წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 11 იანვარს მოხდა.
თამაშები
11 იანვარს “ბარსელონამ” 21 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 15 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1903 წელი
ქალაქ ბარსელონას თასის გათამაშება “ბლაუგრანამ” “იბერიასთან” 7-0 მოგებით დაიწყო. ჟოან გამპერმა 5 გოლი გაიტანა, ხოლო ოსომ და ლასალეტამ – თითო.
1921 წელი
“კამპ დე ლა ინდუსტრიაზე” “ბარსამ” “რეალ მადრიდი” 3-0 დაამარცხა. გოლები გრასიამ (2) და პიერამ გაიტანეს.
1931 წელი
“ბარსამ” “ესპანიოლი” 6-2 გაანადგურა. ამ შეხვედრის შემდეგ “ბარსელონამ” ბოლოდან (მე-10) მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, ბოლო ადგილი კი “ესპანიოლს” დაუთმო.
1942 წელი
“ბარსელონამ” “ესპანიოლთან” გამართული საშინაო თამაში 1-2 წააგო. მასპინძელთაგან თავი მარტინმა გამოიჩინა.
1970 წელი
“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად ვიკ ბუკინგემი დაინიშნა, რომელიც ამ პოზიციას 1972 წლამდე იკავებდა.
1980 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯოვანი დეიბერსონი. 2001-2003 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 45 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
1981 წელი
“ბარსელონა” “ესპანიოლთან” სტუმრად ანგარიშით 0-1 დამარცხდა.
2006 წელი
ესპანეთის თასზე “ბარსელონამ” “სამორა” 6-0 გაანადგურა. გოლები ლარსონმა (2), ესკერომ, მოტამ, მაქსი ლოპესმა და ვან ბომელმა გაიტანეს. მაქსი ლოპესის გოლი ესპანეთის თასის ისტორიაში 35000-ე იყო.
2015 წელი
MSN-ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ლა ლიგის ერთ თამაშში გოლი მესიმაც გაიტანა, სუარესმაც და ნეიმარმაც. ეს ფაქტი “ატლეტიკოსთან” 3-1 მოგებულ შეხვედრაში დაფიქსირდა.
2016 წელი
ლიონელ მესიმ სარეკორდო, მე-5 “ოქროს ბურთი” მოიგო.
2017 წელი
ლუის სუარესმა “ბარსელონაში” თავისი მე-100 გოლი გაიტანა. ურუგვაელმა ეს ესპანეთის თასზე “ბილბაოსთან” გამართულ შეხვედრაში (3-1) მოახერხა და მას ამისთვის მხოლოდ 120 თამაში დასჭირდა.
120 თამაშში 100 გოლი…
…და ძაღლივით გააგდეს!
ეჰ მსნ რა დრო იყო, რა შეტევა იყო, სიტყვებიც ზედმეტია, ყველა გუნდს რო აკანკალებდნენ და მცველებს ფეხზე იხვევდნენ🥺
ბევრი რამ მომხდარა 11ში. MSN-ის გოლები გამოსარჩევია, და კიდე რეალი 11შიც გვყოლია ნათრევი🤣🤣😆😆😆🤣
ბოლო წლებში ეს დღე რა კარგი ყოფილა MSN😔😔😔😥
როგორ მწყდება გული სუარესზე 🙁