workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღის გოლი – ბოიან კრკიჩი

დღის გოლი – ბოიან კრკიჩი

“ბარსელონას” Twitter-ის ოფიციალური გვერდი დღის გოლად ამჯერად ბოიან კრკიჩის გოლს წარმოგვიდგენს, რომელიც “ბლაუგრანას” მაშინდელმა მე-11 ნომერმა ესპანეთის თასის 2009/10 წლების სეზონის გათამაშებაში “კულტურალ ლეონესას” გაუტანა.

ბოიანი “ბარსას” სკოლის აღზრდილია. კრკიჩს თავდაპირველად დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ესპანელმა შემტევმა მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. იგი კატალონიელთა პირველ გუნდში 2007-11 წლებში ირიცხებოდა.

ბოიანმა “ბარსას” შემდეგ “მილანში”, “აიაქსში”, “სტოკ სიტიში”, “მაინცსა” და “ალავესში” ითამაშა. 30 წლის თავდამსხმელი, ამჟამად, “მონრეალ იმპაქტში” ირიცხება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • BEQA BARCA
    schedule 01 თებ 2021, 14:58
    #4

    კაი გოლი გაიტანა. მესიზე მაგარი გახდებაო😁😁

  • ბასქუ10
    schedule 01 თებ 2021, 14:31
    #3

    არადა ამას რო გაემართლებინა იმედები ეს და მესი რას არ მოიგებდნენ ბარსასთან ერთად

  • me da barca
    schedule 01 თებ 2021, 14:24
    #2

    გამახსენდა, რომ მაყურებელიც იყო ტრიბუნებზე.

  • C.PC5
    schedule 01 თებ 2021, 13:31
    #1

    მესიზე დიდი ტალანტი რომ ეგონა ხალხს🙄