ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამორანო: “სანჩესი ადაპტაციას მალე გაივლის”

სამორანო: “სანჩესი ადაპტაციას მალე გაივლის”

 

მოგეხსენებათ ჩილელი ალექსის სანჩესი ნელ–ნელა კატალონიის “ბარსელონას” უახლოვდება. მის კატალონიაში შესაძლო გადაბარგებაზე კომენტარი მადრიდის “რეალისა” და ჩილეს ეროვნული ნაკრების ლეგენდამ, ივან სამორანომაც გააკეთა. იგი სანჩესს “ბარსელონაში” დაუფიქრებლად გადასვლას ურჩევს…

 

“სანჩესი და კატალონიური კლუბი ერთმანეთს კარგად შეეწყობიან. ისინი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ და ალექსისი ამ გუნდში ადაპტაციას მალე გაივლის”, – ციტირებს მის სიტყვებს “კოპე” – “ის სწრაფი და ერთი–ერთზე დაუმარცხებელი გახლავთ. სანჩესი წინ წარმატებულად მიიწევს, იგი 22 წლისაა და კარგად თამაში ყველა გუნდში შეუძლია.”

 

სპორტულ სამყაროში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიურმა და კატალონიურმა მხარეებმა შეთანხმება უკვე მიაღწიეს და რომ 2011/12 წლების სეზონში ჩილელი ფეხბურთელი, რომელიც ახლა “კოპა ამერიკაზე” საკუთარი ქვეყნის ღირსებას იცავს, კატალონიის “ბარსელონას” შეუერთდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში