ლა ლიგის 21-ე ტურში, “კამპ ნოუზე” “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ “ბილბაოს” მთავარი მწვრთნელი, მარსელნო გარსია ტორალი პრესკონფერენციას მართავს:
ჩვენ მუდამ მოგებისთვის ვიბრძვით, გადასალახი სირთულეების გვესმის, თუმცა დანებებას არ ვაპირებთ და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
“ლურჯ-ბროწეულისფერებთან” გასვლაზე თამაში რთული იქნება, რადგან ისინი საკუთარ მოედანზე ბრწყინვალედ გამოიყურებიან და მათი დამარცხება რთულია. “ბარსა” სახლში მაქსიმუმს აკეთებს.
აუცილებელია, “ბლაუგრანას” წინააღმდეგ თავი კარგად დავიცვათ, ეფექტურად შევუტიოთ და იღბალმა ზურგი არ გვაქციოს. თუ ყველა ასპექტს იდეალურად არ შევასრულებთ, გამარჯვება წარმოუდგენელი იქნება, მაგრამ ესპანეთის სუპერ თასზე მათ წინააღმდეგ ნაჩვენები შედეგის გამო, ოპტიმისტურად უნდა განვეწყოთ.
„ატლეტიკის“ ცუდი სერია? არასდროს ვიცით, სწორი მომენტი როდისაა, თუმცა კარგდ სიტუაციაში ვართ. სითამამე უნდა გამოვიჩინოთ. პირველ შეხვედრაში, „ბარსელონამ“ გვაჯობა, მეორე მატჩში კი დამატებით დრომდე მოგებას ვიმსახურებდით.
ყველა დაპირისპირებაში „ბარსა“ ფავორიტია, მაგრამ დადებითი რეზულტატის მოსაპოვებლად უკან არ დავიხევთ.
ვერ გეტყვით, ჩემი მოსვლის შემდეგ რა შევცვალეთ. თავდაუზოგავად და თავმდაბლობით უნდა ვიმუშაოთ. ფეხბურთელებთა ამბიციები ამ ყველაფერს განაპირობებს. „ატლეტიკოსთან“ მატჩის გადადებამ ჩვენზე კარგად იმოქმედა, თუმცა შემდეგში ასე მომზადების საშუალება არ გვექნება.
მოთამაშეებს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, ვინაიდან, მოედანზე ისინი გადიან, იბრძვიან და ყველას დამარცხება ევალებათ.
შეგახსენებთ, „ბარსელონასა“ და „ბილბაოს“ მორიგი ჯახის სტარტს ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს. რაც შეეხება ესპანეთის სუპერ თასს, ხსენებული ტურნირის ფინალში ბასკებმა კატალონიელებს 3-2 სძლიეს. ამავდროულად, ჩემპიონატში წინა გამართული შეხვედრა “ბარსას” გამარჯვებით, იდენტური ანგარიშით დასრულდა.
მოდით მოდით ტყუპი წიხლით ჩაგახტებით ხახაში
ღმერთმა ქნას იმ მარცხის მერე რომ მასეთი სხვაობით მოვიგოთ ნამდვილი რევანშია..
ეს კალიასავით, რომ დახტოდა უნდა ვნახო ხვალ რას დაახტება.
მგონია რომ დიდი ანგარიშით მოვიგებთ და იმედია არ ვცდები
რატომღაც მგინია რომ მინიმუმ 3-4 გოლის სხვაობით მოუგებთ და იმედია მართლაც ასე იქნება
აუ ერთი ამას (იმ წვერებიან ფიდელ კასტროსთან ერთად) დაადუღებდეს ხვალ მესი და მეტი არაფერი მინდა რა !
ერთი ხვვალ გაგიშვებდეთ ატირებულებს მეტი არაფერი არ მინდა🤛✊
რევანში უნდა ავიღოთ წაგებისთვის!!!
ინტუიცია მკარნახობს ამ მატჩს ძალიან სპაკოინად ვიგებთ :))
ადმინ ტექსტში რამოდენიმე შეცდომაა დაშვებული❤