წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 6 თებერვალს მოხდა.
თამაშები
6 თებერვალს “ბარსელონას” 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1963 წელი
დაიბადა ჟოზეპ მარია ბართომეუ, რომელიც “ბარსელონას” პრეზიდენტი 2014-2020 წლებში იყო. მისი პრეზიდენტობის დროს “ბარსელონას” სხვადასხვა გუნდებმა 70 ტიტული მოიგეს – მამაკაცთა პირველი გუნდი 13, ქალთა გუნდი 5, ფუტსალი 4, კალათბურთი 4, ხელბურთი 25, გორგოლაჭებიანი ჰოკეი 19.
1983 წელი
ლა ლიგის მატჩში “ბარსელონამ” “ესპანიოლი” სტუმრად 3-0 დაამარცხა. გოლები კარასკომ, პიჩი ალონსომ და ვიქტორმა გაიტანეს.
1997 წელი
რობერტო კარლოსის ავტოგოლის წყალობით “ბარსელონა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 1-1 თამაშს, 2 მატჩის ჯამში “რეალ მადრიდის” 4-3 დამარცხებასა და ესპანეთის თასის მომდევნო ეტაპზე გასვლას ახერხებს.
2002 წელი
“სოსიედადთან” “კამპ ნოუზე” 2-0 მოგებულ შეხვედრაში რივალდომ “ბარსელონას” მაისურით ლა ლიგაში 150-ე გოლი გაიტანა.
2010 წელი
“ხეტაფესთან” “კამპ ნოუზე” 2-1 მოგებულ შეხვედრაში ანდრეს ინიესტამ ლა ლიგაში მე-200 თამაში ჩაატარა.
2019 წელი
“კამპ ნოუზე” გამართული “ელ კლასიკო” 1-1 დასრულდა. მასპინძელთაგან თავი მალკომმა გამოიჩინა. ეს მატჩში “ბარსელონასთვის” ესპანეთის თასზე მე-100 ფრე გამოდგა.
2020 წელი
ესპანეთის თასის 1/4 ფინალში “ბილბაოსთან” სტუმრად 0-1 წაგება “ბარსელონასთვის” ამ ტურნირზე მე-600 შეხვედრა იყო.
ბიოლბაო უნა მოვიდეს ფინალში რომ რევანში ავიღოთ!!!!