ბარსელონა-ბილბაო: მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ბილბაო: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, ლა ლიგის 26-ე ტურში “ბარსელონა” “ბილბაოს” უმასპინძლებს.

ამ თამაშს მე-5 პოზიციაზე შევხვდებით. გუშინ, “ატლეტიკომ” “სელტა” დაამარცხა (2-0) და მეოთხეზე გადასვლა შეძლო, თუმცა ჩვენზე ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. ასევე, დღეს სევიულიური დერბია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოვიგებთ, ხოლო დერბი ფრედ დასრულდება, “ბეტისთან” სხვაობას 2 ქულამდე შევამცირებთ, “სევილიასთან” კი – 7 ქულამდე. ამასთან, ერთი თამაში რეზერვში გვექნება.

გამოტოვებული მატჩი “რაიოსთან” გველის. ჯერჯერობით, შეხვედრის გამართვის თარიღი უცნობია. კარგი იქნება, თუ “რაიოს” მალე შევხვდებით, რადგან მადრიდული გუნდი ძალიან ცუდ ფორმაშია.

სათამაშო ფორმა

თებერვლის მძიმე თვე წარმატებით გადავიარეთ. “ესპანიოლთან” გაგვიჭირდა, სხვა თამაშებში გამარჯვება ულაპარაკოდ დავიმსახურეთ. თებერვლის მარათონს “ბილბაოსთან” თამაშით ვასრულებთ, შემდეგ კი, “ელ კლასიკომდე”, ოთხი, შედარებით, იოლი მატჩი გველის (“ელჩე”, “გალათასარაი”, “ოსასუნა”, “გალათასარაი”).

ტრანსფერებმა გუნდი გააძლიერეს, მაგრამ, ფაქტია, რომ ბოლოდროინდელი პროგრესი, მეტწილად, ჩავის დამსახურებაა. თუ ასე გავაგრძელეთ, ოთხეულში შესვლას უპრობლემოდ შევძლებთ. კარგია, რომ ფორმის აკრეფა სეზონის გადამწყვეტი პერიოდის დაწყებისთანავე შევძელით.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს პრესინგი, რომელსაც გუნდი მეტოქის ნახევარზე იყენებს. “ნაპოლისთან” ორივე თამაშში იტალიელებს ბურთის ამოტანა ძალიან უჭირდათ.

სავარაუდოდ, დისკვალიფიცირებული ალბას ნაცვლად, დაცვის მარცხენა ფლანგს სერჟინიო დესტი დაიკავებს. ბოლო თამაშებში ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და, წესით, ჩავი მას უნდა ენდოს. მარჯვნივ კი დანი ალვესი დაბრუნდება, რომელიც ბოლო სამი კვირა გუნდს მოედანზე ვერ ეხმარებოდა.

მეტოქე

“ბილბაო” ლა ლიგაში მე-8 პოზიციაზე იმყოფება და კონფერენს ლიგის საგზურს 2 ქულა აშორებს. თუმცა მიმდინარე სეზონში მარსელინოს გუნდისთვის მთავარი ესპანეთის თასია. “ვალენსიასთან” გამართული ნახევარფინალის პირველი მატჩი 1-1 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი “მესტალიაზე”, “ბარსასთან” თამაშის შემდეგ, ელის. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბასკები დღეს ძალებს დაზოგავენ. ბარსა-ბილბაოს ინტრიგა და დაძაბულობა ყოველთვის ახლავს თან, მით უმეტეს, ბოლო ორ სეზონში ჩატარებული თამაშების გათვალისწინებით.

მწვრთნელები მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი:

გვინდა, თავი მოვუყაროთ ყველაფერს ერთად, რასაც ვაკეთებთ. ახლა განვსხვავდებით იმ გუნდისგან, რომელმაც ესპანეთის თასზე “ბილბაოსთან” სტუმრად ითამაშა, თუმცა, ხვალ რთული მატჩი იქნება.

მარსელინო გარსია ტორალი:

“ბარსას” სეზონის საუკეთესო პერიოდი აქვს. ახლა, გუნდი გოლის გატანას უფრო მარტივად ახერხებს. თანაც, “ატლეტიკოსთან”, “ვალენსიასთან” და “ნაპოლისთან” მათთვის დამახასიათებელი გოლები ვნახეთ. ეს აჩვენებს, რომ ჩავის სამუშაო პროცესში პროგრესია.

დანაკლისი

კლემან ლანგლე და მემფის დეპაი გამოჯანმრთელდნენ. ასევე, ლა ლიგაში დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, ჟერარ პიკე და დანი ალვესი გვიბრუნდებიან. დანის, ზედიზედ, ოთხი თამაშის გამოტოვებამ მოუწია. კვლავ ტრავმირებულები არიან ანსუ ფატი, სერჟი რობერტო და სამუელ უმტიტი.

“ბილბაოს” მხრიდან, დისკვალიფიცირებულია ალექს ბერენგერი. რამდენიმე ფეხბურთელის თამაში საეჭვო იყო, თუმცა თითოეული მათგანი განაცხადშია – ნიკო ვილიამსი, იერაი ალვარესი, მიკელ ვესგა.

არბიტრი

დღევანდელ თამაშს გილერმო კუადრა ფერნანდესი განსჯის.

მას “ბარსელონას” თამაშებში 13-ჯერ უმსაჯია, საიდანაც “ბარსამ” 10 მოიგო, 1 წააგო, 2 კი ფრედ დაარულა. ამ 13 თამაშიდან 10 ლა ლიგაში გაიმართა. მიმდინარე სეზონში, იგი “ლინარესისა” და “ბარსას” შეხვედრაში ვიხილეთ.

კარიერის განმავლობაში, მას ლა ლიგაში 66 მატჩი აქვს ჩატარებული (2018 წლიდან). თამაშში, საშუალოდ, იგი 28 ჯარიმას ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4-ჯერ აფრთხილებს.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონასა” და “ბილბაოს” დაპირისპირების დიდი წარსული აქვთ. 235 თამაში, 118 გამარჯვება, 39 ფრე, 78 მარცხი, 436 გატანილი და 332 გაშვებული გოლი.

თამაში “კამპ ნოუზე” იქნება. კატალონიელებს საშიანო არენაზე დიდი უპირატესობა აქვთ – 76 გამარჯვება, 14 ფრე, 20 მარცხი. იმ ბოლო 23 თამაშიდან, რომელიც ბარსელონაში გაიმართა, “ბლაუგრანამ” მხოლოდ 3 ვერ მოიგო, სამივე ფრედ დასრულდა. ამ 23 მატჩიდან “ბილბაოს” 1-ზე მეტი გოლი არცერთში არ გაუტანია.

ამ სეზონში “ბილბაოს” მესამედ შევხვდებით, წინა ორი მატჩი “სან მამესზე” გაიმართა. ლა ლიგის შეხვედრა 1-1 დასრულდა, ერთი თვის წინ კი ერთმანეთს ესპანეთის თასზე გადავეყარეთ. სამწუხაროდ, მაშინ კოპას ტიტულთან ერთად, ანსუ ფატიც დავკარგეთ. 

საინტერესო ფაქტები

  • ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უსმან დემბელეზე მეტი გოლი შემდეგ ფეხბურთელებს აქვთ გატანილი: დანი ალვესი, სერხიო აგუერო, გარეთ ბეილი, ვარაზდატ ჰაროიანი, ხორხე მოლინა (39 წლის, 7 გოლი).
  • “ბარსელონას” ლა ლიგაში 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
  • “ბარსას” ბოლო 17 გოლიდან თავდამსხმელებმა მხოლოდ 6 გაიტანეს.
  • “ბარსელონასა” და “ბილბაოს” ბოლო 6 დაპირისპირებაში 24 გოლი გავიდა.
  • “ბილბაომ” “კამპ ნოუზე” ბოლოს 2001 წელს მოიგო.
  • “ბილბაოში” ყველაზე ტიტულიანი რაულ გარსიაა (5 ტიტული), “ბარსაში” კი პიკე და ბუსკეტსი (30).

სავარაუდო შემადგენლობები

Whoscored:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – ალვესი, არაუხო, პიკე, დესტი – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – ტორესი, ობამეიანგი, გავი

“ბილბაო” | 4-4-2

სიმონი – დე მარკოსი, მარტინესი, ალვარესი, ბერჩიჩე – სარაგა, ვესგა, დ. გარსია, მუნიაინი – ი. ვილიამსი, სანსეტი

Marca:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – ალვესი, არაუხო, პიკე, დესტი – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი

“ბილბაო” | 4-4-2

სიმონი – დე მარკოსი, ვივიანი, მარტინესი, ბერჩიჩე – სარაგა, ვესგა, დ. გარსია, მუნიაინი – ი. ვილიამსი, სანსეტი

SofaScore:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – ალვესი, არაუხო, პიკე, დესტი – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი

“ბილბაო” | 4-4-2

სიმონი – დე მარკოსი, ვივიანი, მარტინესი, ბერჩიჩე – სარაგა, ვესგა, დ. გარსია, მუნიაინი – ი. ვილიამსი, სანსეტი

SportsMole:

“ბარსელონა” | 4-3-3

ტერ შტეგენი – ალვესი, არაუხო, პიკე, დესტი – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი – ტორესი, ობამეიანგი, გავი

“ბილბაო” | 4-4-2

სიმონი – დე მარკოსი, მარტინესი, ალვარესი, ბერჩიჩე – სარაგა, ვესგა, დ. გარსია, მუნიაინი – ი. ვილიამსი, სანსეტი

პროგნოზი

90min: ბარსელონა 2-2 ბილბაო

SportsMole: ბარსელონა 2-1 ბილბაო

Sportskeeda: ბარსელონა 3-1 ბილბაო

WhoScored: ბარსელონა 2-2 ბილბაო

ტრანსლაცია

მატჩი სტარტს, თბილისის დროით, 23:55 საათზე აიღებს. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge გვთავაზობს

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • nika 54
    27 თებ 2022, 16:17

    ციტატა: CHEPE
    ტორესი დაისვენებსო დემბელეს დააყენებს მარცხენა ფლანგზე და ობამა ტრაორეს


    ტორესი ნამდვილად დასასვენებელია, ჯობია კარში დარტყმებზე ივარჯიშოს.

  • EL MAESTRO 6
    27 თებ 2022, 13:50

    Don_Andresito,
    ამ მომენტში 2 თამაშით ნაკლები გვაქ ატლეტიკოზე, თუ ორივეს მოვიგებთ 3 ქულით ჩამოვიტოვებთ უკან, მე მაგალითად მირჩევნია რომ ოთხეულში ატლეტიკოს ნაცვლად ბეტისი მოხვდეს ბარსასთან ერთად, ისეთ საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს ატლეტიკო რომ არ იმსახურებენ ოთხეულს, ბეტისი კი პირიქით კარგი გუნდია და ბევრად ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ

  • Don_Andresito
    27 თებ 2022, 13:37

    ყველა ატლეს გადასწრებაზე საუბრობს მარა მორჩა ჩავარდნა, დააბრუნა ჩოლომ გუნდი და უაზროდ აღარ წააგებს. ატლეტიკო ოთხეულში 99 % ით შევა. მთავარი ბეტისია, ეგ უნდა ამოვაგდოთ. სევილიაში წააგებს იმედია. კარგი გუნდია მარა ის რესურსი არ აქვს რაც ატლეს სევილიას ან ჩვენ. ბეტისის ვერ მოგებებს ვქომაგობ თორე ძაღლი ატლეტიკო კი შეძვრება მაინც

  • Pirat❤️💙
    27 თებ 2022, 12:23

    მგონია მინგესას დააყენებს მარჯვენა ფლანგზე

  • Sergio5
    27 თებ 2022, 12:02

    ცუდია კალათბურთს რომ ემთხვევა ცოტა მაინც მარა არაუშავს, იქნებ დღესაც პირველ ტაიმში დავუმთავროთ მაკედონელებს ყველაფერი და შესვენებიდან ბარსას ვუყურებ

  • EL MAESTRO 6
    27 თებ 2022, 11:13

    მოსაგები თამაში გვაქვს, უნდა გავიმყაროთ ადგილი ოთხეულში, მერე რაიოსთან როცა ჩავატარებს გამოტოვებულ თამაშს კამპ ნოუზე ისიც მოსაგები იქნება და ატლეს 3 ქულით გადავასწრებთ