დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ესპანეთის თასი, სიტუაციის ძალიან გართულების მიუხედავად, ჩვენთვის ჯერ კიდევ ყველაზე მარტივად მოსაგები ტურნირია, მაგრამ დღევანდელ დაპირისპირებას კიდევ დამატებითი მნიშვნელობა აქვს. 4 დღის წინ “ბარსელონამ” გაგვიჩინა ილუზია, რომ ამ გუნდს რთული ამოცანების შესრულება ჯერ კიდევ შეუძლია. 4 დღის წინ “ბარსამ” დამაჯერებლად მოიგო თამაში, რა დონის თამაშიც ამ სეზონში ჯერ მოგებული არ ჰქონდა, მათ შორის არც განახევრებულ “იუვენტუსთან”. ამ ილუზიების გაცოცხლება კი დღესაა შესაძლებელი. თუ დღეს “ბარსამ” ორბურთიანი ჩამორჩენა ამოქაჩა, დამტკიცდება, რომ რონალდ კუმანის გუნდის ჩამოწერა ჯერ ადრეა, რაც გუნდისთვის სეზონის კიდევ უფრო მეტი შემართებით გაგრძელებისკენ უბიძგებს. ლა ლიგას ვგულისხმობთ, თორემ ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთი იმის იმედი თუ გვექნება, რომ მაურისიო პოჩეტინო თავის გუნდს ისეთივე გაუგებარი ფეხბურთის თამაშს დაავალებს, როგორც ეს უნაი ემერიმ გააკეთა “კამპ ნოუზე” 1-6 განადგურების წინ.
თუ დღეს ფინალში გავედით, ეს ნიშნავდს, რომ “ბარსელონა” ისევ საშიში გუნდია!
სათამაშო ფორმა
27 თებერვალს გამართულ შეხვედრამდე “სევილიას” გოლი ლა ლიგის ზედიზედ 5 თამაშში არ ჰქონდა გაშვებული, ბოლო 6 მატჩში კი მოგებული ჰქონდა. თუმცა ჯერ “დორტმუნდმა”, შემდეგ კი “ბარსელონამ” დაამტკიცეს, რომ ეს გუნდი აუღებელი ციხე-სიმაგრე სულაც არაა. პრობლემას ის ქმნის, რომ “ბლაუგრანამ” “სანჩეს პისხუანზე” კარგ შედეგს 5 მცველით მიაღწია. რამდენად გამართლებული იქნება მოედანზე ისევ 5 მცველის ხილვა იმ დროს, როდესაც “ბარსას” 0-2 აქვს ამოსაქაჩი?
“სევილია” სტუმრად კარგ ფორმას ინარჩუნებს. ესპანეთის ჩემპიონატსა და თასზე ამ გუნდმა ზედიზედ 5 გასვლითი თამაში მოიგო.
“ბარსას” კი ბოლო 3 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული. ესპანეთის თასზე “ბლაუგრანამ” საკუთარ კედლებში ბოლოს 2020 წლის იანვარში ითამაშა, როდესაც კიკე სეტიენის გუნდმა “ლეგანესი” 5-0 გაანადგურა.
დანაკლისი
“ბარსელონას” ბანაკში დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ გუნდს სერჟი რობერტო, ანსუ ფატი და ფილიპე კოუტინიო ვერ დაეხმარებიან.
პედრისა და არაუხოს თამაშის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ესპანელმა ნახევარმცველმა გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა და დღეს სასტარტოში მისი ხილვის მეტი შანსია, ურუგვაელი მცველი კი ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
4 დღის წინ გამართულ შეხვედრაში ანდალუსიელებს ძირითადი შემადგენლობის 2 წევრი, მარცხენა მცველი მარკოს აკუნია და შემტევი ლუკას ოკამპოსი არ ჰყავდა. დღევანდელი მატჩისთვის ლოპეტეგიმ ისინი განაცხადში შეიყვანა, მაგრამ მათი მოედანზე ხილვა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ურთიერთშეხვედრები
ეს გუნდები ერთმანეთს აქამდე 193-ჯერ შეხვედრიან. “ბარსელონას” დიდი უპირატესობა აქვს: 110 მოგება, 38 ფრე, 45 წაგება, ბურთების შეფარდება – 401-240. საკუთარ კედლებში უპირატესობა კიდევ უფრო დიდია – 75 მოგება, 14 ფრე და 7 მარცხი. “სევილიამ” “კამპ ნოუზე” ბოლოს 2010 წელს, სწორედ ესპანეთის თასზე მოიგო.
ესპანეთის თასზე ჩატარებული 29 დაპირისპირებიდან “ბარსამ” 19 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7 დათმო. თასზე გამართული 13 საშინაო შეხვედრიდან “ბლაუგრანამ” 10 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. ამ 10 მოგებიდან 7 იმ ანგარიშით მორჩა, რომელიც დღეს “ბარსას” აწყობს.
არბიტრი
შეხვედრის მთავარი არბიტრი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იქნება.
მსაჯობა მან 2005 წელს, 21 წლის ასაკში, ესპანეთის მე-4 დივიზიონში დაიწყო. 5 წლის შემდეგ მე-3 დივიზიონში დაწინაურდა, ერთ წელიწადში მეორეში და 2015 წელს მისი დებიუტი ლა ლიგაშიც შედგა.
კარიერის განმავლობაში მარტინესს ასეთი სტატისტიკა აქვს:
- თამაში: 258
- ყვითელი ბარათი: 1489
- ყვითელი ბარათი საშუალოდ თამაშში: 5.7 (ყველაზე მაღალი შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის)
- წითელი ბარათი: 80
- წითელი ბარათი საშუალოდ თამაშში: 0.31 (მე-9 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის)
- ჯარიმა საშუალოდ თამაშში: 28.3
ესპანელი მსაჯები ყვითელი ბარათების სიმრავლით ყოველთვის გამოირჩევიან, სანჩეს მარტინესი კი, როგორც აღმოჩნდა, მათ შორისაც კი გამორჩეულია. თუმცა მას წითელი ბარათების ჩვენება ნაკლებად უყვარს.
ყველაზე ნაკლებად ხოსე მარია “ბარსელონას” აჯარიმებს – საშუალოდ 9.75 ჯარიმა მატჩში. “სევილიას” შედეგი საშუალოდ 13.09 ჯარიმაა, რაც მარტინესისთვის საშუალო მაჩვენებელია.
მარტინესი “ბარსელონასთვის” ნამდვილად იღბლიანი მსაჯია. იმ გუნდებს შორის, რომელთა მატჩშიც მან 5-ზე მეტჯერ იმსაჯა, თამაშების 58%-ზე მეტი მხოლოდ 2 გუნდს აქვს მოგებული – “ბარსელონა” (77%) და “ბარსელონა ბ” (67%). მისი მონაწილეობით ჩატარებული 22 შეხვედრიდან “ბლაუგრანამ” 17 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 3 დათმო. მარტინესმა “ბარსელონას” ფეხბურთელს წითელი ბარათი ერთხელ უჩვენა (ლანგლე, გაძევება 2 გაფრთხილების გამო), მეტოქეს კი 4-ჯერ. დანიშნული 10 თერთმეტმეტრიანიდან 6 კატალონიელთა სასარგებლოდ იყო.
სანჩეს მარტინესის მსაჯობით გამართული 13 შეხვედრიდან “სევილიამ” 7 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 4 დათმო. ამ 13 შეხვედრაში მხოლოდ 1 გაძევება ვიხილეთ, როდესაც მარტინესმა წითელი ბარათი “სევილიას” სასარგებლოდ აჩვენა. 3 პენალტიდან კი 2 ანდალუსიელებმა შეასრულეს.
უშუალოდ “ბარსელონასა” და “სევილიას” შეხვედრაში მარტინესმა აქამდე ერთხელ იმსაჯა. მაშინაც ესპანეთის თასზე, მაშინაც “კამპ ნოუზე”, მაშინაც “ბარსას” პირველი თამაში 0-2 ჰქონდა წაგებული. მარტინესმა 2 პენალტი დანიშნა – ჯერ სტუმრების, შემდეგ კი მასპინძლების კარში. კოუტინიომ გაიტანა, ბენაგას სილესენმა აუღო, სტუმრები 6-1 გავანადგურეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. ხომ გითხარით, იღბლიანი მსაჯიათქო.
საინტერესო ფაქტები
- ამ გუნდების ბოლო 4 შეხვედრაში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- გოლის ზედიზედ 8 მატჩში გაშვების შემდეგ, “ბარსამ” ბოლო 2 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა;
- ბოლო 5 თამაშში “ბარსელონა” ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან 6-ში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ. გამონაკლისი “სევილიასთან” 4 დღის წინ გამართული შეხვედრა იყო (7 ბარათი);
- “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან 6-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “სევილიას” ბოლო 5 თამაშიდან 4-ში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- ბოლო 10 თამაშიდან 9-ში “სევილიამ” ანგარიშის გახსნა მოახერხა. გამონაკლისი ამ გუნდების 4 დღის წინანდელი დაპირისპირება იყო;
- “სევილიას” ბოლო 6 თამაშიდან 5-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ.
რონალდ კუმანი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
SofaScore
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, ლანგლე, ბუსკეტსი, დესტი, ალბა, დე იონგი, პუჩი, მესი, დემბელე
სევილია (4-2-3-1): ბონო, ნავასი, კუნდე, კარტოსი, ვიდალი, ხორდანი, გუდელი, სუსო, რაკიტიჩი, ტორესი, დე იონგი
Marca
ბარსელონა: ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, ლანგლე, დესტი, ბუსკეტსი, ალბა, დე იონგი, პედრი, მესი, დემბელე
სევილია: ბონო, ნავასი, კუნდე, კარლოსი, რეკიკი, ფერნანდო, ხორდანი, რაკიტიჩი, სუსო, ენ-ნესირი, ოკამპოსი
Sport
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, ლანგლე, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, დემბელე
სევილია (4-3-3): ბონო, ნავასი, კუნდე, კარლოსი, აკუნია, ფერნანდო, რაკიტიჩი, ხორდანი, სუსო, ოლივერი, ენ-ნესირი
პროგნოზი
- Sportskeeda: 3-0
- Sportsmole: 2-1
- Squawka: 2-1
ტრანსლაცია
თამაში თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს აჭარასპორტ 1 და Adjarasport.tv გთავაზობთ.
კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.
ანუ, თუკი რეალი გუშინ ქულებს დაკარგავდა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდებოდა და 1 მატჩი სატამაშო დარჩებოდა; პოტენციურად 7 ქულა;

ამას მოჰყვებოდა ლიგაზე მატჩები; ძალიან მძიმე და უხერხულ მეტოქესთან და სავარაუდოდ, ლა ლიგაზე ქულებს გაანიავებდნენ;
დროული ცვლილება გააკეთა პერესმა; მოედანზე პაბლო გონსალეს ფუერტესი შეუშვა; რომელმაც ორი ასისტი გაუკეთა ბენზემას
მესამე ასისტიც გაუკეთა, მაგრამ ფრანგმა გაუცუდა მომენტი
"სევილიას" ლა ლიგაში 15 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
ძალიან მეცოდებიან, მაგრამ მოვიდა დრო ამ სერიის შეწყვეტის.
ვიგებთ დღეს დარწმუნებული ვარ რო დავაქამბექებთ
მოკლედ ამ მომენტში მე პირადად ისევ 3-5-2 სქემას მივანიჭებდი უპირატესობას, მართალია მეტი შემტევი გვჭირდება მოედანზე მაგრამ ამ ფორმაციით უკეთესად შეგვიძლია,როგორც წინა მატჩში, მაღალი პრესინგი და მჭიდროთ თამაში რაც მეტოქეს მუდმივ წნეხის ქვეშ აქცევს, ასე დიდი უპირატესობის მოპოვება შეგვიძლია პირველივე წუთებიდან და იმედია პირველივე ტაიმში მივიღებთ ისეთ შედეგს რომ ფინალი გარანტირებული გვქონდეს, გაუმარჯოს ბარსას💪💪🖤
თავდაჯერება შეემატება გუნდს თუ დავაქამბექებთ დღეს.ფსიქოლოგიურად მოძლიერდება გუნდი.ფინალშიც ბილბაო ან ლევანტე დაგვეჯახება და დიდი ალბათობით ფინალს მოვიგებთ თუ გავედით
არცისე რთულადაა საქმე გოლი არუნდა გაუშვან და ანგარიში მეოთხმოცე წუთზეც რო გახსნან მაინც ექნებათ საკმარისი დრო შტურმის მოსაწყობად ისეკი მეოთხმოცე წუთზე მოთავებული უნდა ჰქონდეთ უკვე საქმე
ბართო რო გამოუშვეს, მოტივაცია ხო არ დაეკარგებოდა ნეტავ.
ეგეც შეიძლება მარა გამოძიება ხო მიმდინარეობს და შეაბრუნებენ უკან
მოკლედ ჩვენი ბედი ჩვენ ხელშია, ხომ ვნახეთ, რომ იმ თამაშებში რომლებშიც გუნდი მაღალ ტემპში და პრესინგს თამაშობდა უპირატესობა გვაქვს, ხოდა გადადონ თავი რა. პარიზში გაუშვან ახალგაზრდები და ფრანგები სუყველა, იქნებ შერცხვეთ ფრანგებს და ან ახალგაზრდები დაინდონ ან თავიანთი ზემლიაკები.
შესაძლოა ბოლო გამოცდაც აღმოჩნდეს კუმანისათვის, რაც ძალიან არ მინდა. აქ გამოვარდნა ლა ლიგასთან გამომშვიდობებასაც ნიშნავს დიდი ალბათობით, გასვლით კი უკვე დუბლზე ფიქრიც შეიძლება, ბოლო-ბოლო ისეთ მუხტს მიიღებს გუნდი კაი ხანი გაყვებათ შიდა ჩემპიონატშიც.
დღეს მესიზე იქნება დამოკიდებული ბევრი, უყვარს სევილია და პირადად უნდა დაასწროს მატჩის საწყის წუთებზე გოლის გატანა, სულ აირევიან და შეიძლება მეორეც უცებ მიაყოლონ, მერე უკვე კარგად იყვნენ 😁💙❤️
ბართო რო გამოუშვეს, მოტივაცია ხო არ დაეკარგებოდა ნეტავ.
უნდა დავაქამბექოთ დღეს აუცილებლად. მესიც მოტივირებული იქნება ბართომეუ რო დაიჭირეს.
სევილიაში სულ რაღაც სამი დღის წინ ისე ითამაშეს რომ შანსი არ მისცეს სევილიას, არც პირველ თამაშში იყვნენ უშანსოდ, კაი იქნებოდა ერთი მაინც გაეტანათ იქ მაგრამ რას ვიზამთ?! დღეს უნდა დააქამბექონ უეჭველად, უნდა გამოიყენონ ნოუკამპის ფაქტორი და არ მისცენ დალაქებს ფეხის განძრევის საშუალება! თუნდაც ისევ იგივე ტაქტიკა გამოიყენონ ოღონდ დააქამბექონ და გვაჩვენონ რომ რაღაცის ტ**კი აქვთ! ამოვიდა ყელში ამდენი სირცცვილის ჭამა! იმ გაიძვერას პასუხისმგებლობას დაადგა საშველი და უნდა დაიწყოს აწი აღმავლობა! რამდენად კეთილიც არ უნდა იყოს ლეო დარწმუნებული ვარ მაგ წურბელას საქმეების გასკდომა გაუსწორდა და იმედია აიყოლებს დღეს გუნდსაც! ვისკა ბარსა! 🟥🟦❤️