ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, დანიელ ალვესმა, უარყო ის ფაქტი, რომ იგი ურჩევდა ნეიმარს მადრიდის “რეალში” გადასვლას. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.
გავლენიანი ესპანური გამოცემის, “მარკას” თანახმად, დანი ალვესი ესაუბრებოდა ნეიმარს მის მომავალზე. გამოცემის თქმით, “ლურჯ–ბროწეულისფერების” ერთ–ერთმა ლიდერმა ნეიმარს ჰკითხა, მოსწონდა თუ არა პეპ გვარდიოლას ფორმაციის გუნდი, რაზეც ნეიმარმა უპასუხა, რომ არაფერი იცოდა “ბარსელონას” შესახებ და ამიტომ “რეალში” გადასვლას გეგმავდა.
თავად დანი ალვესმა ეს ინფორმაცია უარყო და მას ტყუილი უწოდა საკუთარ “Twitter”-ზე: “ეს ტყუილია! მე არ მისაუბრია ნეიმართან მის მომავალზე”. განაცხადა ბრაზილიელმა.
“მე ჩემი მეგობრებისთვის ყოველთვის კარგი მინდა და თუ ნეიმარი ოდესმე მოინდომებს ჩემთან თავის მომავალზე საუბარს, სსიამოვნებით მოვუსმენ”. დაასრულა დანი ალვესმა.


