ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის სუპერ თასის ფინალისთვის სამსაჯო ბრიგადა დაასახელა და “ბარსელონა” მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ უნდა დარჩეს.
17 იანვარს “ბილბაოსთან” გასამართი მატჩის მთავარი არბიტრი 36 წლის ხესუს ხილ მანსანო იქნება, რომელსაც “ბარსელონას” მიმართ სიმპათიებს ნამდვილად ვერ დავწამებთ. ხილ მანსანოს მიერ განსჯილი თამაშებიდან “ბარსელონამ” მხოლოდ 62% მოიგო, ხოლო “რეალმა” – 82%. ერთი მსაჯისთვის ესპანური ფეხბურთის ორი გრანდის შედეგებში ასეთი დიდი განსხვავება ჩვეული რამ ნამდვილად არაა.
მანსანოს მსაჯობით ჩატარებულ 26 შეხვედრაში “ბარსელონას” 16 მოგება, 6 ფრე და 4 წაგება აქვს. ხესუს ხილმა “ბლაუგრანას” ფეხბურთელები მოედნიდან 6-ჯერ გააძევა (აქედან 3-ჯერ პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა), ხოლო მეტოქეები – 5-ჯერ. მან როგორც “ბარსას”, ასევე მეტოქის კარში 5 თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ეს შედეგი ბევრი გუნდისთვის კარგია, მაგრამ არა “ბარსელონასთვის”.
“ბილბაოს” შეხვედრაში მანსანოს 20-ჯერ უმსაჯია. ბასკებს 9 მოგება, 6 ფრე და 5 მარცხი აქვთ. ხესუს ხილმა “ბილბაოს” ფეხბურთელი მოედნიდან ერთხელ გააძევა, ხოლო მეტოქე – 2-ჯერ. მან ბასკებს 5 პენალტი დაუდო, მეტოქეს კი 7.
ვიდეორეფერი ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი იქნება, რომელთანაც “ბარსას” დაახლოებით იგივე შედეგი აქვს, მაგრამ ერნანდესს იმას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, რომ ან თერთმეტმეტრიანებში, ან წითელ ბარათებს მეტოქის მხარეს იჭერს.
ერნანდეს ერნანდესის მონაწილეობით ჩატარებულ 26 შეხვედრაში “ბარსას” 15 მოგება, 8 ფრე და 3 წაგება დაუგროვდა. მან “ბლაუგრანას” ფეხბურთელი მოედნიდან მხოლოდ ერთხელ გააძევა, ხოლო მეტოქის – 7-ჯერ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმ ერთ გაძევების მატჩში ერნანდესმა “ბარსელონა” დაჩაგრა – საუბარია “ელ კლასიკოში” სერჟი რობერტოს (სამართლიან) გაძევებაზე, როდესაც წითელი ბარათი ასევე გარეთ ბეილს უნდა მიეღო, მაგრამ უელსელი დაინდეს, რის შემდეგაც მან გოლის გატანაც მოახერხა. რაც შეეხება დანიშნულ თერთმეტმეტრიანებს – 8-2 “ბარსელონას” სასარგებლოდ.
“ბილბაოს” ერნანდესის მიერ წაყვანილ შეხვედრაში 15-ჯერ უთამაშია. ბასკებს 9 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდათ. “ბილბაოს” ფეხბურთელი ერნანდესმა მოედნიდან 2-ჯერ გააძევა, მეტოქისა კი 4-ჯერ. მან ბასკებს 3 თერთმეტმეტრიანი დაუნიშნა, ხოლო მეტოქეს – 6.
ძააან არ მევასება ეს ტიპი იმედია არაფერს მიქარავს
ეს ის არაა, მესიმ ხელი რომ არ ჩამოართვა?!
ამას არ იყო კრისტინამ ხელი, რომ კრა?
ჰო აბა ეხლა ნეიტრალურს ხომ არ დანიშნავდნენ ფინალია თან ბარსა თამაშობს ეგრევე მანსანო
ახვრები 
მადრიდელი ხესუს ხილ მანსანო?!
ლენგელე და დემბელეეე ფრთხილაად! იმედია მესი ითამაშებს 🙁
მესის ტრავმა, არჩევნების გადადება და კიდე ახლა მანსანო ფინალში, სრული ბედნიერება გვაქვს პირდაპირ
მერე ასე თუ იციან, რომ ანტიბარსას წარმონაქმნია, რა უფლებით აძლევს ფედერაცია მის მსაჯობას, ეს უსამართლობაა, მსაჯი უნდა იყოს 1000% ნეიტრალური.
ROUCH,
ჰოდა მაგ ხელების ქნევაში თუ აირტყა წითელი .
სხვას გააძევებს ამ საქმის პროფესიონალია მითუმეტეს ბარსელონას ფეხბურთელების გაძევებაშია მაგარი და ეგ არ გაუჭირდება არც ამ თამაშში.
ჰაჰა, დებლილი ლენგლე დამავიწყდა, ხელებს ისე იქნევს ბიჭიკოს საფრთხობელასავით
ძააან საზიზღარი მსაჯია და ჯინზე მაგრად უნდა ითამაშონ, პლიუუს წითელ ბარათს არაიკიდებენ იმედია რა… მესიც მაგრად გვჭიდება:/
პერესმა მსაჯიც შეარჩია უკვე, რომ ტიტული აგვახიოს
BEQA BARCA,
მე შენ გეტყვი გაუჭირდება თან ეგ საქმე.
კაი მედრიდისტაა ეს სუდია.😡 ვიღაცამ შეილება წითელს გამოჰკრას ხელი. ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ფუ როგორ ვერ ვიტან ამას
ROUCH,
სხვას გააძევებს ამ საქმის პროფესიონალია მითუმეტეს ბარსელონას ფეხბურთელების გაძევებაშია მაგარი და ეგ არ გაუჭირდება არც ამ თამაშში.
რობერტო არ იქნება ეგ დებილი პროვოკაციაზე წამოაგეს მაშინ მარსელოს რო მიჰკრა თუ სწორად მახსოვს