წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 2 თებერვალს მოხდა.
თამაშები
1 თებერვალს “ბარსელონას” 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1902 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი (1919-1932) და მწვრთნელი (1944-1947) ჟოზეპ სამიტიერი. ფეხბურთელობის დროს მან 12 კატალონიის ჩემპიონატი, 5 ესპანეთის თასი და ისტორიაში პირველი ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. მწვრთნელობის დროს ის ესპანეთის ჩემპიონატისა და არგენტინის ოქროს თასის გამარჯვებული გახდა.
1932 წელს სამიტიერი სათამაშოდ “რეალ მადრიდში” გადავიდა.
1927 წელი
“ლეს კორტსზე” გამართული ამხანაგური “ელ კლასიკო” 0-0 დასრულდა.
1933 წელი
ვისენტ პიერას გამოსათხოვარ მატჩში “ბარსელონა” ესპანეთის ნაკრებთან 2-3 დამარცხდა.
1934 წელი
“ლეს კორტსზე” გამართულ შეხვედრაში ესპანეთმა კატალონიის ნაკრები 2-0 დაამარცხა.
1936 წელი
“ბარსელონამ” “ესპანიოლი” “ლეს კორტსზე” 2-0 დაამარცხა. გოლები ფერნანდესმა და ესკოლამ გაიტანეს.
1941 წელი
“ოვიედოსთან” ლა ლიგაში გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” 7-0 მოიგო. გოლები ესკოლამ (2), გრასიამ (2), ფრანკომ, სოსპედრამ და მარტინმა გაიტანეს.
1958 წელი
“კამპ ნოუზე” გამართულ “კლასიკოში” “რეალ მადრიდმა” 2-0 მოიგო.
1966 წელი
დაიწყო “ლეს კორტსის” დანგრევა. ამ სტადიონზე “ბარსელონა” 1922-1957 წლებში თამაშობდა. სტადიონის ტერიტორია 3 თვის შემდეგ 226 მილიონ პესეტად გაიყიდა.
1980 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ოლეგერ პრესასი. “ბარსელონას” მაისურით 2003-2008 წლებში მან 175 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და 5 ტიტული მოიგო.
1987 წელი
დაიბადა ჟერარ პიკე.
2020 წელი
“ლევანტესთან” გამართულ შეხვედრაში (2-1) ანსუ ფატიმ “ბარსელონაში” თავისი პირველი დუბლი შეასრულა.
დღეს მე პიკეს და შაკირას გვაქვს იუბილე❤️😄😄
პიკეს დაბადების დღე ქონია ვულოცავ!! ფატის დუბლი😍😘
სამიტიერზე სტატია გაასწორებდა
გილოცავ და მალე დაბრუნებას გისურვებ ❤️❤️❤️. ჭირდება ეს ადამიანი გუნდს, თუნდაც არ იყოს უშეცდომო.სამაგიეროდ გამოცდილია.იმ დაბნეულ და მოედანზე უაზროდ მორბენალ ლენგლეს ახლაც ჯობს ბევრად.
ფატის დუბლი❤️ პიკეს კი ვულოცავ!
თავიდან ისე კარგდ ვერ მიდიოდა თუმცა პიკეს და ანსუს ამბავმა გამოასწორა ყველაფერი 😀❤️