workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თუ ბარსა სეზონს უტიტულოდ დაასრულებს, კუმანს გაუშვებენ | ფაბრიციო რომანო

თუ ბარსა სეზონს უტიტულოდ დაასრულებს, კუმანს გაუშვებენ | ფაბრიციო რომანო

კატალონიის “ბარსელონას” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის მომავალი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ “ბარსა” სეზონს უტიტულოდ დაასრულებს, დიდი შანსია, ნიდერლანდელი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვონ.

წყაროს ცნობით, “ბლაუგრანას” ლეგენდასა და ამჟამად ყატარული “ალ სადის” თავკაცს, ჩავი ერნანდესს კუმანის პოტენციურ შემცვლელთა შორის პრიორიტეტული ადგილი უჭირავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • ბასქუ10
    schedule 09 მარ 2021, 16:31
    #23

    იმის გათვალისწინებით თუ როგორი ბარსელონა ჩაიბარა და რამდენადაა შეცვლილი გუნდი დღეს ვფიქრობ ეკუთვნის მომავალი სეზონიც, თან თუ სწორი ტრანსფერები გაკეთდა ამ ზაფხულზე ვფიქრობ მომავალ წელს კარგი სეზონი გვექნება, დიდად არ ვეფეთები კუმანზე მაგრამ ფაქტი სახეზეა, ენრიკეს შემდეგ არც ვალვერდეს და არც სეტიენს არ უთამაშიათ ასე როგორც ბარსელონა თამაშობს ბოლო მატჩებში მითუმეტეს, არ ვამბობ რომ ვარსკვლავებს წყვეტს ბარსა მაგრამ თამაში საგრძნობლად გამოსწორდა და კიდევ უფრო გამოსწორდება დიდი იმედი მაქვს

  • nika 54
    schedule 09 მარ 2021, 14:14
    #22

    ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით,….
    საინტერესოა ამას ვინ მიაწოდა ინფორმაცია, ლაპორტამ, კუმანმა თუ ჩავიმ. მიხედე იტალიის ფეხბურთს, სად ეჩრები საქმე არ გაქვს დალოცვილო.

  • duggu
    schedule 09 მარ 2021, 13:15
    #21

    არ მგონია ტიტულის გარეშე დაასრულოს ბულდოგმა. ეხლა უკვე სანსი გვაქვს ლალიგის და თასის