workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ილაიშ მორიბა შემდეგ კვირაში სარეზერვო გუნდში დაწინაურდება

ილაიშ მორიბა შემდეგ კვირაში სარეზერვო გუნდში დაწინაურდება

“ლა მასიას” ტალანტი, ილაიშ მორიბა შემდეგ კვირაში, “ჟუვენილ A”-დან “ბარსელონა ბ”-ში ოფიციალურად დაწინაურდება, იტყობინება Cadena SER.

მიუხედავად იმისა, რომ მორიბა ფორმალურად 19 წლამდელთა გუნდის წევრია, ის ამ სეზონში სარეზერვო გუნდში ვარჯიშობს და თამაშობს.

ჯერ-ჯერობით, 17 წლის მოთამაშეს რეზერვებში, 5 მატჩში, 410 წუთი აქვს ნათამაშები. ტერფის ტრავმის გამო მან 4 მატჩი გამოტოვა.

მასთან ერთად “ბარსა ბ”-მ სამჯერ მოიგო, ერთხელ ფრე ითამაშა და ერთი წააგო. მის გარეშე კი გუნდმა ერთი მოგება და ერთი მარცხი მიითვალა.

რონალდ კუმანმა “გრანადასთან” დღევანდელი მატჩისთვის ის განაცხადში პირველად შეიყვანა. ამ ეტაპისთვის მორიბა პირველ გუნდთან ივარჯიშებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • ბასქუ10
    schedule 09 იან 2021, 23:34
    #6

    ლა მასია ბრუნდება ნელ ნელა რაც ძალიან მაგარია

  • BEQA BARCA
    schedule 09 იან 2021, 21:23
    #5

    ციტატა: M10 S9 D11
    ნეტა დღეს ერთი 10 წუთი მაინც ათამაშოს


    ეგ კი არა პუჩსაც არ ათამაშებს რა უაზრო ამოჩემება იცის ვაა😡😡

  • BEQA BARCA
    schedule 09 იან 2021, 20:41
    #4

    ესეთი ახალგაზრდები უნდა წამოვიდეს ლა მასიიდან და ფული არ უნდა ვყაროთ ტყუილად უაზრო ტრანსფერებში.

  • M10 S9 D11
    schedule 09 იან 2021, 20:28
    #3

    ნეტა დღეს ერთი 10 წუთი მაინც ათამაშოს

  • C.PC5
    schedule 09 იან 2021, 20:27
    #2

    კაი ბიჭია და იმედია განვითარებას განაგრძობს. სულ ახალგაზრდები არიან წამყვანები უკვე ჩვენთან და ესეც შეემატება ალბათ მალე.

  • ROUCH
    schedule 09 იან 2021, 20:22
    #1

    კაია, იქნებ მომავალ სეზონში მთავარშიც ამოწიონ