კატალონიის “ბარსელონას” 31 წლის მაესტრო “ბარსაში” თავს ისე ბედნიერად გრძნობს, როგორც არასდროს: “მე მიყვარს ჩემი როლი, რომელიც გუნდში მაკისრია. მე ძალიან მნიშვნელოვნად ვგრძნობ თავს და მე ახლა ისე ვარ მოტივირებული, როგორც არასდროს.” ჩავი ერნანდესმა ასევე კომენტარები ტიაგო ალკანტარაზე და ბოიან კრკიჩზეც გააკეთა…
იბიცაზე მყოფი ჩავი ერნანდესი ასეთ კომენტარს აკეთებს: “მე ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. მე მაქვს ფანტასტიკური როლი გუნდში და მე ახლა ისე ვარ მოტივირებული როგორც არასდროს. ახლა მე მსურს, რომ ჩემი საუკეთესო შესაძლებლობების წარმოჩენა განვაგრძო.”
შესაძლო ტრანსფერებთან დაკავშირებით ჩავი აცხადებს: “მე დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა მოვიდეს გუნდში, ადაპტაციას ყველა მალე გაივლის, რადგანაც გასახდელში ატმოსფერო უბრალოდ ფანტასტიკურია. კონკურენცია ყოველთვის კარგია, რადგანაც ის შენ უფრო კონკურენტუნარიანს გხდის. აშკარაა ის ფაქტი, რომ ჩვენ გაძლიერება გვჭირდება, რადგანაც სხვები ძლიერდებიან და ჩვენთვის გამარჯვება უფრო და უფრო რთული ხდება.”
ტიაგოს საკითხით 31 წლის ნახევარმცველი ძალიან კმაყოფილია: “ეს დიდებული სიახლეა. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას უამრავი ტალანტი აქვს. ტიაგო არის განსხვავებული ფეხბურთელი, რომელსაც აქვს უნარი იმისა, რომ გააკეთოს წარმოუდგენელი რამეები.”
კატალონიის “ბარსელონას” მაესტრომ აღნიშნა ისიც, რომ არ არის კარგი, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელს სხვა ფეხბურთელებს ადარებენ: “მე ბევრი გადავიტანე მაშინ, როდესაც პირველ გუნდში გადმოსვლისას პეპს მადარებდნენ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ტიაგო გუნდის სხვა წევრს არ შევადაროთ, რადგანაც ეს დამატებით ზეწოლას წარმოქმნის. მან ამ ყველა შედარებას იგნორი უნდა გაუკეთოს და ნელ–ნელა მოახდინოს საკუთარი თავის დემონსტრაცია.”
ჩავი ერნანდესი ასევე საქებარ სიტყვებს არ იშურებს მისი ახალგაზრდა თანაგუნდელის, ბოაინ კრკიჩის მიმართ, რომლის “რომაში” წასვლაც უკვე თითქმის გარდაუვალია: “მე ბოიანს ძალიან ვაფასებ. ის კარგი მეგობარი, კარგი თანაგუნდელი და საბოლოო ჯამში, ფანტასტიკური ადამიანია. თუ იგი საბოლოოდ დაგვტოვებს, ეს უბრალოდ სირცხვილი იქნება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, მას ყველგან კარგად წაუვა საქმეები.”



