ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 20 თებერვალი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 20 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 თებერვალს მოხდა.

თამაშები

20 თებერვალს “ბარსელონას” 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.

1938 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ამერიკული ფეხბურთის გუნდის (Barcelona Dragons) ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელი (1991-2003) ჯეკ ბიკნელი.

1944 წელი

“ატლეტიკოსთან” ბარსელონაში გამართულ შეხვედრაში სესარ როდრიგესმა ლა ლიგაში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა, მაგრამ მისი გუნდი 4-5 დამარცხდა.

1971 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი იარი ლიტმანენი. 1999-2001 წლებში მან “ბარსელონას” მაისურით 32 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

1972 წელი

“ატლეტიკოსთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში (1-1) “ბარსელონამ” ლა ლიგაში 1500-ე გოლი გაუშვა. ეს გოლი ხავიერ ირურეტას ანგარიშზეა.

2008 წელი

“სელტიკთან” სტუმრად 3-2 მოგება “ბარსელონასთვის” ჩემპიონთა ლიგაზე რიგით მე-100 გამარჯვება გამოდგა. ამ მატჩში ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი დუბლი შეასრულა.

2011 წელი

“ბილბაოსთან” “კამპ ნოუზე” ანგარიშით 2-1 მოგებული მატჩი პეპ გვარდიოლასთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ლა ლიგაში მე-100 თამაში გამოდგა.

2013 წელი

“მილანთან” 0-2 წაგება დანი ალვესისთვის ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” მაისურით ჩატარებული 50-ე თამაში გამოდგა. ამ მატჩში “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხორდი როურას დებიუტი შედგა.

2015 წელი

“ბარსელონას” საწვრთნელ ბაზაზე ტიტო ვილანოვას სახელობის მოედანი გაიხსნა.

2020 წელი

“ბარსელონამ” მარტინ ბრეითუეიტი შეიძინა.

2022 წელი

“ვალენსიასთან” სტუმრად ანგარიშით 4-1 მოგებულ შეხვედრაში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ჰეთ თრიქი შეასრულა. ეს “ბარსელონას” მაისურით მისი პირველი გოლები იყო.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • me da barca
    20 თებ 2021, 22:44

    2020, 20 თებერვალს მოიყვანეს ფეხბურთის მხეცი და ჯადოქარი. 😉
    რა მაგარი ნომრები დაუთრევია 3 ჯერ 20.

  • Albicelecte
    20 თებ 2021, 17:33

    2020 წელი 20.02
    დეიწვა ის დღე არა scream smiley tired_face

  • ROUCH
    20 თებ 2021, 14:15

    ბრაიტას ტრანსფერი დაგეწერათ მარტო დანარჩენი უმნიშვნელოა

  • nika 54
    20 თებ 2021, 12:55

    "ბარსელონამ" მარტინ ბრეითუეიტი შეიძინა"…..
    რამდენი ვათვალიერე და აგერ ძმაო, უდიდესი გენიოსი დაგვიმატებია ამ დღეს. მე რომ მკითხო ეს თარიღი ბარსელონას რუკაზე წითლად უნდა შემოხაზონ და ყოველ წელს აღნიშნონ ხოლმე. bowtie

  • BEQA BARCA
    20 თებ 2021, 11:48

    ყველაზე მაგარი რამ 2020 წელს გაკეთებულა ამ დღეს😁😁