workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიეგო ფორლანი: ბოლოს ლუის სუარესი “ბარსელონაში” შეიძულეს

დიეგო ფორლანი: ბოლოს ლუის სუარესი “ბარსელონაში” შეიძულეს

მადრიდის “ატლეტიკოს” ურუგვაელმა ლეგენდამ დიეგო ფორლანმა მისი თანამემამულის, ლუის სუარესის მიერ “ბარსელონაში” ჩატარებული ბოლო სეზონი შეაფასა.

“ბლაუგრანამ” სუარესი გასულ ზაფხულში “ატლეტიკოს” დაუთმო, სადაც იგი, ამჟამად, ბრწყინვალედ თამაშობს. ურუგვაელი თავდამსხმელის ტრანსფერის დროს შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ კატალონიელებმა კლუბის ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირი გუნდიდან გააგდეს.

სუარესის “ბარსელონური” კარიერის ბოლო დღეებში, კლუბში სჭირდებოდათ ისეთი ადამიანი, რომელიც გულშემატკივრების მხრიდან კრიტიკისა და სიძულვილის ობიექტი გახდებოდა. ლუისი შესანიშნავი სამიზნე აღმოჩნდა, რადგან ის ხშირად კამათობს და თავდაუზოგავად იბრძვის. ბევრ ადამიანს, მათ შორის ფანებსა და ჟურნალისტებს სუარესი არ მოსწონთ, თუმცა მან გასულ სეზონში უამრავი გოლი გაიტანა.

რა თქმა უნდა, როდესაც სუარესი კარიერის პიკში იყო, იგი სეზონში 30-ზე მეტ გოლს იტანდა. ხალხი ასეთ შედეგს თითოეულ სეზონში ელოდა. ის თავის საქმეს აკეთებდა და ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაშობდა. როდესაც “ბარსა” ტიტულებს ვეღარ იგებდა, ეს ვიღაცას უნდა დაბრალებოდა. მესი ეს ადამიანი არ იყო.

სუარესის წარმატება არ მაკვირვებს, რადგან მან “ბარსელონაში” გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა. მისი “ბლაუგრანადან” წასვლა საფეხბურთო საკითხთან არაფერ შუაში არაა. ამაზე გავლენა გარედან უამრავმა რაღაცამ იქონია. ვწუხვარ.

ლუისს თავის გამოჩენა ყველგან შეუძლია. ეს “ატლეტიკოს” მაგალითზე კარგად ჩანს. მისი თამაშით მოხარული ვარ. კარგია, რომ მას ამდენი გოლი გააქვს.

– ფორლანის ამ სიტყვებს AS ციტირებს.

სუარესის აქტივში ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 19 მატჩი, 16 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • nika 54
    schedule 20 თებ 2021, 16:20
    #23

    ვიცით, ვიცით. მაგრამ რა ვქნათ ბართოს გეგმა იყო ეგ და ჩვენთვის არავის უკითხავს.

  • Joakim Brodén
    schedule 18 თებ 2021, 11:35
    #22

    ციტატა: C.PC5

    ციტატა: Joakim Brodén

    ციტატა: C.PC5
    მოდი მაინც ვთქვათ რომ სუამ გააკეთა თავისი გასაკეთებელი და უნდა წასულიყო, ასეთ ბარსაში კიდე უფრო გაუფუჭდებოდა სახელი, მომნტს ვერავინ შეუქმნიდა მესის გარდა და ისე ჰაერზე ვერც გაიტანდა ეგ კაცი. სუარესი არავის შეუძულებია ისე მემგონი🙄 გამაღიზიანებელი ტრანფერი იყო თორე სხვა არაფერი.


    ვინმე სუარესის დონესთან ონდავ მაინც მიახლოებული ფორვარდი რო გვყოლოდა გუნდში კიდე ხო, შეიძლებოდა დაფიქრება მაგრამ, ამ ვითარებაში ყველაზე დიდი სისულელე იყო მაგის გაშვება. მომენტებს რაც შეეხება, სუარესის თამაში თუ გაქვს ნანახი ჰაერიდან კიარა ისეთი გოლები აქვს შეყრილი სხვა ნებისმიერ ფორვარდს ალბათ კარისკენ დარტყმაც რო არ მოაფიქრდებოდა მსგავს სიტუაციაში


    ნაყურრბი თუ მაქვს?😂😂😂😂
    კარში დარტყმა რა შუაშია საერთოდ?! სუარესი საჯარიმოში უნდა იდგეს და შეუქმნან მომენტები, მომენტის შემქმნელი კიდე რამდენი ხანია აღარავინაა მესის გარდა. თორემ სუარესის გოლი მალიორკასთან ან თუნდაც პესეჟესთან, ან თუნდაც ცენტრიდან გასროლა ლივერში ბევრის კარიერას მირჩევნია❤️


    არაა იმ ტიპის ფორვარდი სუარესი რო იდგეს საჯარიმოში და მომენტს ელოდოს, ეგეთი ფორვარდი სუარესი კიარა კაი ხანია საერთოდ აღარაა თანამედროვე ფეხბურთში. მესის გარდა რო მომენტის შემქმნელი არაა გუნდში არც მაგას შეუქმნია არასდროს პრობლემა სუარესისთვის გოლების გატანაში და რა შუაშია მესის ფაქტორი მართლა ვერ ვხვდები. ცალსახაა რო დღეს ბარსელონას მთელი შეტევა რო შეკრიბო ბებერი სუარესის ფასი მაინც არაა, იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ კაცი მზად იყო, სკამზე დამჯდარიყო

  • cezo45
    schedule 18 თებ 2021, 02:58
    #21

    მართალია ბევრი გულშემატკივარი წერდა რომ გასაშვები იყო მძორია ვერ დარბის ვერ გააქვს და ასე შემდეგ ყველა სეზონში 50 გოლს ითხოვდნენ მარა სუარესი მინიმუმ 2 სეზონს კიდევ ასეთ დონეზე ითამაშებდა ბარსაშიც, მარა ბართომეუმ ადგა ამ ქლიავმააა და უფასოდ გაუშვა ესეც და რაკიტიჩიც საიდანაც მინიმუმ 150 მილიონის აღება შეიძლებოდა 130 ის მაინც.. ახლა ლაპორტა მოვა და იმედია დორტმუნდიდან ჰაალენდს მოიყვანს. დღეს კიდევ დუბლი და საგოლე პასი გააკეთა სევილიასთან ასერომ ესპანურ ფეხბურთთან შეგუება არ გაუჭირდება…