“ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს, იარი ლიტმანენს დღეს 50 წელი შეუსრულდა.
კატალონიურმა კლუბმა ფინელი შემტევის იუბილის აღსანიშნავად “დღის გოლის” რუბრიკის დღევანდელი ეპიზოდი “რეალ სოსიედადის” კარში მის შედეგიან დარტყმას მიუძღვნა.
G⚽️AL OF THE DAY
🥳 Litmanen 🎂 pic.twitter.com/lWcQMsIRdQ— FC Barcelona (@FCBarcelona) February 20, 2021
ლიტმანენს კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ამსტერდამის “აიაქსში” აქვს გატარებული, “ბარსას” ღირსებას კი ის 1999-2001 წლებში იცავდა. კლუბში ჩატარებულ ერთ სეზონში (ის “ბარსელონაში” მეორე სეზონის პირველ ნახევარშიც ირიცხებოდა, თუმცა არ უთამაშია) იარიმ მონაწილეობა 32 შეხვედრაში მიიღო და თავი 4 გოლით გამოიჩინა.
ფინელი იყო თუ არ ვცდები.
ისე რა გოლია, ალბათ მესის კვალობაზე.