workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა: კლუბში გამარჯვების მენტალიტეტი უნდა დავაბრუნოთ

ჟოან ლაპორტა: კლუბში გამარჯვების მენტალიტეტი უნდა დავაბრუნოთ

“ბარსელონას” ყველაზე რეალურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ჟოან ლაპორტამ მისი სპორტული პროექტის პრეზენტაციის დროს კომენტარი გააკეთა.

კლუბში გამარჯვების მენტალიტეტი უნდა დავაბრუნოთ.

გუნდის წევრებს შორის გვყვავს ბენაიჟესი და ალექსანკო, რომლებსაც “ბარსელონაში” უკვე უმუშავიათ. ასევე გვყავს ვიქტორ ვალდესი და სერჟი, კლუბში ინტეგრირებული ადამიანები, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება და ცოდნა აქვთ.

ფეხბურთი შეიცვალა. მატეუ ალემანისთან სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრეთ… წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ. ყველა საკითხში გარკვეულები უნდა ვიყოთ.

ალემანისთან დაკავშირებით დასრულებული არაფერია, მაგრამ სიმართლეა, რომ პროექტში მასზე იმედებს ვამყარებთ.

ძალიან ძლიერი სკაუტები გვეყოლება.

კუმანმა, როგორც მწვრთნელმა, ფეხბურთელების მოტივაცია უნდა აამაღლოს, როგორც მან ეს “კადისთან” თამაშის შემდეგ გააკეთა. როდესაც პრეზიდენტი გავხდები, იმედია, კვლავ ყველა ჩემპიონატის მონაწილეები ვიქნებით.

უნდა შევეცადოთ, მესიმ კვლავ გაიღიმოს. თუ ეს მიზანი მიიღწევა, ყველაფრში წინსვლას შევძლებთ.

ჩავი, ინიესტა და პუიოლი? ისინი “ბარსასთან” ყოველთვის ასოცირდებიან. არ გვინდა ვინმესთან ვალდებულებები გვქონდეს, ამიტომ მათზე არ ვისაუბრებთ. ამის უფლება მხოლოდ ახალ პრეზიდენტს აქვს. თუმცა, ყველა მათგანთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.

ფონტი? მისი ზოგიერთი კომენტარი ცოტა ჩემს გაკვირვებას იწვევს და ოდნავ მანერვიულებს, მაგრამ მშვიდად ვარ. კლუბი დემოკრატიულად მუშაობს, კლუბი ცოცხალია.

გრიზმანი? მას მოტივაციას შევმატები და თუ აუცილებელია, ამას ფრანგულ ენაზეც გავაკეთებ. მის ასათამაშებლად გამხნევება და თავდაჯრებულობაა საჭირო.

– აცხადებს ლაპორტა.

“ბარსას” საპრეზიდენტო არჩევნები 7 მარტს გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • El pistolero 9
    schedule 26 თებ 2021, 01:06
    #10

    CHEPE,
    მეც მგონია რო დი სტეფანოზე მოჭიმავს ატალანტა რეალს.კაზემიროც გამოაკლდათ.ატალანტაც გასვლაზე უფრო კარგად თამაშობს ვიდრე სახლში

  • Bakero
    schedule 25 თებ 2021, 20:57
    #9

    ლუის ენრიკეს შემდეგ (ისე მაშინ ეეგეც კაი ჩამოსხმა იყო ბარსელონამ გახადა მწვრთნელი) ბართომეუ მავნებელმა თანამიმდევრულად დაიწყო გრანდის გადაქცევა საშუალო კლუბად ჯერ ბილბაო გვაჩუქა მერე მეძროხე შემდეგ რეგვენი მიზანი ალბათ მაინც მესის აბარგება უნდა ყოფილიყო ! მაგისთვის შექმნა ყველა წინაპირობა კიდევ კარგი ბოლომდე არ/ვერ შეასრულა კლუბი ისე დააზარალა ვინც არ უნდა მოვიდეს ძალიან მაგრად გაუჭირდება ფინანსური მდგომარეობიდან დაწყებული მენტალურით დამთავრებული გუნდი სერიოზულ კრიზისშია გუნდის ლიდერები დაბერდნენ ზოგიც უბრალოდ გაუშვეს rage rage rage …..ჩემპიონობა და ტიტულები კი არა ნეტა 11 ძირითადის კაცი გვყავდეს confused

  • Bobi
    schedule 25 თებ 2021, 19:56
    #8

    ოო ეგ საკმაოდ რთული იქნება ჩემი ჟოან, მაგისთვის ჯერ რამდენიმე კაცი უნდა გააგდო თორემ გამარჯვებულის მენტალიტეტს ისე ვერ შემოიტან გუნდში, არადა როგორ მიჭირს ამის წერა, რადგან იმ რამდენიმე კაცში ჩემი კუმირიც ურევია სამწუხაროდ

  • C.PC5
    schedule 25 თებ 2021, 19:17
    #7

    7ში დაესმება ამ წუმპეში ყოფნას წერტილი როცა ლაპორტა ოფიციალურად გახდება პრეზიდენტი.

  • cezo45
    schedule 25 თებ 2021, 17:26
    #6

    მალე მოდი ძიაა ჟოან ჭირდები ბარსას :))

  • nika 54
    schedule 25 თებ 2021, 17:17
    #5

    გრიზმანი? მას მოტივაციას შევმატები და თუ აუცილებელია, ამას ფრანგულ ენაზეც გავაკეთებ.
    მეტი რა ქნას, აგერ ფრანგულიც უსწავლია სპეციალურად გრიზმანისთვის, იცის ლაპორტამ რო გრიზმანს ესპანურად ვერაფერს გააგებინებ და ამიტომ ცდილობს მშობლიურზე მაინც შეაგნებინოს რაღაც.

  • M10 S9 D11
    schedule 25 თებ 2021, 16:59
    #4

    აი ეს გვჭირდება ზუსტაად <3 <3 მალე მოვიდეს 7 მარტი მალეეეე

  • Konrad de la Fuente
    schedule 25 თებ 2021, 16:49
    #3

    🗣"მსაჯმა თამაში გააფუჭა, რადგან ბოლო იმედის ჯარიმა არ ყოფილა და მენდი არა კარის, არამედ საჯარიმო მოედნის კუთხისკენ მიემართებოდა. მსაჯს ფროილერისთვის ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა.

    კარგი იქნებოდა, ატალანტას რეალის წინააღმდეგ თანაბარ პირობებში ეთამაშა. მთავარი არბიტრის გადაწყვეტილება ზიდანმაც კი ვერ დაიჯერა. მისი რეაქცია ხომ არ გამოგრჩათ?! ნახეთ, როგორ გაეცინა?! ატალანტას არ გაუმართლა, მაგრამ მეორე შეხვედრა წინაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს“. – ფაბიო კაპელო.

  • Moriba
    schedule 25 თებ 2021, 16:43
    #2

    მიდი ლაპორტ მიაწექი გეთანხმები ყველაფერში აბაშენიცი უნდა დააბრუნო ძველი დიდება❤❤👏👏

  • BEQA BARCA
    schedule 25 თებ 2021, 16:42
    #1

    მოუთმენლად ვუცდი 7 მარტს და ამ კაცის გამარჯვებას💜❤💜