ვეტერანი ესპანელი ნახევარმცველი სანტი კასორლა, რომელიც ყატარში ჩავი ერნანდესის გუნდში თამაშობს, “ვილიარეალის” ცენტრალურ მცველზე, პაუ ტორესზე საუბრობს.
– ციტირებს სანტი კაორლას სიტყვებს RAC1.
ჩავი ერნანდესი “ბარსელონას” მომდევნო მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია და შესაძლოა 24 წლის უკანახაზელს ის “ბლაუგრანაში” მიწვევის მიზნით აკვირდება.
პაუ ტორესი “ვილიარეალის” სკოლის აღზრდილია. “ყვითელი წყალქვეშა ნავის” პირველ გუნდში ის მე-2 სეზონს ატარებს და სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრია. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ტორესმა ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
პაუ ტორესი ცაციაა და ის მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს. სწორედ ამ პოზიციაზე უჭირს “ბარსელონას” ყველაზე მეტად.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა ესპანეთის ნაკრებში უკვე 7 თამაშის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოასწრო. Transfermarkt მას 50 მილიონ ევროდ აფასებს, გამოსასყიდ თანხად კი ფეხბურთელს 2024 წლამდე მოქმედ კონტრაქტში 65 მილიონი ევრო აქვს მითითებული.
იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონა” პაუ ტორესის შეძენას გადაწყვეტს, კატალონიელებს კონკურენციის “რეალისთვის” გაწევა მოუწევთ.
რაც შეეხება კასორლას – ის პაუ ტორესთან ერთად “ვილიარეალში” 2 წლის განმავლობაში ირიცხებოდა. ამ ფეხბურთელებმა ერთად 31 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
აი ჩვენ რო მოვიყვანოთ, ეგრევე ტრავმიანობა დაეწყება ისე ვართ დათარსულები.
უმტიტი, სლენგლე გადაადუღეთ და ნახევარ ფასს ამოიღებთ.
დაეხიოს კუნდე ამას
კაი ბიჭია ეს მარა კუნდეე კუნდე გვჭირდება
პაუ მეც მომწონს ძალიან, თან ეგ არ იყო ორ თამაშში ორი ავტოგოლი რომ შეაგდო ჩვენთან? 😁 როგორ მოიყვანენ ესაა საქმე ოღონდ
გრიზმანი
კოუტინიო
დემბელე
პიანიჩი
ლენგლე
უმტიტი
ბრაითვეიტი
ალბა ბუსკეცი პიკე სკამზე,კლუბის ლეგენდები არიან და არ უნდა გაუშვან ჯერ❤️
ამათი გაყიდვით შევძლებთ ჰალანდის და პაუს დათრევას🙃წინა სეზონიდან მოყოლებული ვამბობდი ტორესი ძაან მაგარია თქო და წელს ხო საერთოდ უდიდესი პროგრესი განიცადაა,ეს ან კუნდე უნდა დაითრიონ უეჭველი და არაუხოსთან ერთად ძაან სერიოზული დაცვის დუეტი გვეყოლებაა👑
ლენგლე უმტიტი გასაშვებია აი 1000% და არაუხო პიკე გარსია და კიდე ერთი მაგალითად ეს ბიჭი ძალიან კარგია(რეალი უმიზმებს ბევრად საფუძვლიანად მარა მაინც) ძალიან კარგი იქნებოდა.
ეს ოთხეული რო შეეკრა დაცვის ცენტრში
ჩვენს ყველა მცველს ჯობია ამ მომენტში. ეს და არაუხო ერთად გაასწორებს. წინაზე დავწერე პიკე 1 წლით კიდე უნდა დარჩეს თქო და მკითხეს რატომო. იმიტომ რომ მინგესა, არაუხო, გარსია 20 წლის ბიჭები არიან და ერთი გამოცდილი საჭიროა, ძაან აქვს მოკლებული მარა მაინც.