ხვალ, ესპანეთის თასის პირველი 1/2-ფინალური დაპირისპირება შედგება.
“სანჩეს პისხუანზე” “სევილია” “ბარსელონას” უმასპინძლებს. განახლებული ფორმატის თანახმად, კოპა დელ რეიზე ნახევარფინალური ეტაპიდან ორმატჩიანი დაპირისპირებები იწყება.
სათამაშო ფორმა
“ბილბაოსთან” წაგებული ფინალი დავიწყებულია. გუნდი თამაშების მოგებას ახერხებს და ლა ლიგაში მე-2 პოზიციის დაკავება და “ატლეტიკოსთან” სხვაობის შემცირებაც შეძლო. მართალია, თამაშის ხარისხი, განსაკუთრებით, დაცვაში, არ არის ისეთი, როგორსაც “ბარსას” გულშემატკივარი ისურვებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ფეხბურთელებმა ბრძოლისუნარიანობა და გამარჯვების ჟინი გამოავლინეს. “გრანადასთან” და “ბეტისთან” გამარჯვების დრამატულ სტილში მოპოვებამ გუნდის მორალურ მდგომარეობაზე საგრძნობლად იმოქმედა. იმედი ვიქონიოთ, რომ დადებითი დინამიკა ხვალინდელ თამაშზეც აისახება და “პარი სენ-ჟერმენთან” დაპირისპირებას საუკეთესო განწყობით შევხვდებით.
კუმანის მთავარ საფიქრალს დაცვა წარმოადგენს. ისედაც არასახარბიელო მდგომარეობას, რონალდ არაუხოს ტრავმაც დაემატა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის ნდობაც დაცვაში შეიძლება, ჟორდი ალბაა. ცენტრში ნიდერლანდელს ასეთი არჩევანი აქვს: ფრენკი დე იონგი, რომელიც იდეაში ნახევარმცველია და მისი უკან დახევა, ავტომატურად, შეტევითი პოტენციალის შესუსტებას ნიშნავს, კლემან ლანგლე, რომელსაც “ბარსელონაში” არაფერი ესაქმება, სამუელ უმტიტი, რომელიც ძველი “დიდი სემის” აჩრდილიღაა დარჩენილი და ოსკარ მინგესა, რომელიც ძალიან ნიჭიერია, თუმცა, ამავდროულად, გამოუცდელი და ასეთი დონის თამაშებისთვის, ჯერ მზად არ არის.
საინტერესოა, ვისზე შეაჩერებს არჩევანს სამწვრთნელო შტაბი.
მეტოქე
კატალონიელებთან დაპირისპირებას “სევილია” შესანიშნავ ფორმაში ხვდება. ხულენ ლოპეტეგის გუნდმა 13 იანვარს, “ატლეტიკოსთან” წაგებული თამაშის შემდეგ, 7-დან 7 მატჩი მოიგო, თანაც ისე, რომ ამ პერიოდში 15 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა.
“სევილიამ” ლა ლიგის მიმდინარე გათამაშება მძიმედ დაიწყო. 7 ტურის შემდეგ, გუნდის აქტივში სულ რაღაც 7 ქულა იყო, თუმცა ნოემბრიდან მოყოლებული, ანდალუსიელებმა თამაშების მოგება დაიწყეს და ხვალინდელ დაპირისპირებას ლა ლიგის ცხრილში მე-4 პოზიციაზე ხვდებიან, ამასთან, “რეალთან” და “ბარსასთან” ჩამორჩენა 1 ქულას შეადგენს.
მწვრთნელები მატჩის წინ
ხულენ ლოპეტეგი:
“ბარსელონა” კარგ ფორმაშია. მესისთან ერთად, გუნდში რამდენიმე ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა. ვფიქრობ, კარგი მატჩი გამოვა.
“ბარსელონას” მწვრთნელის ხელი ყველა ასპექტში ეტყობა. შორიდან ჩანს, რომ კუმანი წარმატებით მუშაობს.
დანაკლისი
სევილიელებს ოსკარ როდრიგესი, ხესუს ნავასი და ორი არგენტინელი ლეგიონერი, მარკოს აკუნია და ლუკას ოკამპოსი, არ ეყოლებათ. რაც შეეხება “ბარსას”, გუნდს ტრავმის გამო ფილიპე კოუტინიო, ანსუ ფატი, ჟერარ პიკე, სერჟი რობერტო და რონალდ არაუხო არ ეყოლება.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ. “სევილიაზე” მეტჯერ “ბლაუგრანა” მხოლოდ “რეალს”, “ატლეტიკოს”, “ბილბაოს”, “ვალენსიასა” და “ესპანიოლს” შეხვედრია.
სულ ჩატარებული 191 დაპირისპირებიდან 109 კატალონიელებმა მოიგეს, 44 ანდალუსიელებმა, ხოლო 38 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 399-238, რა თქმა უნდა, “ბარსას” სასარგებლოდ.
ესპანეთის თასზე გამართული 28 მატჩიდან “ბარსამ” 19 მოიგო, “სევილიამ” 6, ხოლო სამმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
თასზე ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ნამდვილად გამორჩეული იყო. ანდალუსიაში გამართული პირველი მატჩი მასპინძლებმა 2-0 მოიგეს და განმეორებითი თამაშის წინ “ბარსა” რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში ფილიპე კოუტინიომ ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა. 27-ე წუთზე მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მაგრამ ევერ ბანეგას იასპერ სილესენმა აჯობა, რომელმაც თავისი გუნდი დიდი პრობლემებისგან იხსნა. საბოლოოდ “ბარსამ” ჯერ 4-0 დაწინაურება, შემდეგ კი 6-1 მოგება მოახერხა და 1/2 ფინალში გავიდა.
ორრაუნდიან დაპირისპირებაში ამ გუნდებმა მონაწილეობა 16-ჯერ მიიღეს. მეტოქის ძლევა “ბლაუგრანამ” 12-ჯერ მოახერხა, ხოლო 4-ჯერ თავად დამარცხდა. “სევილიამ” “ბარსას” რომელიმე ტურნირიდან გამოგდება ბოლოს 2010 წელს მოახერხა, როდესაც ესპანეთის თასის 1/8 ფინალში სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით იმარჯვა.
საინტერესო სტატისტიკა
- “სევილია” მესის საყვარელი მეტოქეა. ანდალუსიელთა კარი ლეოს 37-ჯერ აქვს აღებული.
- “სევილია” ესპანეთის ჩემპიონი ერთადერთხელ, შორეულ 1946 წელს გახდა.
- “სევილიამ” ესპანეთის თასის ნახევარფინალამდე 5 ეტაპი დაძლია, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვია.
- “სანჩეს პისხუანზე” ამ გუნდებს შორის მატჩი ყველაზე ხშირად ანგარიშით 1-1 სრულდება.
- ანდალუსიელებს ესპანეთის თასი 5-ჯერ აქვთ მოგებული, ბოლოს – 2010 წელს.
- მწვრთნელის რანგში, ხულენ ლოპეტეგის “ბარსელონა” არასდროს დაუმარცხებია (2 ფრე, 2 წაგება).
- მწვრთნელის რანგში, რონალდ კუმანს “სევილია” არასდროს დაუმარცხებია (1 ფრე, 1 წაგება).
გამორჩეული ფეხბურთელები
“სევილიაში” 4 ისეთი ფეხბურთელი ირიცხება, რომელსაც “ბარსელონაში” თამაშის გამოცდილება აქვს. მათგან ყველაზე გამორჩეული, რა თქმა უნდა, ივან რაკიტიჩია. “ბარსელონაში” გატარებულ 6-წლიან პერიოდში ხორვატმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. გულშემატკივრები მას ხშირად აკრიტიკებდნენ, თუმცა რაკიტიჩი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც “ბარსას” ჩავის წასვლის შემდეგ ჰყოლია.
ასევე, “სევილიაში”, მუნირ ელ-ჰადადისა და სერხი გომესის სახით, ორი “ლა მასიელი” ასპარეზობს. რაც შეეხება ალეიშ ვიდალს, მისი ტრანსფერი ჟოზეპ მარია ბართომეუს “მოღვაწეობის” პერიოდში განხორციელდა. 31 წლის ფეხბურთელმა თავი “ბერნაბეუზე” გატანილი გოლით დაგვამახსოვრა.
ასევე, სევილიელთა დამრიგებელს, ხულენ ლოპეტეგის, 1994-1997 წლებში, “ბარსას” რიგებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.
არბიტრი
შეხვედრის მთავარი არბიტრი ანტონიო მატეუ ლაოსი იქნება.
43 წლის მსაჯს “ბარსელონას” შეხვედრაში მონაწილეობა 41-ჯერ მიუღია. კატალონიელებს 29 მოგება (71%), 8 ფრე (20%) და 4 წაგება (9%) აქვთ. ვალენსიელმა “ბლაუგრანას” მოთამაშე მოედნიდან 6-ჯერ გააძევა. სწორედ მან გააგდო ერთ შეხვედრაში მოედნიდან რონალდ არაუხო და უსმან დემბელე და ეს სწორედ “სევილიასთან” მოხდა. ლაოსის მიერ “ბარსელონას” შეხვედრაში დანიშნული 7 თერთმეტმეტრიანიდან 6 კატალონიელებმა შეასრულეს, ერთი კი მეტოქემ.
“სევილიას” მატეუ ლაოსის მიერ განსჯილ 33 თამაშში 17 (52%) მოგება, 3 (9%) ფრე და 13 (39%) მარცხი დაუგროვდა. ანდალუსიელებმა 3 წითელი ბარათი მიიღეს, მეტოქემ – 6. “სევილიას” სასარგებლოდ ლაოსმა 2 პენალტი დანიშნა, ხოლო საწინააღმდეგოდ – 8.
უშუალოდ ამ გუნდების შეხვედრაში ლაოსმა 3-ჯერ იმსაჯა, სამივე შემთხვევაში გამარჯვებული “ბარსელონა” დარჩა.
“ბარსასა” და “სევილიას” ბოლო შეხვედრა, რომელშიც ლაოსმა იმსაჯა, 2019 წლით თარიღდება – “ბლაუგრანამ” “კამპ ნოუზე” 4-0 მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები
SofaScore:
“სევილია” | 4-3-3
ბონო – ვიდალი, კუნდე, კარლოსი, რეკიკი – ჟორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი – სუსო, ენ-ნესირი, გომესი
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – მინგესა, ლანგლე, უმტიტი, ალბა – დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი – დემბელე, მესი, გრიზმანი
SportsMole:
“სევილია” | 4-3-3
ბონო – ვიდალი, კუნდე, კარლოსი, რეკიკი – ჟორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი – სუსო, ენ-ნესირი, გომესი
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – მინგესა, ლანგლე, უმტიტი, ალბა – დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი – დემბელე, მესი, გრიზმანი
Sportskeeda:
“სევილია” | 4-3-3
ბონო – ვიდალი, კუნდე, კარლოსი, რეკიკი – ჟორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი – სუსო, ენ-ნესირი, გომესი
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – მინგესა, ლანგლე, უმტიტი, ალბა – დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი – დემბელე, მესი, გრიზმანი
პროგნოზი
SportsMole: სევილია 1-1 ბარსელონა
Sportskeeda: სევილია 0-0 ბარსელონა
ტრანსლაცია
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარასპორტ 1 და adjarasport.tv შემოგთავაზებთ.
როგორც ყოველთვის ბარსასთან გაიგიჟებენ თავს და ლევანა დააჭერინებს ხელში👌
კლოპის ხელში რო საქონელივით ითამაშებ კაცი ანუ მაგაზე გული არ უნდა დარწყდეს, ჯერ 3 თამაშიანი წითელი აიკიდა და რასაც თამაშობს ჯაჯგურია ცარიელი, ჰოლანდი ათი თავით ჯობია
მახსოვს დიაზეც ივივე ამბავი ქონდათ და ეგეც არაფერი დიდი.😂
წელს რაც სეზონი დაიწყო ლივერპული საზიზღრობაა
კლოპის ხელში რო საქონელივით ითამაშებ კაცი ანუ მაგაზე გული არ უნდა დარწყდეს, ჯერ 3 თამაშიანი წითელი აიკიდა და რასაც თამაშობს ჯაჯგურია ცარიელი, ჰოლანდი ათი თავით ჯობია
მახსოვს დიაზეც ივივე ამბავი ქონდათ და ეგეც არაფერი დიდი.😂
EL MAESTRO 6,
ცუდი ფეხბურთელი არაა მაგრამ არც ძაან მაგარია თან მაგის თამაშებს რასაც ვუყურებ კლასიკურ ცხრიანს არ ჰგავს უფრო ფლანგიდან ურჩევნია თამაში
კლოპის ხელში რო საქონელივით ითამაშებ კაცი ანუ მაგაზე გული არ უნდა დარწყდეს, ჯერ 3 თამაშიანი წითელი აიკიდა და რასაც თამაშობს ჯაჯგურია ცარიელი, ჰოლანდი ათი თავით ჯობია
აქ რომ ვენებს იხსნიდით ნუნიესზე და ასხამდით ჩვენ ფეხბურთელებს და ბარსას ნუ ახლაც იგივე ჭკუაზე ხართ? 😂😂😂
ჩემპიონობა თუ გვინდა გასვლაზე რთულ მეტოქეებთანაც უნდა მოვიგოთ, მითუმეტეს სევილია არაა ფორმაში და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. სევილიაც მოგებაზე ითამაშებს და 2 ბურთის სხვაობითაც შეგვიძლია მოგება
ლივერპულის თამაშს ვუყურებ. რა საზიზღრად თამაშობენ, სადაც არუნდა წავეწიოთ ყველგან გავხევთ ჩემიაზრით. ნაპოლისაც ურთულესი თამაში არ ელის ამათ შემხედვარე.
პედრი კესი ფრენკი/გავი
ნუ არ წავაგებთ ეს ნაღდია, მოგებაზე კი პატარა უნდა მოინდომონ ბიჭებმა.
ჩემი აზრით კესის უფფო მეტი დრო უნდა მიეცეს
არაა გამორიცხული ბარსამ გაგვაოცოს და 1 ქულა წამოვიღოთ
უნდა მოვიგოთ მჯერა ბარსასი