გუშინ “ბარსელონამ” “უესკასთან” ლამაზი მოგება გვაჩუქა. “ბლაუგრანამ” 4-1 მოიგო და ლა ლიგის ლიდერთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა. თუმცა გუშინდელი შეხვედრა ისტორიაში სხვა რამით შევა.
მესიმ “ბარსელონას” მაისურით 767-ე თამაში ჩაატარა და ამ მხრივ რეკორდსმენ ჩავი ერნანდესს გაუთანაბრდა. ამ 767 შეხვედრაში (62 517 წუთი) ლეომ 951 გოლი შექმნა – 661 თავად გაიტანა და 290 თანაგუნდელებს გაატანინა.
ამ სტატიაში კი სხვა, ისეთ სტატისტიკას შევეხებით, რომელიც ფართო მასებისთვის ნაკლებადაა ნაცნობი.
თანაგუნდელები
ამ 767 შეხვედრაში ლეოსთან ერთად 137 ფეხბურთელს უთამაშია. მესისთვის ყველაზე მეტჯერ, 558-ჯერ პარტნიორობა სერხიო ბუსკეტსს გაუწევია. შემდეგ მოდიან ანდრეს ინიესტა (502) და ჟერარ პიკე (498).
მოედანზე ერთად გატარებულ წუთებშიც იგივე სამეულს ვხედავთ, მაგრამ ადგილები შეცვლილია. სერხიო ბუსკეტსს (40 762 წუთი) ჟერარ პიკე მოსდევს (39 884 წუთი), ინიესტა კი 32 274 წუთით მე-3 ადგილზეა.
ბუსკეტსთან ერთად მესიმ 397 თამაში მოიგო, პიკესთან ერთად 350, ხოლო ინიესტასთან ერთად 348.
ბუნებრივია, წაგებებსა და ფრეებშიც ამ სამეულს ვხედავთ: წაგებები – ბუსკეტსი 62, ინიესტა 56, პიკე 52; ფრეები – ბუსკეტსი 99, ინიესტა 98, პიკე 96.
რაც შეეხება ერთად შექმნილ გოლებს (როდესაც ფეხბურთელებს გოლები ერთმანეთის პასებით გაჰქონდათ), ამ მაჩვენებლით წინ დიდი სხვაობითაა გაჭრილი ლუის სუარესი. მას და მესის ერთად 96 გოლი აქვთ შექმნილი. შემდეგ მოდის ნეიმარი 56 გოლით, რომელსაც 53 გოლით ინიესტა, ხოლო 52 გოლით პედრო მოსდევს. ხუთეულს 48 გოლით დანი ალვესი ხურავს.
მეტოქეები
მესის “ბარსელონას” მაისურით ყველაზე მეტი თამაში სერხიო რამოსის წინააღმდეგ აქვს ჩატარებული – 42. შემდეგ მოდიან ქარიმ ბენზემა (37), კრიშტიანუ რონალდუ (34), დიეგო გოდინი (32) და ხესუს ნავასი (32).
მოედანზე ყველაზე მეტი გატარებული წუთი ერთმანეთის წინააღმდეგ: რამოსი 3 570 წუთი, რონალდუ 2 813, ბენზემა 2 572, გოდინი 2 567 და ნავასი 2 323.
იმ ფეხბურთელების ხუთეული, რომლებთანაც ლეოს “ბარსას” მაისურით ყველაზე მეტი მოგება აქვს, ასე გამოიყურება: ხესუს ნავასი – 21 მოგება, დიეგო გოდინი – 20, რაულ გარსია – 20, სერხიო რამოსი – 19.
მესის 10-10 ფრე აქვს ქარიმ ბენზემასთან და დიეგო გოდინთან, ხოლო 9-9 სერხიო რამოსთან, კრიშტიანუ რონალდუსთან, კოკესთან, ხუანფრანთან, მარკელ სუსაეტასთან და ფილიპე ლუისთან.
რაც შეეხება წაგებებს – მესის ყველაზე მეტჯერ, 14-ჯერ სერხიო რამოსთან წაუგია. შემდეგ მოდიან ქარიმ ბენზემა და კრიშტიანუ რონალდუ 10-10 წაგებით, რომლებსაც პეპე მოჰყვება 9 წაგებით.
ჩავი
ამ ორმა ფეხბურთელმა მოედანზე ერთად 27 775 წუთი გაატარა. ისინი ერთად 399 თამაშში ვიხილეთ. აქედან 276 შეხვედრა მოიგეს, 78 ფრედ დაასრულეს და 45 წააგეს.
ამ ორმა ფეხბურთელმა მონაწილეობა 43 გოლში მიიღო. 8-ჯერ მესიმ ჩავის გაატანინა, 35-ჯერ კი პირიქით – ჩავიმ მესის.
სასწაული ციფრები, ამას დათვლა არ უნდოდა. რას შვრება ციფრული ტექნოლოგიები, ამას ადრე ვინ დათვლიდა.
უდაოდ მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელი 🇦🇷
ჩვენი ბოინგ 767😊
შექმნილ გოლებში ალბაც მალე შევა თუ ასე გააგრძელეს
უბრალოდ გენია
წასაკითხად ადვილია, მაგრამ ამ ყველაფრის დათვლა, რაც ზემოთ წავიკითხეთ, ურთულესი.
ეჰ რა დრო იყო ინი და ჩავი რომ იყვენენ. არ მინდა რომ დაბერდეს ლეო ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რომ 34 წლის ხდება 3 წელი და შემდეგგ…. ეჰჰ ლეოო❤💜❤
ეს რიცხვები რა მარტივად გადმოცემს და ისე რამხელა ისტორიაა ემოციები 😪💙❤