ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 16 თებერვალი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 16 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 16 თებერვალს მოხდა.

თამაშები

16 თებერვალს “ბარსელონას” 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 11 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1920 წელი

კატალონიის ჩემპიონატის საშინაო მატჩში “ბარსელონამ” “კატალა” 12-0 გაანადგურა. მასპინძელთაგან 6 გოლი ვიდერკერმა გაიტანა, გამპერმა თავი 2-ჯერ გამოიჩინა, ხოლო სეინბერგმა და ალბენისმა – თითოჯერ. 2-ჯერ კი “კატალას” ფეხბურთელებმა ბურთი თავიანთ კარში ჩაჭრეს.

1907 წელი

დაიბადა კატალონიელი პოეტი, ჟურნალისტი, ფემინისტი და სპორტსმენი ანა მარია მარტინეს საგი. 1934 წელს ის “ბარსელონას” დირექტორი გახდა. ის არის ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც დირექტორის პოსტი დაიკავა. მისი მიზანი ქალთა სპორტის განვითარება იყო, მაგრამ ამ მიზნის მიუღწევლობის გამო, ერთი წლის შემდეგ, თანამდებობა დატოვა.

1998 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი კარლეს პერესი. 2019-2020 წლებში “ბლაუგრანას” პირველ გუნდში მან 13 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

2013 წელი

“გრანადასთან” სტუმრად ანგარიშით 2-1 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესიმ ლა ლიგაში თავისი მე-300 და 301-ე გოლები გაიტანა.

2019 წელი

“კამპ ნოუზე” “ვალიადოლიდთან” 2-0 მოგება ჟერარ პიკესთვის “ბარსელონას” მაისურით ლა ლიგაში ჩატარებული მე-300 თამაში გამოდგა.

2020 წელი

ალექსია პუტელიასმა “ბარსელონას” ქალთა გუნდის მაისურით მე-300 თამაში ჩაატარა. “ბლაუგრანამ” “უელვასთან” გამართული ის თამაში 7-0 მოიგო.

2020 წელი

“ბარსელონას” ახალგაზრდულმა საკალათბურთო გუნდმარეალ მადრიდი” 67-65 დაამარცხა და ენდესას მცირე თასს დაეუფლა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (1)

  • me da barca
    16 თებ 2021, 21:24

    მინდა დაემატოს 2021 წლის 16 თებერვალს გაძუკნეს პსჟ. (ესპანეთი 3 საათით უკანაა და 16 თებერვალს ჩატარდება.)