ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პოცო: “თუ სანჩესი “ბარსაში” გადავა, “რეალი”…”

პოცო: “თუ სანჩესი “ბარსაში” გადავა, “რეალი”…”

 

იტიალიური “უდინეზეს” მფლობელმა, ჯამპოლო პოცომ ესპანურ გამოცემა “ას”–თან საუბრისას განაცხადა, რომ თუ მისი გუნდის თავდამსხმელი, ჩილელი ალექსის სანჩესი “ბარსელონაში” გადავა, მაშინ მადრიდის “რეალი” ძალზედ უიღბლო ყოფილა…

 

“ამბობენ, რომ ჩვენ სანჩესში 50 მილიონ ევროს ვითხოვთ. დიახ, ეს ძალიან დიდი თანხაა. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ეს ფეხბურთელი უფრო მეტიც კი ღირს. ალექსისი თავის თაობაში საუკეთესო ფეხბურთელია. ასე იყო ზუსტად კრიშტიანო რონალდუც თავის ასაკში. მე მინდა დავარწმუნო ყველა, რომ თუ სანჩესი “ბარსელონაში” გადავა, მომავალ წელს “რეალი” ვერაფერს ვერ მოიგებს. ამ ფეხბურთელს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. თუ “ბარსა” მასში 50 მილიონს გადაიხდის, მაშინ ეს ძალიან კარგი შეთანხმება იქნება”, – აცხადებს პოცო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში