workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემილი რუსო: კლუბის წევრებს სიმართლის ცოდნის უფლება აქვთ

ემილი რუსო: კლუბის წევრებს სიმართლის ცოდნის უფლება აქვთ

“ბარსელონას” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ემილი რუსო, გუშინ განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, პოლიციამ “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ, “ბარსელონას” მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი, ოსკარ გრაუ და კიდევ 2 პირი დააკავა.

მათ ვიცნობ და ეს, ჩემთვის, ადამიანური კუთხით, სასიამოვნო ამბავი არ არის. მინდა, ოჯახებს მხარდაჭერა გამოვუცხადო. უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დავიცვათ, იმედი მაქვს, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. ეს პროცესი კლუბის იმიჯს აზიანებს.

გასული წლის აპრილში, რუსო, დირექტორთა საბჭოს კიდევ 5 წევრთან ერთად, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

კლუბიდან წასვლა იოლი არ ყოფილა. ჩვენ არ ვეთანხმებოდით იმ მეთოდებს, რომლითაც კლუბის შიდა მართვა ხორციელდებოდა, რაც ხელს უშლიდა, ეთიკისა და გამჭვირვალობის ფარგლებში, კლუბის გამართულ ფუნქციონირებას, რამაც იძულებული გაგვხადა, ასეთი გადაწყვეტილება მიგვეღო.

კლუბის წევრებს აქვთ უფლება, გაიგონ სიმართლე თუ რა მოხდა რეალურად. გვინდა, რომ გამოძიებამ განვითარებულ მოვლენებს მკაფიო პასუხი გასცეს.

– მის სიტყვებს Sport ციტირებს.

რუსოს “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდა, თუმცა ოფიციალურ კანდიდატად რეგისტრაციისთვის, კლუბის წევრთა სათანადო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება ვერ შეძლო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • barcelonafanlasha
    schedule 03 მარ 2021, 12:47
    #12

    ციტატა: El pistolero 9
    გემი რომ იძირება პირველი ვირთხები გარბიან.ამიტომ ესეც ჩვეულებრივი ვირთხაა.იგრძნო საფრთხე და მოტყდა მე ხელები დამიბანიაო


    გეთანხმები ნამდვილად ეგრეა თუმცა არის საზღვარი რომელსაც არ უნდა გადახვიდე ამან კიდევ ეგ მიხვდა და სანამ დრო იყო მოტყდა რაზეც ვერ იტყვი სხვა დანარჩენზე…ერთი კუთხით ვირთხასავით მოიქცა და რომ დავფიქრდეთ და სხვა მხრიდან შევხედოთ ჭკვიანურადაც მოიქცა..ახლა კიდე რთულია იმის გაგება ეს რუსო არი ვირთხა თუ არაა…იმ ოთხთვალამ და მისმა ჯოგმა კიდე დაიმსახურა ის რაც მათ თავს ხდება…

  • El pistolero 9
    schedule 02 მარ 2021, 23:02
    #11

    გემი რომ იძირება პირველი ვირთხები გარბიან.ამიტომ ესეც ჩვეულებრივი ვირთხაა.იგრძნო საფრთხე და მოტყდა მე ხელები დამიბანიაო

  • me da barca
    schedule 02 მარ 2021, 21:42
    #10

    გირაო არ მოთხოვეს?

  • nika 54
    schedule 02 მარ 2021, 19:46
    #9

    კლუბიდან წასვლა იოლი არ ყოფილა. ჩვენ არ ვეთანხმებოდით იმ მეთოდებს, რომლითაც კლუბის შიდა მართვა ხორციელდებოდა, რაც ხელს უშლიდა, ეთიკისა და გამჭვირვალობის ფარგლებში, კლუბის გამართულ ფუნქციონირებას, რამაც იძულებული გაგვხადა, ასეთი გადაწყვეტილება მიგვეღო.
    რას ერჩით ამ კაცს, ყველაფერი სწორად თქვა და სწორადაც მოიქცა თავისი გადადგომით.

  • Bobi
    schedule 02 მარ 2021, 19:31
    #8

    მთავარია ვინც საჭიროა იმან გაიგოს ახლა და პასუხიც აგონ 😁

  • ბასქუ10
    schedule 02 მარ 2021, 19:24
    #7

    ყველაფერი გაირკვევა და ბართომეუს ბოლო მოეღება, რაც მაგან კლუბს დამართა დაჭერის კიარა დახვრეტის ღირსია

  • me da barca
    schedule 02 მარ 2021, 18:33
    #6

    იმდენი სიბინძურე იქნება მანდ, რომ იცოცხლე.

  • Always cule
    schedule 02 მარ 2021, 17:51
    #5

    შენც ძაან კარგად გეცოდინება ყველაფერი

  • M10 S9 D11
    schedule 02 მარ 2021, 17:18
    #4

    ყველამ იცის სიმართლე ნუ ღელავ ბართომეუთი დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული ყველა ნაძირლები ხართ

  • გოგიბერიძე
    schedule 02 მარ 2021, 16:04
    #3

    ციტატა: ousmane dembele 11
    https://www.youtube.com/watch?v=ZmuG5AkrNUE
    20 წამი ნახეთ smile smile


    დემბელე ხუმრიჩი smile