ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 17 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 17 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 17 იანვარს მოხდა.

თამაშები

17 იანვარს “ბარსელონამ” 18 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 12 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1939 წელი

“ბარსელონას” დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, 1936 წელს ფრანკოს რეჟიმის მიერ დახვრეტილი პრეზიდენტი ჟოზეპ სუნიოლი, პატივისცემის ნიშნად, პრეზიდენტად “დაუსწრებლად” ეცნო.

1955 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ესტებან ვიგო. მან, 1977-1987 წლებში, ლა ლიგაში “ბარსელონას” მაისურით 166 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. ვიგომ ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის სუპერ თასი, თასების მფლობელთა თასი, 2-ჯერ ესპანეთის ლიგის თასი და 3-ჯერ ესპანეთის თასი მოიგო.

1968 წელი

კლუბის პრეზიდენტი გახდა ნარსის დე კარერასი, რომელმაც ინაუგურაციის დროს წარმოთქვა სიტყვები “მეტი ვიდრე კლუბი” (mes que un club!).

1970 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ჩაბიერ ესკურსა. 1994-95 წლებში მან “ბლაუგრანაში” 19 შეხვედრა ჩაატარა და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

2009 წელი

“ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” “დეპორტივო” 5-0 გაანადგურა. გოლები მესიმ, ეტო’ომ (2) და ანრიმ (2) გაიტანეს.

2016 წელი

ესპანეთს სუპერ თასზე განადგურების გამო “ბარსელონამ” რევანში აიღო და “ბილბაო” ლა ლიგაში 6-0 დაამარცხა. გოლები სუარესმა (3), მესიმ, ნეიმარმა და რაკიტიჩმა გაიტანეს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • nika 54
    20 იან 2022, 15:13

    2009 წელი
    "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "დეპორტივო" 5-0 გაანადგურა. გოლები მესიმ, ეტო'ომ (2) და ანრიმ (2) გაიტანეს.

    რა დრო იყო, გოლების თვლას რო ვერ ავუდიოდით.

  • ბასქუ10
    17 იან 2021, 19:27

    დღესეც კარგი იქნებოდა მაგავსი ანგარიშით ამ ფინალის მოგება❤️

  • C.PC5
    17 იან 2021, 14:56

    მეტი ვიდრე კლუბი❤️. ბილბაოს იმედია დღესაც დავადუღებთ!

  • me da barca
    17 იან 2021, 14:15

    სიტყვები "Mes que un qlub" და მე ერთი ასაკის ვყოფილვართ.🤗

  • BEQA BARCA
    17 იან 2021, 12:37

    ხოდა დღესაც მოვუგებთ ბილბაოს იმავე ანგარიშით გაგვიჭირდება მაგრამ მოვიგებთ.💜❤