”ალფონსო მურუბის” სტადიონი აღმოჩნდა ადგილი, სადაც ოსკარ გარსიას შეგირდებმა თავიანთ მონაგარს კიდევ ერთი ტიტული შემატეს: კოპა დელ რეი. შეგახსენებთ, რომ მათ ამ სეზონში უკვე მოპოვებული ჰქონდათ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.
”ბარსამ” შეხვედრა პირველი წუთებიდანვე ძალიან აქტიურად დაიწყო. ისინი გრძელი, დიაგონალური პასებით ცდილობდნენ მეტოქის მცველების დაბნევას, მაგრამ გოლი მე-11 წუთზე კონტრ–შეტევით გავიდა, რომელიც ერნესტომ წამოიწყო და დეულოფეუმ დააბოლოვა, 1:0.
”ბარსამ” თავისი საუკეთესო ფეხბურთის თამაში სწორედ გატანილი გოლის შემდეგ დაიწყო. რაფა ალკანტარა, ერნესტო და დეულოფეუ ძალიან ლამაზ პასებს და კომბინაციებს თამაშობდნენ. გოლმაც არ დააყოვნა და 32-ე წუთზე გუსტავომ საჯარიმოს გარედან, მარცხენა ფეხით დარტყმული ბურთი მეტოქის კარის ბადეში მოათავსა, 2:0.
მეორე ტაიმი, როგორც მოსალოდნელი იყო ”ესპანიოლის” შეტევებით მიმდინარეობდა, მაგრამ ანგარიში საბოლოოდ არ შეცვლილა და გამარჯვებაც ”ბარსას” დარჩა.
Juvenil A: Unzué, Edu (Ayala, 82′), Sergi Gómez, Rosell, Balliu, Gustavo, Ernesto (Herrera, 90′), Masó, Rafa, Espinosa (Palau, 75′) and Deulofeu (Dongou, 87′).
Espanyol: Edgar, Héctor (Alejandro, 68′), Duarte (Eric, 45′), Carlos (Gil, 84′), Blanchart, Pau, Blázquez, Gabi, Thievy, Pirulo and Paul Quaye (Miravent, 65′).
[media=http://www.youtube.com/watch?v=]

