ბარსელონას პრეზიდენტი არ ჰყავს, რომ პსჟ-ს უპატივცემულობას პასუხი გასცეს – ლაპორტა

ბარსელონას პრეზიდენტი არ ჰყავს, რომ პსჟ-ს უპატივცემულობას პასუხი გასცეს – ლაპორტა

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჟოან ლაპორტა ერიკ გარსიას ტრანსფერზე, კლუბის დროებით ხელმძღვანელობასა და ლიონელ მესიზე საუბრობს:

ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ჩემი კომენტარების შემდეგ, ერიკ გარსიას თაობაზე იმავე აზრს ვინარჩუნებ. თუ მას „ბარსაში“ დაბრუნება სურს, ეს უნდა დაამტკიცოს. ამ სიტუაციაში, რთულია, თანხა გადაიხადო, რადგან ზაფხულში ესპანელის უფასოდ დამატება შეგვეძლება.

თუ ივნისში ახალგაზრდა მცველის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოყვანის საშუალება გვექნება, არ ვიცი, ფული რატომ უნდა გადავიხადოთ, მით უმეტეს – ასეთი კრიზისის დროს.

ვერ ვხვდები, ამჟამინდელი შტაბი, რომელსაც კარლეს ტუსკეტსი ხელმძღვანელობს, ხელფასების ან ფეხბურთელთა აგენტების კომპენსაციის შემცირებას რატომ განიხილავს. ეს ის საკითხია, რისიც ნამდვილად არ მესმის.

პსჟ ლეო მესის ტრანსფერზე არ უნდა საუბრობდეს. სამწუხაროდ, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სათავეში პრეზიდენტი არაა, რომ პარიზელთა მხრიდან წამოსულ უპატივცემულობას პასუხი გასცეს.

შეგახსენებთ, „ბლაუგრანას“ საპრეზიდენტო არჩევნები 7 მარტს გაიმართება, მისი მოგების მთავარ ფავორიტად კი სწორედ ლაპორტა მიიჩნევა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • me da barca
    27 იან 2021, 22:53

    გვყავდა "ღირსეული" პრეზიდენტი, მაგრამ ყველა ბარსას აჩმორებდა.

  • ბასქუ10
    27 იან 2021, 22:32

    ხოდა დროზე ჩაგეტარებინათ არჩევნები და გასცემდი საკადრის პსუხს

  • nika 54
    27 იან 2021, 22:22

    და რატომ არ უნდა საუბრობდეს პსჟ ლეოს ტრანსფერზე? თუ არ ვცდები პირველი იანვრიდან ლეოს ყველასთან შეუძლია კონტრაქტზე საუბარი, თუ ბარსას შეუძლია უტვინოდ და უდროოდ ესაუბროს ატლეტიკოს ფეხბურთელს, და გარდა წყალში გადაყრილი 120 მილიონისა კიდევ 20 მილიონი მიართვას სერესოს, მორალური ზიანის მიყენებისთვის. რაც იმაში გამოიხატა რომ ბართომეუ გრიზმანთან და მის ოჯახთან საუბრობდა არა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. რა გინდა რო ქნა, ასეთი უტვინოების ხელში აღმოჩნდა ბარსა და ამიტომაც დაუშვეს მიწაზეც არა, უფრო ღრმად უფსკრულში.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    27 იან 2021, 19:28

    ამიტომაც ხარ შენ საჭირო პრეზიდენტად რომ ასეთ უპატივცემულობებს საკადრისი პასუხი გაეცეს, მაგრამ არა მარტო ამიტომ.ერთადერთი საღად მოაზროვნე გუნდის კეთილდღეობაზე მზრუნველი ხარ და პირველ ადგილზე პირადი ინტერესების ნაცვლად გუნდის ინტერესებს აყენებ.ერთადერთია ვისაც გუნდის ფეხზე დაყენება შეუძლია ამას ვერც ფონტი შეძლებს და ვერც ფრეიშა.

  • C.PC5
    27 იან 2021, 18:42

    აი ამ საკითხებთან დაკავშირებით ზუსტად ეგეთი შეხედულება მაქვს და მიხარია რომ მოაზროვნეა ეს კაცი და თანაც ფავორიტია არჩევნებში.

  • Always cule
    27 იან 2021, 18:10

    კარგად ილაპარაკა ძალიან, მოიგებს უეჭველი.
    მიდი ლაპორტ შენი იმედი გვაქვს ყველას

  • BEQA BARCA
    27 იან 2021, 17:33

    მართალია ეს კაცი. როდისბმოვა ერთი სული მაქ რომ კრიზისიც და ყველა პროვლემა მოგვარდე😔😔

  • MARADONA1968
    27 იან 2021, 17:08

    მოდი რა დროზე, შენი მოსვლა=ბარსას აღორძინებას!
    დღეს ისეა ბარსა გაქვავებული და დაცემული, როგორც ზღაპრებში, ბოროტი ჯადოქრები, რომ აქვავებდენ ხოლმე კეთილ პერსონაჟებს, მაგრამ ბოლოს კეთილი იმარჯვებდა, ეს ისე პარალელისთვის შევადარე.
    ლაპორტას მოსვლა=პერე<<ცენზურის დარღვევა>>კოს კლანის გათიშვას.
    კულეებო ცოტაც და ბარსა დაიბრუნებს მის სახეს!
    წარმატება ბარსას და თქვენ, ჩემო მეგობრებო და ერთგულო გულშემატკივრებო!!!

  • Clever liar
    27 იან 2021, 17:05

    რათქმაუნდა, მოიგებს ლაპო და პირველ რიგში პატივისცემას დაიბრუნებს, შემდეგ წარმატებაც მოვა ავტომატურად.

  • Albicelecte
    27 იან 2021, 17:04

    ეს შეიხები ისევ…
    რეკონკისტა უნდა დაიწყოს და ისევ კუთვნილ ადგილას უნდა მიაბრძანონ…