workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სევილია-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

სევილია-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

ხვალ, ესპანეთის თასის პირველი 1/2-ფინალური დაპირისპირება შედგება.

“სანჩეს პისხუანზე” “სევილია” “ბარსელონას” უმასპინძლებს. განახლებული ფორმატის თანახმად, კოპა დელ რეიზე ნახევარფინალური ეტაპიდან ორმატჩიანი დაპირისპირებები იწყება.

სათამაშო ფორმა

“ბილბაოსთან” წაგებული ფინალი დავიწყებულია. გუნდი თამაშების მოგებას ახერხებს და ლა ლიგაში მე-2 პოზიციის დაკავება და “ატლეტიკოსთან” სხვაობის შემცირებაც შეძლო. მართალია, თამაშის ხარისხი, განსაკუთრებით, დაცვაში, არ არის ისეთი, როგორსაც “ბარსას” გულშემატკივარი ისურვებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ფეხბურთელებმა ბრძოლისუნარიანობა და გამარჯვების ჟინი გამოავლინეს. “გრანადასთან” და “ბეტისთან” გამარჯვების დრამატულ სტილში მოპოვებამ გუნდის მორალურ მდგომარეობაზე საგრძნობლად იმოქმედა. იმედი ვიქონიოთ, რომ დადებითი დინამიკა ხვალინდელ თამაშზეც აისახება და “პარი სენ-ჟერმენთან” დაპირისპირებას საუკეთესო განწყობით შევხვდებით.

კუმანის მთავარ საფიქრალს დაცვა წარმოადგენს. ისედაც არასახარბიელო მდგომარეობას, რონალდ არაუხოს ტრავმაც დაემატა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის ნდობაც დაცვაში შეიძლება, ჟორდი ალბაა. ცენტრში ნიდერლანდელს ასეთი არჩევანი აქვს: ფრენკი დე იონგი, რომელიც იდეაში ნახევარმცველია და მისი უკან დახევა, ავტომატურად, შეტევითი პოტენციალის შესუსტებას ნიშნავს, კლემან ლანგლე, რომელსაც “ბარსელონაში” არაფერი ესაქმება, სამუელ უმტიტი, რომელიც ძველი “დიდი სემის” აჩრდილიღაა დარჩენილი და ოსკარ მინგესა, რომელიც ძალიან ნიჭიერია, თუმცა, ამავდროულად, გამოუცდელი და ასეთი დონის თამაშებისთვის, ჯერ მზად არ არის.

საინტერესოა, ვისზე შეაჩერებს არჩევანს სამწვრთნელო შტაბი.

მეტოქე

კატალონიელებთან დაპირისპირებას “სევილია” შესანიშნავ ფორმაში ხვდება. ხულენ ლოპეტეგის გუნდმა 13 იანვარს, “ატლეტიკოსთან” წაგებული თამაშის შემდეგ, 7-დან 7 მატჩი მოიგო, თანაც ისე, რომ ამ პერიოდში 15 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა.

“სევილიამ” ლა ლიგის მიმდინარე გათამაშება მძიმედ დაიწყო. 7 ტურის შემდეგ, გუნდის აქტივში სულ რაღაც 7 ქულა იყო, თუმცა ნოემბრიდან მოყოლებული, ანდალუსიელებმა თამაშების მოგება დაიწყეს და ხვალინდელ დაპირისპირებას ლა ლიგის ცხრილში მე-4 პოზიციაზე ხვდებიან, ამასთან, “რეალთან” და “ბარსასთან” ჩამორჩენა 1 ქულას შეადგენს.

მწვრთნელები მატჩის წინ

რონალდ კუმანი: 

მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნები ცარიელი იქნება, პირველი მატჩის გამართვა ყოველთვის სტუმრად ჯობს. “სევილია” ყველა ასპეტში მაქსიმალურ ზეწოლას განახორციელებს. საინტერესო მატჩი გველის.

ხულენ ლოპეტეგი:

“ბარსელონა” კარგ ფორმაშია. მესისთან ერთად, გუნდში რამდენიმე ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა. ვფიქრობ, კარგი მატჩი გამოვა.

“ბარსელონას” მწვრთნელის ხელი ყველა ასპექტში ეტყობა. შორიდან ჩანს, რომ კუმანი წარმატებით მუშაობს.

დანაკლისი

სევილიელებს ოსკარ როდრიგესი, ხესუს ნავასი და ორი არგენტინელი ლეგიონერი, მარკოს აკუნია და ლუკას ოკამპოსი, არ ეყოლებათ. რაც შეეხება “ბარსას”, გუნდს ტრავმის გამო ფილიპე კოუტინიო, ანსუ ფატი, ჟერარ პიკე, სერჟი რობერტო და რონალდ არაუხო არ ეყოლება.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ. “სევილიაზე” მეტჯერ “ბლაუგრანა” მხოლოდ “რეალს”, “ატლეტიკოს”, “ბილბაოს”, “ვალენსიასა” და “ესპანიოლს” შეხვედრია.

სულ ჩატარებული 191 დაპირისპირებიდან 109 კატალონიელებმა მოიგეს, 44 ანდალუსიელებმა, ხოლო 38 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 399-238, რა თქმა უნდა, “ბარსას” სასარგებლოდ.

ესპანეთის თასზე გამართული 28 მატჩიდან “ბარსამ” 19 მოიგო, “სევილიამ” 6, ხოლო სამმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

თასზე ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ნამდვილად გამორჩეული იყო. ანდალუსიაში გამართული პირველი მატჩი მასპინძლებმა 2-0 მოიგეს და განმეორებითი თამაშის წინ “ბარსა” რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში ფილიპე კოუტინიომ ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა. 27-ე წუთზე მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, მაგრამ ევერ ბანეგას იასპერ სილესენმა აჯობა, რომელმაც თავისი გუნდი დიდი პრობლემებისგან იხსნა. საბოლოოდ “ბარსამ” ჯერ 4-0 დაწინაურება, შემდეგ კი 6-1 მოგება მოახერხა და 1/2 ფინალში გავიდა.

ორრაუნდიან დაპირისპირებაში ამ გუნდებმა მონაწილეობა 16-ჯერ მიიღეს. მეტოქის ძლევა “ბლაუგრანამ” 12-ჯერ მოახერხა, ხოლო 4-ჯერ თავად დამარცხდა. “სევილიამ” “ბარსას” რომელიმე ტურნირიდან გამოგდება ბოლოს 2010 წელს მოახერხა, როდესაც ესპანეთის თასის 1/8 ფინალში სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით იმარჯვა.

საინტერესო სტატისტიკა

  • “სევილია” მესის საყვარელი მეტოქეა. ანდალუსიელთა კარი ლეოს 37-ჯერ აქვს აღებული.
  • “სევილია” ესპანეთის ჩემპიონი ერთადერთხელ, შორეულ 1946 წელს გახდა.
  • “სევილიამ” ესპანეთის თასის ნახევარფინალამდე 5 ეტაპი დაძლია, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვია.
  • “სანჩეს პისხუანზე” ამ გუნდებს შორის მატჩი ყველაზე ხშირად ანგარიშით 1-1 სრულდება.
  • ანდალუსიელებს ესპანეთის თასი 5-ჯერ აქვთ მოგებული, ბოლოს – 2010 წელს.
  • მწვრთნელის რანგში, ხულენ ლოპეტეგის “ბარსელონა” არასდროს დაუმარცხებია (2 ფრე, 2 წაგება).
  • მწვრთნელის რანგში, რონალდ კუმანს “სევილია” არასდროს დაუმარცხებია (1 ფრე, 1 წაგება).

გამორჩეული ფეხბურთელები

“სევილიაში” 4 ისეთი ფეხბურთელი ირიცხება, რომელსაც “ბარსელონაში” თამაშის გამოცდილება აქვს. მათგან ყველაზე გამორჩეული, რა თქმა უნდა, ივან რაკიტიჩია. “ბარსელონაში” გატარებულ 6-წლიან პერიოდში ხორვატმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. გულშემატკივრები მას ხშირად აკრიტიკებდნენ, თუმცა რაკიტიჩი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც “ბარსას” ჩავის წასვლის შემდეგ ჰყოლია.

ასევე, “სევილიაში”, მუნირ ელ-ჰადადისა და სერხი გომესის სახით, ორი “ლა მასიელი” ასპარეზობს. რაც შეეხება ალეიშ ვიდალს, მისი ტრანსფერი ჟოზეპ მარია ბართომეუს “მოღვაწეობის” პერიოდში განხორციელდა. 31 წლის ფეხბურთელმა თავი “ბერნაბეუზე” გატანილი გოლით დაგვამახსოვრა.

ასევე, სევილიელთა დამრიგებელს, ხულენ ლოპეტეგის, 1994-1997 წლებში, “ბარსას” რიგებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული. 

არბიტრი

შეხვედრის მთავარი არბიტრი ანტონიო მატეუ ლაოსი იქნება.

43 წლის მსაჯს “ბარსელონას” შეხვედრაში მონაწილეობა 41-ჯერ მიუღია. კატალონიელებს 29 მოგება (71%), 8 ფრე (20%) და 4 წაგება (9%) აქვთ. ვალენსიელმა “ბლაუგრანას” მოთამაშე მოედნიდან 6-ჯერ გააძევა. სწორედ მან გააგდო ერთ შეხვედრაში მოედნიდან რონალდ არაუხო და უსმან დემბელე და ეს სწორედ “სევილიასთან” მოხდა. ლაოსის მიერ “ბარსელონას” შეხვედრაში დანიშნული 7 თერთმეტმეტრიანიდან 6 კატალონიელებმა შეასრულეს, ერთი კი მეტოქემ.

“სევილიას” მატეუ ლაოსის მიერ განსჯილ 33 თამაშში 17 (52%) მოგება, 3 (9%) ფრე და 13 (39%) მარცხი დაუგროვდა. ანდალუსიელებმა 3 წითელი ბარათი მიიღეს, მეტოქემ – 6. “სევილიას” სასარგებლოდ ლაოსმა 2 პენალტი დანიშნა, ხოლო საწინააღმდეგოდ – 8.

უშუალოდ ამ გუნდების შეხვედრაში ლაოსმა 3-ჯერ იმსაჯა, სამივე შემთხვევაში გამარჯვებული “ბარსელონა” დარჩა.

“ბარსასა” და “სევილიას” ბოლო შეხვედრა, რომელშიც ლაოსმა იმსაჯა, 2019 წლით თარიღდება – “ბლაუგრანამ” “კამპ ნოუზე” 4-0 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

SofaScore: 

“სევილია” | 4-3-3

ბონო – ვიდალი, კუნდე, კარლოსი, რეკიკი – ჟორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი – სუსო, ენ-ნესირი, გომესი

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – მინგესა, ლანგლე, უმტიტი, ალბა – დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი – დემბელე, მესი, გრიზმანი 

SportsMole:

“სევილია” | 4-3-3

ბონო – ვიდალი, კუნდე, კარლოსი, რეკიკი – ჟორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი – სუსო, ენ-ნესირი, გომესი

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – მინგესა, ლანგლე, უმტიტი, ალბა – დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი – დემბელე, მესი, გრიზმანი 

Sportskeeda:

“სევილია” | 4-3-3

ბონო – ვიდალი, კუნდე, კარლოსი, რეკიკი – ჟორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი – სუსო, ენ-ნესირი, გომესი

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – მინგესა, ლანგლე, უმტიტი, ალბა – დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი – დემბელე, მესი, გრიზმანი 

პროგნოზი

SportsMole: სევილია 1-1 ბარსელონა

Sportskeeda: სევილია 0-0 ბარსელონა

ტრანსლაცია

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარასპორტ 1 და adjarasport.tv შემოგთავაზებთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (33)

  • nika 54
    schedule 21 დეკ 2021, 17:46
    #20

    ფრე მშვენიერი შედეგი იქნება. იმედია დღეს სევილიას ცუდი დღე ექნება.

  • gio-rakitich
    schedule 21 დეკ 2021, 15:43
    #19

    წარმატებები ჩაქცეულებს <3 <3 ახალგაზრდების იმედი მაქვს განსაკუთრებით გავის,პატარა გლადიატორია იმედია იფრენს <3<3<3<3 ლიჟბი ვითამაშოთ <3 <3<3 ანგარიში თავისით მოვა <3<3<3

    პეპმა ლიგის ფინალამდე ფორვარდის გარეშე გაარღვია გრანდები სწორი თამაშით,თუ სწორად ვითამაშებთ დავდებთ ანგარიშს

  • El pistolero 9
    schedule 21 დეკ 2021, 14:01
    #18

    წარმატებები ბიჭებს. მოგება გვჭირდება ძაან და იმედია ასეც მოხდება. რთული მეტოქეა, მატჩიც რთული იქნება, მაგრამ ერთ თამაშში ნებისმიერ სუსტ გუნდს შეუძლია ძლიერის დამარცხება, თან მთლად ასე სუსტებიც არ ვართ მთავარია ახალგაზრდებს თამაში წაუვიდეთ

  • me da barca
    schedule 27 თებ 2021, 20:00
    #17

    წინასწარმეტყველები ჩვენს სასარგებლოდ არაფერს ამბობენ.

  • Bobi
    schedule 27 თებ 2021, 18:47
    #16

    ძალიან საინტერესო მიმოხილვა იყო ნამდვილად, კი ვიძახდი შედარებით მშვიდი მატჩი გამოვა თქო თუმცა არ მგონია ერნანდესმა მოგვცეს ამის საშუალება

  • NEYBarca
    schedule 27 თებ 2021, 14:31
    #15

    ფრენკი-ბუსკვერცხი-პედრის ტრიომ ვერცერთ რთულ მეტოქეს დაუჭირა ბურთი. ვერც სევილიას კოპაზე და ვერეც პსჟ-ს. დღეს პედრი-ფრენკი-პუჩის ტრიო უნდა სცადოს.

  • El pistolero 9
    schedule 27 თებ 2021, 13:20
    #14

    ისე პუჩი დეიონგი პედრი რო დააყენოს არა?

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 27 თებ 2021, 13:09
    #13

    პიანიჩის და კოუტინიოს არყოფნა არაფერი დანაკლისი არ არის და უფრო უკეთესი თუ გაუხანგრძლივდებათ არყოფნა მაინც ვერაფერში ვერ ადგებიან გუნდს,არაუხო იმედია ხშირად აღარ დაიტრავმება
    და სამუდამოდ ამოაგდებს მაგ უვარგის ლენგლეს ძირითადიდან.უმტიტსაც თუ მიაყოლებს კიდევ უფრო უკეთესი.

  • GiorgiGabe99
    schedule 27 თებ 2021, 10:58
    #12

    ლანგლე მოაშორეთ სავარაუდოდანაც კი :დ

  • M10 S9 D11
    schedule 27 თებ 2021, 10:17
    #11

    უეჭველი მოვიგებთ

  • Don_Andresito
    schedule 27 თებ 2021, 09:49
    #10

    ლაპოტეგი – რეალის ქალი გამოძახებით. ბონო კიდე მოსყიდული არაკაცია.

  • Vito
    schedule 10 თებ 2021, 23:52
    #9

    თამაშს სად ვუყურო? 2 ბურთის სხვაობით მოვიგებთ

  • BlauGrana_DS
    schedule 10 თებ 2021, 23:26
    #8

    როგორც იქნა სიტიმ ლივერპული მიამყნო ზედ ენფილდზე-1:4
    მე ის მიხარია, რო ჩვენმა გვარდიმ კლიპს როგორც იქნა მოუგო .

  • Kakiashvili
    schedule 10 თებ 2021, 17:55
    #7

    ფრე მგონია რატომღაც…

  • me da barca
    schedule 10 თებ 2021, 15:44
    #6

    ყველაფრიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ფრე კარგი შედეგი იქნება.

  • Clever liar
    schedule 10 თებ 2021, 14:49
    #5

    ისეთი დაცვა გვყავს სევილია მეორე შემადგენლობითაც მოგვიგებს მგონი. განმეორებით მატჩამდე უნდა მივიტანოთ როგორმე შანსი :))

  • M10 S9 D11
    schedule 10 თებ 2021, 13:39
    #4

    მოვუგებთ გაგვიჭირდება მარა მოვუგებთ

  • nika 54
    schedule 10 თებ 2021, 11:35
    #3

    იმედია ფრეს მივაღწევთ, მწვრთნელების სტატისტიკა გვეუბნება.

  • C.PC5
    schedule 10 თებ 2021, 10:50
    #2

    შეტევა ნახევარდაცვა კი ვიცით ვინც უნდა იყოს. აი დაცვაში გვაქვს ცუდად საქმე. უმტიტი-ლენგლეს დუეტის ხილვა მოგვიწევს დღეს. ჯერ ადრეც არ ბრწყინავდა ეგ დუეტი და ახლა კიდე უარესადაა საქმე😞. კარგია სევილიას შემტევი ხალხი რომ აკლია და იქნებ ამან მაინც გვიშველოს. დემბელემ უნდა გამოიღოს უკანალიდან ხელი და გაამოძრაოს ტვინი. მესის უეჭველი ფეხზე დააჯდებიან და არ მისცემენ განძრევის უფლებას და ზუსტად დემბელემ უნდა გაამწვავოს ხოლმე. გრიზმანმა ისევ საჯარიმოში უნდა იმოქმედოს და მოამარეგებენ დანარჩენები პასებით, იქ ფრენკიც შეფრინდება ერთი-ორჯერ და იქნება მოკლედ რამე❤️ ვისკა ბარსა!✊

  • Don_Andresito
    schedule 10 თებ 2021, 10:45
    #1

    ტაქტიკურად სევილია პსჟ ზე უკეთესია. ვერც ბაიერნმა მოუგო წელს 90 წუთში და ვერც ბარსამ კამპ ნოუზე. რთული თამაში იქნება. თან ხისტიც და იმედია არავინ გამოგვაკლდება პსჟ სთვის