იყო დრო, როდესაც ესპანური კლუბების სარეზერვო გუნდებს ქვეყნის თასზე თამაშის უფლება ჰქონდათ, რაც იმის შესაძლებლობასაც იძლეოდა, რომ “ბარსა” “რეალ მადრიდ კასტილიას”, ხოლო “რეალი” “ბარსელონა ატლეტიკოს” (ამჟამად “ბარსელონა ბ”) შეხვედროდა.
ასეთი ფაქტები მართლაც დაფიქსირდა. ესპანური ფეხბურთის გრანდები ერთმანეთის სარეზერვო გუნდებს თითოჯერ გადაეყარნენ.
“ბარსელონას” პირველი გუნდისა და “რეალ მადრიდ კასტილიას” შემთხვევაში ეს 1981 წელს, 1/8 ფინალში მოხდა. “ბარსამ” ორივე თამაში მარტივად მოიგო – სტუმრად 5-3 და შინ 4-1. “რეალზე” კი იგივეს ვერ ვიტყვით.
ზუსტად 37 წლის, 1984 წლის 25 იანვარს, ესპანეთის თასის 1/8 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონა ატლეტიკომ” “რეალს” “მინი ესტადიზე” უმასპინძლა.
“ბარსელონას” შემადგენლობა ასეთი იყო: კოველა, პედრასა, მარტინი, ფრადერა, გიტარტი, ირიატე, კომასი, კალდერე, ლეივა, ლოპესი, მარსელინიო. შეცვლაზე კარლოსი და გილიენი შევიდნენ. კატალონიელების სარეზერვო გუნდს ხოსე რომერო წვრთნიდა. როგორც ხედავთ, “ბარსელონას” შემადგენლობაში არცერთი მომავალი ვარსკვალვი არ ყოფილა. 13 ფეხბურთელიდან პირველ გუნდამდე მხოლოდ სამმა მიაღწია (პედრასა 76 თამაში, ფრადერა 31 თამაში, კალდერე 157 თამაში).
“რეალის” სასტარტო თერთმეტეული ასეთი იყო: მიგელ ანხელი, ბონეტი, მეტგოდი, კამაჩო, ხუან ხოსე, გალიეგო, ბერნარდო, დელ ბოსკე, ისიდრო, პინედა, ხულიო სუარესი. შეცვლაზე იტო შევიდა. გუნდის დამრიგებელი ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანო იყო.
რა თქმა უნდა, “რეალს” უძლიერესი შემადგელობით არ უთამაშია, მაგრამ რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი მაინც ვიხილეთ. მაგალითად მეკარე მიგელ ანხელი, რომელსაც “რეალში” 273 შეხვედრა აქვს ჩატარებული და რომელიც იმ სეზონში გუნდის პირველი მეკარე იყო, ხუან ანტონიო კამაჩო, რომელიც მადრიდელთა სასტარტო შემადგენლობის წევრი იყო, იმავე სტატუსის მქონე ივან გალიეგო. დანარჩენი მოთამაშეებიც “სამეფო კლუბისთვის” მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ. ლა ლიგის 1983/84 წლების გათამაშებაში ამ თერთმეტეულიდან 15 თამაშზე ნაკლები მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა ჩაატარა, მათგან ერთ-ერთი კი ლეგენდარული ვისენტე დელ ბოსკეა, რომელიც კარიერაში ბოლო სეზონს ატარებდა. მეტსაც გეტყვით – დელ ბოსკეს კარიერაში ეს სულაც ბოლო თამაში იყო.
ასეთი გუნდით ეწვია “რეალი” კატალონიას, მაგრამ ახალგაზრდა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და 0-0 დასჯერდა.
განმეორებითი შეხვედრა 2 კვირის შემდეგ გაიმართა და მას 8 თებერვალს ცალკე სტატიას მივუძღვნით.
ავტორი რამდენი წლისაა მაინტერესებს,ესეთი მიკერძოებული როგორ უნდა იყო საიტის ადმინისტრატორი,სირცხვილია,აქ კიდე ტყუილებს რო აჯერებს მომხმარებლებს
შემდეგ თამაშში ას პროცენტიანი მოგება გვინდა,რეალი წაასხავს აუცილებლად და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ
კორნელია ჩვენც კარგად გვეთამაშა მარა რეალი სხვა განზომილებაა ისეთებს აკეთებდნენ თასზე
აუ ესენი რა დღეში გვყავს ჩაგდებული, ბ გუნდითაც კი
ახლაც რო მოხდეს მასეთი რამე უჰ რას ვეღადავები მადრისდისტდბს
რაა გასაკვირი, წელსაც იგივე დონის გუნდმა, ალკოიანომ გაუშვა მაწონზე, კორნელიამ კი ატლეტიკო.
ბ გუნდითაც რომ ვათრევთ ამ უბედურებს🤣
ბარსა ბ-საც გაბახებული ყავს სამეფო მონები <3
მართლაც მაგარი რამაა იმის გათვალისწინებით რომ ძლიერებმა როტაცია გამოიყენეს. ველოდები შემდეგ სატიას 8თებერვალს!!