workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-უესკა 4-1 – რონალდ კუმანი მატჩის შემდეგ

ბარსელონა-უესკა 4-1 – რონალდ კუმანი მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანმა “უესკასთან” მოგებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მესიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა.

თერთმეტმეტრიანი? დღეს VAR არ გვქონია. რომ გვქონოდა, პენალტი არ დაინიშნებოდა. ყველამ დაინახა, რომ მარკ-ანდრე “უესკას” ფეხბურთელს არ შეხებია. არ ვიცი, ამის გამო როგორ უნდა დანიშნო თერთმეტმეტრიანი.

“ბარსელონას” ისტორიაში ჩატარებული მატჩების მიხედვით მესი ჩავის გაუთანაბრდა. მადლობელი ვარ, რომ ის ისევ ჩვენთანაა.

ბოლო დროს ბევრი რამ გამოვასწორეთ. უფრო ეფექტიანები ვართ, დაცვაში შეცდომებს მოვუკელით. უფრო თავდაჯერებულები ვართ.

ახალგაზრდები? მინგესა ძალიან კარგად პროგრესირებს. ის ხშირად თამაშობს და ამტკიცებს, რომ არაერთ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ასევე კარგია პედრი. თუმცა წარმატებაში ვეტერანებსაც დიდი წვლილი შეაქვთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • MARADONA1968
    schedule 16 მარ 2021, 17:30
    #11

    რა გინდათ ბარსა მშვენივრად იგებს 10 კაცითაც! რატომ 10 და არა 11-???
    დემბელე მსაჯთან ერთად უთავო ქათამივით დარბოდა, აბა მის დაბდურობას და ფართხალს თერთმეტეული ერქვა?

  • ბასქუ10
    schedule 16 მარ 2021, 14:43
    #10

    მინიმუმ ერთი სეზონი აუცილებლად ეკუთვნის კუმანს, ბოლო მატჩებში აშკარად დავინახეთ იმედის ნაპერწკალი და გამარჯვების წყურვილი, კარგი გუნდი იკვრება ნელ ნელა

  • nika 54
    schedule 16 მარ 2021, 13:58
    #9

    ვარი არ გვქონია რას ნიშნავს? როგორ არ ყოფილა. თუ გადატანითი მნიშვნელობით ამბობს.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 16 მარ 2021, 13:24
    #8

    ავტორს მივმართავ დიდი ამბავი შეცდომა თუ გაგეპარა მაგრამ ხომ უნდა აღინიშნოს თუნდაც ხუმრობით და არ გაატარონ laughing 👌

  • me da barca
    schedule 16 მარ 2021, 12:46
    #7

    რომ არა უაზროდ დაკარგული ქულები სოფლის გუნდებთან, ახლა პირველზე ვიქნებოდით და ატლეტიკოს გადავასწრებდით მინიმუმ 3 ქულით.

  • Always cule
    schedule 16 მარ 2021, 11:30
    #6

    1 სეზონი უნდა აცადონ აუცილებლად, მშვენიერი გუნდი ააწყო, თან ახალგაზრდებით

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 16 მარ 2021, 10:59
    #5

    [/b]

    ციტატა: duggu
    3-1 მოვიგეთ ავტორ? ბოლო წუთებზე ხომ არ ჩამოგვეძინაო 😂😂😂


    ციტატა: El pistolero 9
    [b]Don_Andresito

    ,
    ავტორ ჩაასწორე 4-1 მოვიგეთ

    ციტატა: Don_Andresito
    3-1?


    რა ქნა იმით ასეთი რომ შეეშალა და 3-1 დაწერა?ჩაქოლეთ ბარემ 👌👌👌 smile არაფრით არ შეარჩინოთ.შეცდომების გასწორების სპეციალურ კურსებს ხომ არ გადიოდით? მოწოდების სიმაღლეზე ხართ მაგ ამბავში მწვერვალზე და ამიტომ გეკითხებით.

  • duggu
    schedule 16 მარ 2021, 09:57
    #4

    3-1 მოვიგეთ ავტორ? ბოლო წუთებზე ხომ არ ჩამოგვეძინაო 😂😂😂

  • El pistolero 9
    schedule 16 მარ 2021, 09:06
    #3

    Don_Andresito,
    ავტორ ჩაასწორე 4-1 მოვიგეთ

  • Diana
    schedule 16 მარ 2021, 08:05
    #2

    ამ კაცს ამ სეზონში ხელი არ ახლონ , ძაან არაობიექტური უნდა იყო რომ ვერ დაინახო პროგრესი რასაც გუნდი განიცდის ტრანსფერების გარეშე 💙❤

  • Don_Andresito
    schedule 16 მარ 2021, 03:45
    #1

    3-1?