გულშემატკივრები არავის დაუბარებია სტადიონზე თუმცა ტრიბუნებს ხალხი არ აკლდა, როგორც ჩანს კატალონიური პუბლიკა სულმოუთმენლად ელოდა ვილიას ხილვას “ბარსელონას” ფორმით.
“ბარსელონასა” და “ვალენსიას” შორის მოლაპარაკებები ოთხშაბათს დასრულდა. შეთანხმებას ხელი მოეწერა კატალონიის დედაქალაქში. “ვალენსიას” პრეზიდენტი მანუელ ლიორიენტე ჩასული იყო ბარსელონაში, რათა ენახა ესპანეთის თავის ფინალი, რომელიც “კამპ ნოუზე” გაიმართა ამავდროულად მან ხელი მოაწერა დავიდ ვილიას “ბარსელონაში” ტრანსფერს. კატალონიური მხარე დაინტერესებული იყო ტრანსფერის პირობების უმოკლეს დროში შეთანხმებით, რადგან მათ სურდათ, რომ ყველეფრი მუნდიალის დაწყებამდე მოესწროთ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მომხადარიყო ფეხბურთელზე ფასის გაზრდა, ასევე ჟოან ლაპორტას, რომელიც უკანასკნელ დღეებს ატარებს “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტზე, სურდა ტრანსფერის მალე დასრულება, რათა დაესწრო სანდრო როსელისათვის და საკუთარ აქტივში მიეთავალა ვილიას ტრანსფერი.თვის მხირივ დავიდსაც სურდა, რომ ყველეფრი მალე დასრულებულიყო და მშვიდად შეხვედროდა მომავალ მუნდიალს. ასე რომ ყველფერი მალე დასრულდა და დავიდი კატალონიელთა რიგებში გადმოვიდა.
ლაპორტას არ დასჭირვებია დიდი ფიქრი მომავალი ტრანსფერებისათვის, საკმარისია შეხვიდეთ უახლოეს სავაჭრო ცენტრში, რომელიც “კამპ ნოუსთან” მდებარეობს და მიხვდებით ვინ სურს კატალონიურ პუბლიკას.

გასულ სეზონში დავიდ ვილია ახლოს იყო “ბარსაში” გადმობარგებასთან თუმცა მაშინ კლუბის მესვეურები ტრანსფერის თანხაზე ვერ შეთანხმდნენ და საბოლოოდ ყველეფრი ჩაიშალა. იმ წელს კატალონიელებმა თითქმის ორჯერ უფრო ძვირად შეიძინეს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ზლატანს შესწირეს ეტო’ო. თუმცა რბილად, რომ ვთქვათ ზლატანმა მასზე ჩამოსული ფოსნები ვერ გაამართლა, უკანასკენ ხალბეში აქტიურად ვრცელდება ხმები მისი შესაძლო გაყიდვის შესახებ, თუმცა ჩიკი ბეგირისტიანმა ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ იბრაჰიმოვიჩი და ბოიან კრკიჩი რჩებიან “ბარსელონაში” ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ჩიკიმ განაცხადა, რომ მასში ხედავს მომავალ “9–იანს”. ასე რომ მომავალი სეზონიდან სავარაუდოდ ვილია მარცხნიდან შეუტევს და დაიკავებს ტიერი ანრის ადგილს, ხოლო შეტევის ცენტრში კვლავ შვედი ფორვარდი მოგვევლინება.
“ვალენსიას” ვილიას სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო სურდა, ხოლო კატალონიელები მხოლოდ 34,2 მილიონის გადახდას თანხმდებოდნენ საბოლოოდ კი 40 მილიონმა ევრომ შეადგინა სატრანსფერო თანხა. ეს გახლავთ ზუსტად იმდენი რამდენსაც შარშან იხდიდა “ბარსა” ფეხბურთელში. ხუთშაბათს 18:00 საათზე დავიდი ჩავიდა ბარსელონაში, გაემართა სასტუმროსკენ, შემდეგ კი პირდაპირ “ბარსელონას” ოფისში მივიდა,სადაც მას 10-მდე ჟურნალისტი და ასობით გულშემატკივარი ელოდა. ვილიამ ტრადიცია არ დაარღვია და სამახსოვრო სურათი გადაიღო ოფისის შესასვლელთან. ამის შემდეგ დაარიგა ავტოგრაფები და უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს.
მეორე დღს დილის 07:30–ზე ვილია გაემართა ჰოსპიტალში სადაც გაიარა სამედიცინო შმოწმება, შემდეგ გაემართა “კამპ ნოუზე” სადაც უშუალოდ “ბარსელონას” ექიმება გასინჯეს იგი, როგორ მოსალოდნელი იყო ვილია სრუილად ჯანმრთელი აღმოჩნდა. 12:30–ზე ვილამ და ლაპორტამ მოაწერეს ხელი 4 წლიან კონტრაქტს. ამის შემდეგ კი გაემართნენ “პარიზის” ზალისკენ სადაც ვილას პრესკონფერენცია მოეწყო. ვილიას პრეზენტაცია მიდინარეობდა პირდაპირი ეთერით.
ტრანსლაციისთვის თვალყურის დევნება ასევე შეიძლებოდა ერთი სართულით დაბლა მდებარე “ბარსელონას” მაღაზიაშიც.

“ბარსას” მაღაზიაში უკვე მოასწრეს დავიდ ვილიას მაისურების გაყიდვა, თუმცა ვილიას ასეთ მაისურში ვერასდროს ვიხილავთ, რადგან მან უკვე ჩაიცვა “ბარსელონას” ახალი ფორმა.
“ჩემთვის დიდი პატივია ასეთ გუნდში თამაში…მაპატიეთ მე ცოტა ვნერვიულობ, რადგან საბოლოოდ ახდა ჩემი ოცნება და ვთამაშობ კატალონიის “ბარსელონაში”. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ კი როდესმე დავტოვებდი “ვალენსიას” აუცილებლად კარიერას გავაგრძელებდი “ბარსაში”, იმედი მაქვს გავახარებ აქაურ პუბლიკას, მე ამაში დარწმუნებული ვარ”–განაცხადა “ბარსელონას” ახალწვეულმა.
13:30–ზე გახსნილი იყო “კამპ ნოუს” კარები და გულშეატკივარმაც უმალ შეავსო ტრიბუნები, თუმცა ოფიციალურად არავის მიუწვევია კულესები პრეზენტაციაზე 46 ათასმა ადამიანმა მაინც მიაკითხა სტადიონს, მიზეზი ამისა კი გახლდათ ის, რომ “ბარსას” ოფიციალურ საიტზე ეწერა, რომ ვილიას პრეზენტაციის დროს ღია იქნებოდა სტადიონის კარები. მოსულთა მესამედს შეადგენდნე გოგონები, ასევე მრავლად იყვნენ სკოლის მოსწავლეები, ფაქტია, რომ არ შეფერხებულა არცერთი სამუშაო, თუმცა უამრავმა მოსწავლემ გააცდინა სკოლა და ფაქტობრივად ჩაშალა საგაკვეთილო პროცესი, ანუ ჩვენებურად, რომ ვთქვათ “შატალოზე” წავიდნენ ბავშვები და ამ ყველეფერში დავიდ ვილიაა “დამნაშავე”.


“კამპ ნოუზე” განწყობა მართლაც, რომ სადღესასწაულო იყო, ხალხი მოუთმენლად ელოდა დავიდის “ბარსელონას” მაისურით ხილვას. სულ მალე “ბარსას” ჰიმნის ფონზე გამოჩნდა ვილიაც მას ხალხი ოვაციებით შეეგება. ვილა ბურთს გაეთამაშა და რამდეინმე ფოტო გადაიღო, ხოლო შემდეგ იქ შეკრებილ გულშემატკივრებს განუცხდა, რომ მისთვის დიდი პატივია ასეთ გუნდში თამაში და რომ ძალიან გახარებულია ასეთი დახვედრით.

საბოლოოდ ვილამ სულ რადენიმე წუთი დაჰყო მოედანზე, თუმცა ამ რამდენიმე წუთის გამო 46 ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი მის სანახავად. ერთი შეხედვით ყველა პირობაა იმისათთვის, რომ წარმატებული მომავლის იმედი გქვონდეს, თუმცა ამას მომავალი სეზონი დაგვანახებს.



წყარო:www.sports.ru