workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:55

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ასტონ ვილა ლოგო

ასტონ ვილა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
წუთიერი დუმილის ორი მიზეზი

წუთიერი დუმილის ორი მიზეზი

calendar_month მატჩის დრო: 3 ნოემბერი, 23:55
bolt მოკლედ
"ბარსელონასა" და "ასტონ ვილას" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ "ტენერიფეს" ფეხბურთელს, ხესუს დე მიგელსა და ურდაში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის 69 მსხვერპლს. უეფას გადაწყვეტილებით, გარდაცვლილ ფეხბურთელს ამ კვირაში ყველა ევროტურნირზე გაიხსენებენ.

“ბარსელონასა” და “ასტონ ვილას” შორის ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩის დაწყებამდე “სპოტიფაი კამპ ნოუზე” წუთიერი დუმილი იქნება. კატალონიური კლუბი პატივს მიაგებს “ტენერიფეს” 30 წლის თავდამსხმელს, ხესუს დე მიგელსა და ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის 69 მსხვერპლს.

ხესუს დე მიგელი 3 ნოემბერს გარდაიცვალა. ფეხბურთელმა წინა დღეს, “ანდორასთან” ესპანეთის მეორე დივიზიონის მატჩში, მეტოქის მეკარე ხესუს ოვონოსთან შეჯახების შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარს “ბარსელონაც” გამოეხმაურა და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონამ” უეფას მანამდეც მიმართა წუთიერი დუმილის გამართვის თხოვნით. კლუბს სურდა, ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში პატივი მიეგო 28 ოქტომბერს, ტოლედოს პროვინციაში, ურდასთან მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის 69 მსხვერპლისთვის.

უეფამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. კატალონიურმა კლუბმა დაღუპულებს პატივი უკვე მიაგო ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე, დანიურ “კიოგესთან” შეხვედრის წინ. წუთიერი დუმილი გაიმართა 31 ოქტომბერს, “ბარსელონასა” და “ალავესის” მატჩის დაწყებამდეც.

ხესუს დე მიგელის გარდაცვალების შემდეგ კი “ბარსელონასა” და “ასტონ ვილას” შეხვედრამდე დაგეგმილი წუთიერი დუმილი ორივე ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნება.

ამასთან, უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხესუს დე მიგელის ხსოვნას ამ კვირაში ყველა ევროტურნირზე პატივს მიაგებენ.

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ესპანელი ფეხბურთელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

“თავზარდაცემულები ვართ ხესუს დე მიგელის გარდაცვალებით. სიტყვებს ვეძებდით, მაგრამ მხოლოდ სიჩუმე ვიპოვეთ. ამ სიჩუმეში ჩვენი ფიქრები და გულები მის ოჯახთან, თანაგუნდელებთან, “ტენერიფეს” ყველა წევრთან და თითოეულ ადამიანთანაა, ვინც ამ ტრაგიკულ დანაკარგს გლოვობს.”

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ტრაგედიის გამო 3 ნოემბერს დაგეგმილი ესპანეთის თასისა და ქალთა თასის შეხვედრები გადადო.

“ბარსელონასა” და “ასტონ ვილას” მატჩი კი დაგეგმილ დროს გაიმართება, თუმცა “სპოტიფაი კამპ ნოუზე” საფეხბურთო დაპირისპირებამდე დაღუპულთა ხსოვნას მიაგებენ პატივს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი