ბარსა მირანდას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ბარსა მირანდას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

კატალონიის “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი, ხუან მირანდა ამჟამად იჯარით “ბეტისში” ასპარეზობს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსა” ახალგაზრდა მცველის თამაშით კმაყოფილია, რის გამოც კლუბი მას კონტრაქტს 2 წლით გაუხანგრძლივებს. ესპანელის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს იწურება.

21 წლის უკანახაზელმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 15 მატჩში თავი 2 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

ხუანი 2019/20 წლების სეზონში გელზენკირხენის “შალკეში” იყო განათხოვრებული.

მომავალში, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლოა, მირანდა ჟორდი ალბას შემცვლელად ვიხილოთ, ამ პოზიციაში კი გუნდს ნამდვილად უჭირს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • nika 54
    24 თებ 2021, 19:15

    რავიცი, ალბაზე უარესი რაღა უნდა იყოს დაცვაში. თავდასხმას არ ვგულისხმობ.

  • El pistolero 9
    24 თებ 2021, 11:54

    Bobi,
    კუკურელია დაცვაში არი დირკა.ხეტაფეშიც და ეიბარშიც 4-4-2 ის მარცხენა ნახ.მცველად თამაშობდა და შეტევაში ძაან აქტიურია.დაცვას რაც შეეხება კაკაბაძეს ყავს ნათრევი საკაიფოდ

  • B.A.r.c.A
    23 თებ 2021, 23:28

    ევროპა მარტომ ირბინა ამ ბიჭმა საკმაოდ კაი ბიჭია მე მაგრად მომწონს ბევრიაქ სასწავლი მარა აქ ხარისხი და ტვინი ჩემი აზრით

  • Albicelecte
    23 თებ 2021, 23:24

    ფირპოზე უარესი არ იქნებოდა კუკურელა და არც ეს ბიჭი ჩემი აზრით

  • Bobi
    23 თებ 2021, 22:50

    კუკერელია როგორ გაუშვეს დღემდე ვერ ვინელებ, იმ ფასად და უფრო ძვირად კი ფირპოა ნაყიდი 😅

  • M10 S9 D11
    23 თებ 2021, 22:20

    რა მირანდა ფირპოზე უარესია ეს

  • me da barca
    23 თებ 2021, 21:46

    ვერა რა, მარცხენა მცველი ვერ გაზარდეს.