11:10

    ჰე ჰეე საღოლ,დერსკი განცხადებაა😅იმენა სიბრაკული. უყურებთ სასტავ რა სიტუაციაა?? ეს იყო სხვა პრეზიდენტების დროს? კი ლაპორტას პირველი პრეზიდენტობისას ესე იყო😉ცოტაც მოვითმინოთ, მაქსიმუმ 1-2 წელი და ისეთი გუნდი დგება ქვას ქვაზე არ დატოვებს. ფინანსურადაც იმენა მოვიხოდებით ამ დროში…

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    13 მაი 2026, 18:57

    მეგობრებო, ტყუილად ნუ შევქმნით ჭიანჭველისგან სპილოს, საფეხბურთო საიტი იმისთვისაა რო ფეხბურთზე ვილაპარაკოთ რამდენიც გაგვიხარდება იმდენი, ადამიანი თავის აზრს წერს და რა მნიშვნელობა აქვს დანარჩენს? მისი უფლებაა რამხელა ტექსტიც უნდა იმდენი იქნება, ან ვის აქვს უფლება გაუკუნტროლოს? მსგავს თემაზე საუბარი საერთოდ რო მომიწია მიკვირს, მართლა გაოცებული ვარ.

    რაც მართლა პრობლემაა იმაზე ვისაუბროთ, ამ ახალი დიზაინის ამდენი ხარვეზი და უამრავი დისკომფორტია. ადმინისტრაციას ამ აზრს ვეტყოდი ჩაატაროს გამოკითხვა და მოხდეს ხმის მიცემა ვისაც ეს დიზიანი მოწონს და ვისაც ძველი ერჩივნა, ჰოდა უსამართლობა რომ არ გამოვიდეს ხმებიდან გამომდინარე იქნეს გადაწყვეტილება მიღებული რას იტყვით? რავიცი, მგონია რო ეს ახალი უფრო მეტს არ მოსწონს და რა აზრი აქვს ცვლილებას როცა შედეგი ცუდია? ძველი დიზაინი თუ არა, ისეთი მაინც გაკეთდეს რო მეტ-ნაკლებად ყველასთვის კომფორტული იყოს. ამდენი კომენტარი წაეშალა ხალხს, ზოგს ახალი ექაუნთის შექმნა მოუწია, რო შემოდიხარ საიტზე და ყოველჯერზე ახლიდან გთხოვს ავტორიზაციის გავლას ერთხელაც ამოგივა ყელში და სურვილი აღარ გექნება შემოსვლის. მოკლედ, მხარი ამიბით ვინც მეთანხნებით, საიტის ადმინიატრაციისთვის წესით ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს მომხმარებლების აზრი, რადგან როგორც წესი ცვლილებები მათ საკეთილდღეოდ და მეტი კომფორტი შექმნისთვის უნდა კეთდებოდეს, ამ შემთხვევაში სრულიად საპირისპიროდ ვხედავ და თქვენი არ ვიცი.

    პ.ს ჩემი პოზიციაა ეს და ვინც არ მეთანხმებით არ მაქვს პრობლემა, გაქვთ უფლება თქვენი პოზიცია გქონდეთ.

    • me da barca
      me da barca ლეგენდა
      13 მაი 2026, 21:48

      უნდა შექმნან დროებით კალათასავით, სადაც ყველა თავის აზრზს დაწერს. რა უნდა გამოსწორდეს, სად შეექმნა პრობლემა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ადმინისტრაცია უნდა კითხულობდეს და ცდილობდეს მის შესწორებას. მე უმეტესად ლეპტოპით შემოვდივარ და მეც მთხოვს თითქმის ყოველთვის ავტორიზაციას. თუ ლათინურ შრიფტზე მიყენია ქართულად არ წერს, რამოდენიმე სიტყვას დავწერ და შევხედავ არაა ქართულზე და მიწევს წაშლა და ქართულზე დაყენება, ადრე ასე არ იყო. დაიკარგა სმაილიკები და ყველაფერი რაც მანდ იყო, მსხვილი ფერადი შრიფტი. მე კიდევ ვფიქრობ, რომ ამაზე მუშაობენ და ერთ დღეს გამოსწორებული დამხვდება, თუ არადა ძაან ცუდია და ხალხი ნელნელა დაიკარგება. ადრე კლასიკოზე და ძირითად თამაშებზე თითქმის 1000 კომენტარამდე ადიოდა, ახლა კი 89. არ ჩანს ვის რამდენი კომენტარი აქვს და ბევრი რამეა შესასწორებელი, ან თუ რთულია, მაშინ მართლა ძველი დააბრუნონ ჯობია.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    13 მაი 2026, 18:57

    ჯერ სად არიაან მაგათი გამწარება აწი ნახეთ😂💩

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    13 მაი 2026, 18:54

    “მინდა ფლორენტინომ იცოდეს, რომ ლაპორტა დაბრუნდა” – კარგად ჟღერს, იმედია ძველი ლაპორტა და ბარსელონა დაბრუნდება, ყველას და ყველაფერს რომ დედას უტყ.ნავდა.