workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
0 - 0
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
პიკე ძირითადში? | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი “კადისთან”

პიკე ძირითადში? | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი “კადისთან”

ლა ლიგის 24-ე ტურში “ბარსელონა” “კადისთან” რევანშის აღებას “კამპ ნოუზე” შეეცდება. პირველ წრეში კატალონიელებმა მტკივნეული მარცხი იგემეს.

დღეს კი ჩემპიონთა ლიგაზე მძიმე მატჩის შემდეგ გუნდს რეაბილიტაცია სჭირდება.

Sport-ის ცნობით, ფრანსიშკუ ტრინკაუ და ოსკარ მინგესა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებენ. ქვემოთ სამ სავარაუდო ტაქტიკურ მონახაზს განვიხილავთ, რომელიც, შესაძლოა, რონალდ კუმანმა “კადისთან” გამოიყენოს.

ვარიანტი N1

ცენტრალური დაცვის ხაზში კლემან ლანგლესა და ჟერარ პიკეს დუეტმა აშკარად ვერ გაამართლა. შესაძლოა, ახლა კუმანმა შანსი უმტიტი-მინგესას წყვილს მისცეს.

ჩამშლელ ნახევარმცველად სერხიო ბუსკეტსის ნაცვლად ამ შემთხვევაში ფრენკი დე იონგს ვიხილავთ. შესაბამისად, რიკი პუჩს ძირითადიდან თავის გამოჩენის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნება.

კარგ ფორმაში მყოფმა ფრანსიშკუ ტრინკაუმ კი დიდი შანსია, არასტაბილური უსმან დემბელე ჩაანაცვლოს.

ვარიანტი N2

ფურცელზე “ბარსას” საუკეთესო შემადგენლობა სწორედ ამგვარია. რონალდ კუმანმა, შესაძლოა, პსჟ-სთან შეხვედრის ზუსტად იდენტური შემადგენლობა გამოიყენოს.

ვარიანტი N3

პიკეს ძირითად შემადგენლობაში დაყენების მიუხედავად, შეიძლება, მინგესა ძირითად თერთმეტეულში მაინც ვიხილოთ. ამ შემთხვევაში, ოსკარი მარჯვენა მცველად გადაიწევს.

მირალემ პიანიჩი მწირი სათამაშო დროის გამო სერხიო ბუსკეტსს ჩაანაცვლებს.

მარტინ ბრეითუეიტს კი მარცხენა ფლანგი ჩაბარდება. ის ანტუან გრიზმანს შეცვლის, რომელსაც დასვენება სჭირდება.

შეხვედრა თბილისის დროით 17:00-ზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge შემოგთავაზებთ.

 

 

 

 

 

 

 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (24)

  • ANSU FATI 10
    schedule 21 თებ 2021, 12:23
    #24

    ალვეშსაც ათრევდა და მასკესაც ზემოდან თუ გინდა,ეგ ცხენი ყველას ათრევს თავისნაირი მოჭენავე კაცი თუ არ დაუყენე შეიყოფს მთელი თამაში,აი პროსტა არაუხო რო ყოფილიყო თუნფაც პიკეს რაები ჩაუტარა ეგრე ვერ იჭენავებდა.დესტი ნორმალურად ედგა თავიდან მაგრამ მერე პოზიციურად ისეთები მიწარა მაინც გაბერა ბოლოს.ბოლოს მბაპე გააღმერთეს ახალი ერაო და სლეობები ბარსას დაცვას ლევანტე და ოსასუნაც ათრევენ სადაც სათრევი იყო მოკუკა შარშან ფინალში.

    ციტატა: El Guaje
    ბაიერნმა სემედუ ათრია , პსჟემ დესტი :დ აქ ხალხს რომ კითხო რობერტო არ ევასებათ არადა რამხელა ძალა არის კიდევ გამოჩნდა. იტოგში დარხეული გვაქვს რა.

  • ana anukii
    schedule 21 თებ 2021, 10:32
    #23

    კარგი შანსი გაჩნდა იმის რომ ლალიგა მოვიგოთ … ეს შანსი უნდა გამოიყენონ… ამ თამაშს თუ მოვიგებთ ატლესთან 6 ქულაა სხვაობა… რეალი ბევრ ქულას დაკარგავს სულ ასე არ გაუმართლებს… მთავარია ამათ გამოიყენონ

  • Messi messi
    schedule 21 თებ 2021, 09:23
    #22

    4213 am wyobit fati halandi dembele amat uka messi naxevardacva pedri deiongi arauxo dziritadis naxevarmcvelia albas shemcblelad grimaldo erti centraluri mcveli kide an ravi umtiti gamoswordes iqneb marjvniv dests rav vnaxot kidev ras izams tuarada vxedavtvroberto ra sajiro kacicaaa karebshi desti gausvat grizmani firpo lengle grizmani 50firpo 20lengle30 davitriot halandi am fasad da grimaldoc gvinda uejveli arada yvelaze metad centraluri mcveli gvinda mara egeni mcvelis momyvani ararian da kide umtitis imedi maq

  • Messiah
    schedule 21 თებ 2021, 04:37
    #21

    ციტატა: El Guaje
    ბაიერნმა სემედუ ათრია , პსჟემ დესტი :დ აქ ხალხს რომ კითხო რობერტო არ ევასებათ არადა რამხელა ძალა არის კიდევ გამოჩნდა. იტოგში დარხეული გვაქვს რა.


    თავიდან უყურე პსჟს მატჩშ თუ ფიქრობ რო დესტი ათრიეს :დ