workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრიციო რომანო: ვეინალდუმმა “ლივერპულს” მოცდა სთხოვა

ფაბრიციო რომანო: ვეინალდუმმა “ლივერპულს” მოცდა სთხოვა

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო მიიჩნევს, რომ “ლივერპულის” ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი, მერსისაიდული კლუბის დატოვების შემთხვევაში, “ბარსელონას” მიაშურებს.

სიახლე არაა, რომ “ბლაუგრანას” მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს, გასულ ზაფხულში მისი თანამემამულის შეძენა სურდა, თუმცა ნიდერლანდელის ტრანსფერი ვერ შედგა. კატალონიელებს იმედი აქვთ, რომ 30 წლის შუახაზელს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება, ხელში უფასოდ ჩაიგდებენ.

ფაბრიციო რომანომ ვეინალდუმის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით Give me Sport-თან განაცხადა:

სიმართლე უნდა გითხრათ. ჯინისთან დაახლოებულმა პირებმა მაცნობეს, რომ ის “ლივერპულს” პატივისცემით ეკიდება. მან შობამდე კლუბთან ისაუბრა და კონტრაქტის თაობაზე ახალი შეთავაზება მიიღო. მერსისაიდელებმა ჯინის დაყოლიება დეკემბრის დასაწყისშიც სცადეს. ჯიორჯინიოს აზრით, ეს ექსტრაორდინალური შეთავაზება არ ყოფილა. ვეინალდუმს რაღაც განსხვავებულის მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ მან თქვა: “მოდი, მოვიცადოთ. ჩემს ოჯახთან გასაუბრება მინდა. მსურს, გადაწყვეტილება მომავალ კვირაში მივიღო, ამიტომ ცოტა დრო მომეცით. სხვა კლუბებთან საუბარი არ მინდა”.

თუ ვეინალდუმი “ლივერპულს” უარს ერტყვის, დარწმუნებული ვარ, მისი ერთ-ერთი ვარიანტი “ბარსელონა” იქნება, რადგან კატალონიელებმა გასულ ზაფხულში მისი შეძენა სცადეს. ყურადღება გაამახვილეთ რონალდ კუმანზე, რომელსაც ჯორჯინიო “ბლაუგრანაში” უნდოდა. მას ვეინალდუმი მოსწონს. თუმცა, თუ “ბარსას” ახალი პრეზიდენტი სიტუაციას შეცვლის და მომავალ სეზონში ახალ მწვრთნელს მოიყვანს, არ ვიცი, აირჩევს თუ არა კლუბი ნიდერლანდელ ფეხბურთელს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • ბასქუ10
    schedule 11 იან 2021, 10:10
    #8

    ყველა გუნდს ჭირდება ერთი ასეთი მებრძოლი ნახ.მცველი და თუ დავითრევთ ძალიან მაგარი იქნება

  • C.PC5
    schedule 11 იან 2021, 00:41
    #7

    კაი ნახევარმცველია უდაოდ, მაგრამ კრიზისის დროს ამაში ფულის გადაყრა არ ღირს. უფასოდ მოყვანა უნდა სცადო მასე ძაან თუ უნდათ. კუმანი სულ ჰოლანდიელებს ადებს ხელს და მოყავს, მაგრამ მომავალში შეიძლება კუმანი გაუშვან და ჩავი მოიყვანონ რომელსაც არაფერში დასჭირდება ვეინნალდუმი და შეიძლება არც დეპაი. ნუ მოკლედ მაინც ახალ ხელმძღვანელზეა დამოკიდებული, თუ ლაპორტას ჩავის უახლოეს მომავალში მოყვანა აქვს განზრახული მემგონი არ დათანხმდება ამის ვეინალდუმის მოყვანას.

  • datio
    schedule 10 იან 2021, 22:58
    #6

    კუმანმა თუ გუნდი გამოაცოცხლა და ფიზიკურად პრესინგი და სირბილი აიძულა, 1 წელი კიდევ უნდა დატოვონ…

    ძალიან გაზარმაცებული იყო გუნდი და ამ პანდემიის გამო სსეზონებს შორის შესვენებაც არ იყო, კუმანს რომ დაცლოდა კარგად გუნდის მომზადება… ცოდოა ეგ კაცი, ნაკრები მიატოვა, ვერავინ უყიდეს და გაზარმაცებული ფეხბურთელების ფორმაში მოსაყვანად დროც არ ქონია.

  • NEYBarca
    schedule 10 იან 2021, 22:58
    #5

    ეს მოსაყვანია იაფად და პიანიჩი გასაშვებია შედარებით ძვირად

  • BEQA BARCA
    schedule 10 იან 2021, 22:17
    #4

    ძლიერი ფეხბურთელია. მგონი მოგვერგება.

  • Albicelecte
    schedule 10 იან 2021, 22:10
    #3

    არა მგონია ბარსას ეს გამოადგეს

  • M10 S9 D11
    schedule 10 იან 2021, 22:05
    #2

    დეპაი ვერ მოყავთ 5 მილიონად და ამას მოიყვანენ?

  • Memphis Depay
    schedule 10 იან 2021, 21:41
    #1

    პიანიჩს აასხმევინონ და ეს ითრიონ.