“ბარსელონას” ტალანტი, პედრი კატალონიურ კლუბში გადასვლამდე და მას შემდეგაც, არაერთი გრანდის რადარზე იმყოფებოდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბაიერნი” 18 წლის მოთამაშის შეძენით ინტერესდებოდა, თუმცა რამონ პლანესმა ყველაფერი მოაგვარა და უნიჭიერესი ახალგაზდა 5 მილიონ ევროდ “ბარსაში” გადმოიყვანა.
ამასთან, მიუნხენელები “ბლაუგრანას” დარწმუნებასაც ცდილობდნენ, რათა გონსალესი, გამოსყიდვის უფლებით, იჯარის წესით აეყვანათ, თუმცა გერმანელებმა უარი მიიღეს.
წყაროს ცნობით, “რეკორდმაისტერი” “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში არსებული არეული მდგომარეობით სარგებლობას აპირებდა, თუმცა ეს გეგმა ჩაეშალა.
აგრეთვე, ცნობილია, რომ ფეხბურთელის წარმომადგენლებმა “ბარსელონას” ჰკითხეს, დარჩებოდა თუ არა პედრი პირველ გუნდში, კუმანის პოზიცია კი ნათელი იყო – ნიდერლანდელმა გონსალესში რაღაც განსაკუთრებული დაინახა.
როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე ფიქრობს, რომ ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე ასეთი ტალანტი არ არსებობს, მის დაკარგვას კი ყოველ დღე ნანობს.
როგორც ვხედავთ, პედრი მოლოდინს სრულად ამართლებს. კუმანს მასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს – ისინი ვარჯიშზე ხშირად საუბრობენ და გონსალესიც ძალიან მონდომებულია. რონალდს სურს, ახლაგაზრდამ მეტი კრეატიულობა გამოიჩინის და სივრცეები აითვისოს. მწვრთნელმა იცის, რომ პედრი სწორ დროს სწორ ადგილზე იქნება.
CHEPE,
იმიტომ რომ გვარდიოლა ყავდათ და გვარდიოლა დავინდეთ…
ჯერ მაგიტომ უნდა იყვნენ გვარდიოლას საშვილიშვილოდ მადლობლები! მიუნხენში 2-1 რომ გავუხადეთ, ისე ბრინჯივით დაიბნენ იქაც დიდი ანგარიშით მოვუგებდით. პირველივე ტაიმში გაიტანდნენ თან.
მეზიზღება ეგ გუნდი. ბოლო წლებში ბაიერნი რეალის შემდეგ ყველაზე მეტად მეზიზღება 🙂
რაც მაგათ მაშინ იკადრეს – მესი დმატვრეული, ხავი დისკომფორტით თამაშობდა, ვილანოვა მომაკვდავი და რაები აკეთეს კამპ ნოუზე
კარგი რომ ასე მოხდა,ვფიქრობ გაამართლა ტესტის ტრანსფერმა
ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს, კოუში და გრიზმანის ტრანსფერის სრული ფიასკო განიცადა, მაგრა გაგვიმართლა პედროს ტრანსფერით,არც დესტი და დეიონგია ცუდი,ამათ დაუმატოთ ფატი პუჩი და არაუხო და მინგესა, მგონი ტრინკაო და დემბელე ათამაშდება, იღბალი ცოტა შემობრუნდა ჩვენსკენ
ჩვენ იდეალურია პედრი. ბაიერნში შეილება დაკარგულიყო. ჩვენ კი ძალიან გაგვიმართლა.
ბაიერნი ყველა ფეხბურთელზე რატო გვეპოტინება, რა უნდათ. მაგათ უფრო ჯაჯგურა ფეხბურთელები ჭირდებათ და არა პედრის მსგავსი ტალანტები.
კიდევ კარგი არ დაკარგეს ეს კაცი და ჩვენი აღმოჩნდა საბედნიეროდ, ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ასე თამაშობდეს ჯერ არ მინახავს, სასწაულია, ჯერ მარტო მესის როგორ გაუგო და მესიც ბედნიერია ასეთი კაცი რომ ჰყავს გვერდით თან სუა,!რო წავიდა მოედანზე მარტო დარჩა მესი და ახლა პედრი და დე იონგი ნელ ნელა უგებენ, იმედია ისევ ჩამოყალიბდება ტრიო როგორც ადრე იყო ჩავი ინი და მესი, ახლა კი ფრენკი პედრი და მესი
2015-ში რატო არ ამოტენეს ბოლომდე მაგაზე მეშლება ნერვები მე, თვითონ როცა შანსი აქვთ არ ჩერდებიან.
ესენი ხო ყველგან ეტენებიან მეზიზღება ე გუნდი
აუ ეს და დესტი რო მოვიდნენ ძაან კაია, გაასხას ბავარიამ.