ვილიარეალის მწვრთნელი: ხვალინდელ თამაშში კარგ ბარსას ველი

ვილიარეალის მწვრთნელი: ხვალინდელ თამაშში კარგ ბარსას ველი

“ვილიარეალის” ესპანელმა დამრიგებელმა, მარსელინო გარსია ტორალმა “ბარსელონასთან” გასამართ შეხვედრამდე ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ჩავის გუნდისგან კარგ სათამაშო ხარისხს მოელის.

ეს არის გუნდი, რომელმაც მხოლოდ 2-ჯერ წააგო. ნამდვილად მართალია, რომ ისინი საკუთარი თავის ძიებაში არიან და აღნიშნული პროცესი მათ ხანდახან ქულებს აკარგვინებს, თუმცა ხვალინდელ თამაშში მაინც კარგ “ბარსას” ველი.

“ყვითელი წყალქვეშა ნავის” 58 წლის მწვრთნელმა კომენტარი თავის გუნდზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი სტაბილურობისა და სწორი დინამიკის მოპოვებაა.

ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი კანონზომიერებაა. ამ ეტაპზე “ვილიარეალი” უფრო კონკურენტუნარიანია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მეტოქე ზედმეტად გვჯობნის, რაც უნდა გამოვასწოროთ. 
ჩვენ გვიჭირს, რომ მაღალი დონე სტაბილურად ვაჩვენოთ, რაზეც უნდა ვიფიქროთ და ამოვხსნათ, თუ რატომ ხდება ასე.

– თქვა მარსელინომ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “ვილიარეალის” დაპირისპირება ხვალ, ჩვენი დროით 21:30-ზე გაიმართება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    27 იან 2024, 02:28

    ციტატა: nika 54
    ამ ეტაპზე "ვილიარეალი" უფრო კონკურენტუნარიანია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მეტოქე ზედმეტად გვჯობნის
    სადამდე დავეცით, ბარსას ხსენებაზე გული უსკდებოდათ ამისთანებს და დღეს რიგითი გუნდი გავხდით, რომელთან შედარებითაც თურმე ვილიარეალი უფრო კონკურენტუნარიანია. თქვე ჩემისებო ესეთი მაგრები თუ ხართ მე-14 ადგილზე რა გინდათ, ან 21 მატჩში 11-ჯერ როგორ მოახერხეთ წაგება, თან ამბობ ბარსას სულ 2 წაგება აქვსო.


    ზოგადად თქვა ეგ, ვილიარეალი უფრო კონკურენტუნარიანია ვიდრე სეზონის დასაწყისშიო

  • PavleG
    27 იან 2024, 01:54
    პენია
    კუნდე არაუხო კუბარსი ფორტი
    გიუნდოგანი დეიონგი
    ფერანი პედრი ფელიში
    ლევანდოვსკი
  • Rick Sanchez
    26 იან 2024, 21:12

    ციტატა: ani-messi-goat
    რატო გონია ხალხს უფულო გუნდში მივა კლოპი :დ


    ზუსტად იგივეს ვფიქრობ. ასეთ კლუბში არც ერთი მაღალი დონის მწვრთნელი არ მოვა.

  • ხოტივარი გიო
    26 იან 2024, 19:32

    nika 54, ნებისმიერ გუნდს აქვს ბარსასთან შანსი დღეს

  • nika 54
    26 იან 2024, 19:14

    ამ ეტაპზე "ვილიარეალი" უფრო კონკურენტუნარიანია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მეტოქე ზედმეტად გვჯობნის
    სადამდე დავეცით, ბარსას ხსენებაზე გული უსკდებოდათ ამისთანებს და დღეს რიგითი გუნდი გავხდით, რომელთან შედარებითაც თურმე ვილიარეალი უფრო კონკურენტუნარიანია. თქვე ჩემისებო ესეთი მაგრები თუ ხართ მე-14 ადგილზე რა გინდათ, ან 21 მატჩში 11-ჯერ როგორ მოახერხეთ წაგება, თან ამბობ ბარსას სულ 2 წაგება აქვსო.

  • ani-messi-goat
    26 იან 2024, 17:27

    რატო გონია ხალხს უფულო გუნდში მივა კლოპი :დ