ჟერარ პიკემ ლუიშ ფიგუს ანტირეკორდი მოხსნა

ჟერარ პიკემ ლუიშ ფიგუს ანტირეკორდი მოხსნა

ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონი "ბარსელონასთვის" ძალიან წარუმატებელი გამოდგა. "ბლაუგრანამ" დათმო ტურნირი, რომლის მოგებაც გუნდს, ბოლო წლებში, ჩვევაში აქვს გადასული და რაც ყველაზე სამწუხაროა, ძალიან ცუდი თამაში გვიჩვენა.

შეიძლება ითქვას, რომ თავის დონესთან მიახლოებული თამაში მხოლოდ ლეო მესიმ და მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აჩვენეს. არგენტინელი, ტრადიციულად, საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რასაც საუკეთესო ასისტენტობაც დაუმატა. ტერ შტეგენს კი სტატისტიკა დაცვის ცუდმა თამაშმა გაუფუჭა - გერმანელმა, 36 მატჩში, 37 გოლი გაუშვა.

ტერ შტეგენის სტატისტიკის ერთ-ერთ მთავარი "შემოქმედი" ჟერარ პიკეა. 33 წლის კატალონიელი ცენტრალური მცველი ვერც დამაჯერებელი თამაშით გამოირჩეოდა და მან, ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო, 3 თამაშიხ გამოტოვა, რაც "ბარსელონას" ისტორიაში პირველად მოხდა. დიახ, პიკე "ბარსას" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგის ერთ გათამაშებაში 15 გაფრთხილება მიიღო (ამ სტატისტიკაში გათვალისწინებული არაა შემთხვევები, როდესაც ფეხბურთელს მოედნიდან 2 ყვითელი ბარათის გამო აძევებენ).

აქამდე, "ბარსელონას" რეკორდი პორტუგალიელებს, ლუიშ ფიიგუსა და დეკუს ეკთვნოდათ. პირველმა 1998/99, ხოლო მეორემ 2006/07 წლებში, 14-14 ყვითელი ბარათი მიიღეს. შემდეგი ყველაზე ცუდი შედეგი პეპ გვარდიოლას ეკუთვნის - 13 გაფრთხილება 1996/97 წლების სეზონში.

რა ვითარებაა მთელი ტურნირის მასშტაბით? პიკეს მაჩვენებელი "ბარსელონასთვის" ანტისარეკორდოა, მაგრამ ამ მაჩვენებლით, ის, ესპანეთის ჩემპიონატის მთელი ისტორიის გათვალისწინებით, ასეულში ძლივს შევიდა. ჟერარი 96-ე ადგილზე იმყოფება. რეკორდი კი ფერნანდო გამბოასა ("ოვიედო") და კრისტიან საპუნარუს ("სარაგოსა") ეკუთვნით, რომლებმაც ერთ სეზონში 19-19 ყვითელი ბარათი მიიღეს. ცნობისთვის, 1995/96 წლების სეზონში, 18-ჯერ გააფრთხილეს მადრიდის "ატლეტიკოს" იმჟამინდელი ფეხბურთელი და ამჟამინდელი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე. მისი მსგავსი შედეგი 2014/15 წლების სეზონში დააფიქსირა "ესპანიოლის" მოთამაშე ვიქტორ სანჩესმა, რომელსაც ესპანეთში ამჟამად მოთამაშე ფეხბურთლებს შორის რეკორდი ეკუთვნის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ივლისი 2020 19:58
    1
    ანუ რამოსი ანგელოზია? ხო და მთავარი პიკემ ეს ბოლო მე-15-ც კი მსაჯთან კამათისთვის მიიღო და კიდევ რამდენიმე. იშვიათად რამოსი კამათზე გააგდონ ან გააფრთხილონ. ის ნაჯახია და წყალი არ გაუვა, მაგრამ ეს ჩემისა მცველების ნაკლებობა როა გუნდში ეხლა მოუნდა ეს მაიმუნობა, ცოტა დისციპლინა ხო უნდა ქონდეს, მეც კი ამომივიდა ყელში წინა თამაშში რო მსაჯი გაეცალა რამდენჯერმე და ეს კიდევ თავიდან უწყებდა საქმის გარჩევას ეს კლოუნი. მეორე სუარესია და ალბა იმათ იციან კიდევ ასეთი სისულელეები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ივლისი 2020 18:59
    0
    პიკე კაი ხანია უკვე ფეხბურთის თამაშზე აღარ ფიქრობს ბიზნესი უტრიალებს თავში ამიტოა რო დიდ შეცდომას უშვებენ ტოდიბოა გაყიდვით უნდა დააბრუნონ და მომავალი სეზონიდან ნელა-ნელა ჩაანაცვლონ პიკე ტოდიბოთი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued