workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუმანს აგუეროს დეპაი ურჩევნია – Sport

კუმანს აგუეროს დეპაი ურჩევნია – Sport

“ბარსელონას” თავდამსხმელი სჭირდება, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, იძულებულია თვალი ისეთ ფეხბურთელებს ადევნოს, რომელთა გაფორმებაც უფასოდ შეეძლება. ასეთი ფეხბურთელები კუნ აგუერო და მემფის დეპაი არიან.

გავლენიანი გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ამ ორ ფეხბურთელს შორის კუმანი უპირატესობას დეპაის ანიჭებს.

პირველ რიგში იმიტომ, რომ კუმანს სჯერა დეპაის უკეთესი ფორმისა, ვიდრე აგუეროა. გარდა ამისა კუმანი დეპაის პირადად იცნობს და იცის, რომ 27 წლის ფეხბურთელი დიდ კლუბში წარმატების მისაღწევად მზადაა. ჰოლანდიელს ამ სეზონში 29 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე პასი გაკეთებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დეპაი თანახმაა დაბალ ხელფასზე, რადგან “ბარსელონას” ამჟმად ფინანსური კრიზისი აქვს.

რაც შეეხება აგუეროს, მის ანგარიშზე 12 მატჩში 2 გოლია. არგენტინელი სასტარტო სემადგენლობაში მხოლოდ 2-ჯერ მოხვდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • RoNi_10
    schedule 12 მარ 2021, 17:07
    #15

    რაღადროს აგუეროა ან რა დეპაი ეგეთი უაზრო ტრანსფერების გამოა კლუბი ამ დგეში აგუერო რო ის იყოს რაც წლების წინ არავინ გაუშვებდა მთელი წელია ლაზარეთშია ტიპი

  • nika 54
    schedule 12 მარ 2021, 11:57
    #14

    თუ ბრეიტვეიტიც გავუშვით, დემბელეც და გრიზმან-კოუტინიოც, მაშინ უფასოდ მოიყვანონ ორივე, მითუმეტეს აგუეროც თანახმაა ხელფასის დაკლებაზე.

  • ბასქუ10
    schedule 12 მარ 2021, 10:49
    #13

    მე დეპაი მირჩევნია ბევრად, ასაკიდან და ფორმიდან გამომდინარე მაგრამ აგუერო თუ მესის დარჩენის გარანტი იქნება მაშინ იასნია აგუერო გვინდა

  • Francisco Trincão 17
    schedule 12 მარ 2021, 08:46
    #12

    Messiah,
    ჰაალანდზე რომ გარაერთონ კარგია მაგრამ აქ ახლა ბარსას მისი ყიდვის საშუალება და ფული?ესენი კი უფასოდ არის და ამ 2 ს შორის დეპაი სჯობია რათქმაუნდა

  • Messiah
    schedule 12 მარ 2021, 03:10
    #11

    რა აგუერო და რა დეპაი .. ჰალანდზე გადაერთოს უნდა გუნდი მთელი ძალებით

  • Bobi
    schedule 11 მარ 2021, 23:26
    #10

    აგუერო ჰოლანდს უნდა მოაყოლონ პაკეტში.
    იდეალური შემცვლელი იქნება, მითუმეტეს ხელფასს იკლებს და მესის ძმაკაცია

  • me da barca
    schedule 11 მარ 2021, 22:45
    #9

    27 წლის დეპაი 33 წლის აგუეროს წინააღმდეგ. საკითხავია სეზონის განმავლობაში რამდენ მატჩს ჩაატარებს აგუერო.

  • Always cule
    schedule 11 მარ 2021, 22:24
    #8

    რავი ამათგან აარჩიოს რომელიმე, უფრო დეპაი, ჰოლანდიც გვინდა აუცილებლად

  • Iniesta_8
    schedule 11 მარ 2021, 22:12
    #7

    დეპაი და აგუერო კიარა, ლენგლეს გაშვებაზე რატომ არ იწერება არაფერი. რეალთან, იუვენტუსთან, პსჟსთან ყველაგან არასაჭირო პენალტი აიკიდა და სადაც პენალტი არ აუღია ან თავი გააგდებინა ან კიდევ მეტოქეს საგოლე გადაცემებს უკეთებდა. შეტევაში მაინც ვარგოდეს რამედ, გოლის გატანის მაგივრად დამატებით მცველად რომ უდგება მოწინააღმდეგეს. ეგ და უმტიტი გასაგდებია წიხლისკვრით გარსიას გარდა სულ რომ არავინ მოვიდეს მაგრამ შეუცვლელი წევრი გახადეს გუნდის.

  • saba17
    schedule 11 მარ 2021, 22:04
    #6

    ჰალანდი გვინდა რა.ძაან მაგარი ბიჭია.დემბელე გააგდონ საერთოდ გუნდიდან.ბოლოსდაბოლოს ბარსაში თამაშობ და მაგ მომენტებიდან ერთი მაინც როგორ ვერ უნდა გამოიყენო.მარა რაზეა საუბარი ბრაითვეითი როა 9 ნომერი და შემტევი.ვინ აღარ თამაშობს ბარსაში და ერთი კვარა დაითრიონ :დდ

  • El pistolero 9
    schedule 11 მარ 2021, 21:51
    #5

    ჰალანდი დეპაი ან ჰალანდი აგუერო.მე უფრო ჰალანდი აგუერო მიზიდავს

  • NEYBarca
    schedule 11 მარ 2021, 21:48
    #4

    ჰალანდი, დეპაი, ალაბა, გარსია და ვაინალდუმი მოუყვანოს ლაპორტამ კუმანს და თუ ტრიპლეტი არ დადოს პირველივე სეზონში მე ვიყო კაზემიროს პერსო ფანი 😂

  • BEQA BARCA
    schedule 11 მარ 2021, 21:20
    #3

    ამ დროისათვის 32 წლის კუნს რომ დეპაი ჯობია ჩვენც ვიცით. ჰალანდი მინდაა ლაპორტტ!! და თუ გინდა ჰალანდს კუნი მოაყოლე!

  • Terstegen
    schedule 11 მარ 2021, 21:20
    #2

    აგუეროს ძალიან ვაფასებ მაგრამ ამშემთხვევაში დეპაის ტრანსფერი ჯობია ვიდრე ფორმადაკარგულ და ასაკში შესულ აგუეროს

  • Albicelecte
    schedule 11 მარ 2021, 21:18
    #1

    აგუერო მაშინ სჯობია, თუ ჰალანდს დაითრევს ლაპორტა
    +33 წლის ასაკოვანი, ვეტერანი ფორვარდი, რომელიც სკამზე იქნება და ვიკინგ მონსტრს დაასვენებს ხოლმე