workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გარსიამ ბარსაში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა |  ფაბრიციო რომანო

გარსიამ ბარსაში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა | ფაბრიციო რომანო

გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიის “ბარსელონა” დაცვის ცენტრის გაძლიერებას ერიკ გარსიათი აპირებდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, მისი ტრანსფერი ზაფხულამდე გადაიდო.

ახლა კი, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელმა ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით მშობლიურ კლუბში დაბრუნებაზე თანხმობა ოფიციალურად განაცხადა.

ესპანელი უკანახაზელი “ბარსას” აკადემიაში 2008-2017 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგდა და პროფესიონალური კარიერაც ინგლისში დაიწყო. “ქალაქელებთან” მისი კონტრაქტი 2021 წლის ივნისში იწურება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 05 მარ 2021, 12:37
    #12

    თანხმობა განაცხადა? მე მეგონა იხვეწებოდა და ეს თურმე დაგვთანხმებია.

  • davidus2020
    schedule 05 მარ 2021, 12:24
    #11

    ძალიან კარგი, მაგარი ახალგაზრდების,არაუხო,მინგესა ,გარსია,ამათ პიკე დაუმატეთ,მგონი ნელ ნელა დაცვის პრობლემა გამოსწორდება.

  • Always cule
    schedule 05 მარ 2021, 11:47
    #10

    ნუ პოტენციალი აქვს და ვნახოთ

  • ბასქუ10
    schedule 05 მარ 2021, 11:14
    #9

    რავიცი ამ კრიზისის ფონზე მშვენიერი კანდიდატია გარსია, მაგრამ აგერ გამოჩნდა რომ მინგესა იხვეწება ნელ ნელა და ძალიან მაგარი მცველი დადგება მაგისგანაც

  • me da barca
    schedule 05 მარ 2021, 11:12
    #8

    მაინც გაძვრა ბილბაო ფინალში, თან 2 ფინალი უნდა ითამაშოს. ამ თასისთვის ბილბაო თავს არ ზოგავს და ხომ არ ჯობია სახელი შეუცვალონ "კოპა ბილბაო" დაარქვან და ყოველ წელს პირდაპირ გადასცენ და მშვიდად იქნებიან.
    ესენი უნდა ვახოხიალოთ, ხის თავიანი ვიკინგები.

  • El pistolero 9
    schedule 05 მარ 2021, 11:11
    #7

    Pirat❤️💙,
    ლენგლე და უმტიტი ააცვამენ.ექნება მინგესასაც საკმარისი დრო

  • Pirat❤️💙
    schedule 05 მარ 2021, 09:29
    #6

    ციტატა: M10 S9 D11
    თუ არ გამოგვადგა(რაშიც დარწმუნებული ვარ) გავყიდით მაინც 20-25 მილიონად კუნდე როგორ გაასწორებდა ბარსაში დაგლეჯდნენ ეგ და არაუხო დუეტში მარა გარსიათი შეილაგეს ამათმა


    გარსიას გამო დრო აღარ ექნება მინგესას😔 არადა ძაან კლასნია მინგესა😍

  • Nika92
    schedule 05 მარ 2021, 08:04
    #5

    იგივე ინფო ოღონდ დეპაიზე გაასწორებდა ეგეც

  • M10 S9 D11
    schedule 05 მარ 2021, 04:49
    #4

    თუ არ გამოგვადგა(რაშიც დარწმუნებული ვარ) გავყიდით მაინც 20-25 მილიონად კუნდე როგორ გაასწორებდა ბარსაში დაგლეჯდნენ ეგ და არაუხო დუეტში მარა გარსიათი შეილაგეს ამათმა

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 05 მარ 2021, 04:28
    #3

    გარსია, არაუხო, პიკე, მინგესა და პაუ ტორესი უნდა იყვნენ მომავალი სეზონის 5 ცენტრალური მცველი გუნდში. ლენგლემ და უმტიტიმ აასხან გუნდიდან

  • Bobi
    schedule 05 მარ 2021, 02:50
    #2

    ამი მოსვლა გადაწყვეტილია ამბავია მგონი უკვე წინასწარ მართლაც, კარგია რომ უფასოდ ბრუნდება. გამოცადონ, იქნებ გამოიწრთოს საიმედო მცველი

  • me da barca
    schedule 05 მარ 2021, 02:08
    #1

    გეგონება ახალი ამბავი გვამცნო.