ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 8 მარტი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 8 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 8 მარტს მოხდა.

თამაშები

8 მარტს “ბარსელონას” 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.

1887 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (1935-1940) პატრიკ ო’კონელი.

1931 წელი

“არენას დე გუეჩოსთან” “ლეს კორტსზე” 2-0 მოგებულ შეხვედრაში ლა ლიგაში “ბარსას” ლეგენდის, ჟოზეპ სამიტიერის დებიუტი შედგა.

1934 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი როდრი. 1958-1964 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 126 თამაში ჩაატარა.

1934 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი მარტი ვერგესი. 1956-1966 წლებში “ბლაუგრანას” მაისურით მან 285 თამაში ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.

1953 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ბიო. 1977-1979 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 10 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

1961 წელი

ჩემპიონთა თასზე ჰრადეც-კრალოვეს “სპარტაკთან” გამართული მატჩის (4-0) წინ ლუის სუარეს მირამონტესს “ოქროს ბურთი” გადაეცა. ამ თამაშს “კამპ ნოუზე” 70 815 ადამიანი ესწრებოდა.

1968 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ხელბურთელი (1968-87, 1989-91) და მთავარი მწვრთნელი ჩავი პასკუალი.

1986 წელი

“ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” სტუმრად 1-3 დამარცხდა. სტუმართაგან გოლი ამარილიამ გაიტანა.

1987 წელი

ლა ლიგაში “სარაგოსასთან” სტუმრად წაგება (0-2) “ბარსელონასთვის” ამ ტურნირზე ჩატარებული 1600-ე შეხვედრა გამოდგა.

2005 წელი

რონალდინიოს ჯადოსნური გოლის მიუხედავად “ბარსელონა” “ჩელსისთან” 2-4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალიდან გამოეთიშა.

ლონდონელებმა მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გოლი მსაჯის შეცდომით გაიტანეს. ლეგენდარულმა არბიტრმა, პიერლუიჯი კოლინამ მოგვიანებით აღიარა, რომ მას გოლი უნდა გაეუქმებინა.

2014 წელი

“ვალიადოლიდთან” სტუმრად 0-1 წაგებულ შეხვედრაში ხავიერ მასკერანომ ლა ლიგაში თავისი მე-100 თამაში ჩაატარა.

2015 წელი

ლეო მესიმ 40 გოლი ზედიზედ მე-6 სეზონში გაიტანა. რაიო ვალიეკანოსთან” 6-1 მოგებულ შეხვედრაში ლეომ თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა.

იმ მატჩში ლუის სუარესმა ლა ლიგაში თავისი პირველი დუბლი გაიფორმა.

2014 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ “ბარსა” ლა ლიგის სათავეში მოექცა.

2017 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში 0-4 წაგების შემდეგ “ბარსელონამ” პსჟ-ს 6-1 მოუგო და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. მასპინძელთაგან გოლები სუარესმა, მესიმ, ნეიმარმა (2) და სერჟი რობერტომ გაიტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში კურზავამ ჩაჭრა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • LM10TheLegend
    schedule 10 მარ 2021, 14:33

    დღეს ქამბექის დღეა

  • ბასქუ10
    schedule 08 მარ 2021, 16:24

    2017 წელი❤️ წარმოიდგინეთ ახლაც რო შეძლონ და ისევ დააქამბექონ😱

  • El pistolero 9
    schedule 08 მარ 2021, 15:13

    ქამბექიიიი.ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მომენტი ჩემს ცხოვრებაში

  • C.PC5
    schedule 08 მარ 2021, 15:05

    ეჰ რა დრო იყო!!! ნეტა მომავალ წელსაც ეგ არ გვქონდეს გასახსენებელი და უფრო ახლო ისტორიიდან მოვიგონიოთ გენიალური ქამბექი bowtie

  • nika 54
    schedule 08 მარ 2021, 14:43

    2015 წელი
    ლეო მესიმ 40 გოლი ზედიზედ მე-6 სეზონში გაიტანა. "რაიო ვალეკანოსთან" 6-1 მოგებულ შეხვედრაში ლეომ თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა.
    ღმერთო რა დრო იყო, ლეო რომ მარტო იგებდა თამაშებს.

  • M10 S9 D11
    schedule 08 მარ 2021, 14:19

    ნეტა ეგ ქამბექი გავიმეოროთ

  • nika 54
    schedule 08 მარ 2021, 14:17

    2017 წელი 6-1 პსჟ! როგორღაც 2 დღეში უკუღმა არ დაიწეროს ეგ ციფრები. სულ არ გავპაზორდეთ.

  • me da barca
    schedule 08 მარ 2021, 13:53

    არ მახსოვდა თუ ეს სასწაული დღე 8 მარტს იყო.

  • Always cule
    schedule 08 მარ 2021, 13:32

    6-1 ფარავს ყველაფერს, საოცარი მატჩი, საოცარი ემოცია და უდიდესი სენსაცია. ეჰ…