workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბილბაო” VS “ბარსელონა (ვიდეოანალიზი)

“ბილბაო” VS “ბარსელონა (ვიდეოანალიზი)

“ბილბაოსთან” შეხვედრა გამორჩეულად კარგი გამოდგა. იყო შეცდომებიც, მაგრამ ეს თამაშის თანმდევი ნაწილია და უშეცდომო გუნდი უბრალოდ არ არსებობს, რაც მთავარია ტაქტიკური შეცდომები მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო შეტევაში კომბინაციური ფეხბურთი ვითამაშეთ და თითოეული შეტევა გააზრებული იყო. 

დაცვა

  • ყველაზე მძიმე ტაქტიკური შეცდომა თამაშის დასაწყისში დავუშვით და გოლიც მივიღეთ. შეტევაში ჩართულ სერჟინიო დესტს ფრენკი დე იონგი აზღვევს და მეტოქეს მეურვეობს, მაგრამ დროის მცირე მონაკვეთში პოზიციასაც კარგავს და მეტოქესაც, თავის მხრივ ბუსკეტსს ჩამოეძინა და პრესინგი დააგვიანა, შესაბამისად გადამწყვეტი პასიც გაკეთდა. 
    შეტევის დასასრულს რაც შეეხება, ინიაკი რომ ლანგლეს სისწრაფეში აჯობებდა, ვიცოდით, მაგრამ ასე ბავშვივით თუ მოატყუებდა, მაინც არ მეგონა. 
  • მეორე მომენტში ლანგლე პოზიციას კარგავს, ამ დროს ჯობდა, რომ პოზიციურად დაეცვა თავი და ბრძოლაში არ შესულიყო, მაგრამ საჰაერო ორთაბრძოლა წააგო და მეტოქის კონტრშეტევას ჩამორჩა. საბოლოოდ შეტევა კარისკენ დარტყმით დასრულდა. 
  • კუთხურს მოჰყვა მეორე კონტრშეტევა, რომელსაც ჩვენი ნახევარდაცვა საწყის ეტაპზე ჩამორჩა, მაგრამ საბოლოოდ სწორი პოზიცია დაიკავეს. მიუხედავად ამისა, მუნიაინი ჰოლანდიელებს მარტივად გაცდა და სახიფათო მომენტიც შექმნა. ასეა საქმე, როგორ კარგადაც არ უნდა იცავდე თავს ტაქტიკურად, საბოლოოდ ყველაფერი ინდივიდამდე დადის, ამ მხრივ კი სერჟინიო დესტი ძალიან სუსტია. 
  • ბოლოს მეორე გოლი მივიღეთ და თავიდანვე ყველაფერი ნათელი იყო, მესი შეცდა. მისგან საკუთარ ნახევარზე ბურთის დაკარგვას არავინ ელის, ამიტომ ყველა მოუმზადებელი აღმოჩნდა. გამეორებაზე ჩანს, რომ მინგესა ერთ წამსაც კი არ კარგავს და მაშინვე იწყებს ზონის ამოკეტვას, მაგრამ დიდი დისტანციის გამო ამას ვერ ახერხებს. 

შეტევა

  • კუმანი 4-3-3 ზე გადაეწყო. განსხვავება მაინც არის კლასიკურ 4-3-3-ს და კუმანის ტაქტიკას შორის, მაგრამ ფრენკი დე იონგი შემტევ ნახევარმცველად თამაშობს და არა საყრდენად. ბოლო ორი თამაშია ვხედავთ მის შერბენებს საჯარიმოში და ამას შედეგი მოაქვს. გვარდიოლას ხელში ამ მოძრაობას როგორც წესი სეიდუ კეიტა ასრულებდა და მასაც შედეგიანად გამოსდიოდა. 
    კიდევ ერთხელ ვნახოთ დე იონგის გოლი “ბილბაოსთან”, “უესკასთან” და კეიტას გოლი “ლევანტესთან”. 

  • “ბილბაო” თავს ზონური დაცვის პრინციპებით იცავდა, სამ ეშელონად, როგორც წესი, თანამედროვე ფეხბურთში გუნდების უმეტესობა ასე იცავს თავს, თუმცა გასაღები ასეთ დაცვასაც მოეძებნება და “ბარსელონელებმა” ყველაფერი იდეალურად გააკეთეს. განსაკუთრებით გამოსარჩევია პედრი, რომელიც სწრაფი აზროვნების წყალობით, თავისუფალ ზონებს ყოველთვის სხვებზე სწრაფად ითვისებს. 

  • მესამე გოლის დროს განსაკუთრებულ დაკვირვებას არაფერი საჭიროებს, უბრალოდ ძალიან საინტერესოა მესი ხელით როგორ იცილებს მეტოქეს, არ აძლევს საშუალებას, რომ თავისუფალ სივრცეში შეჭრა დაასწროს, თუ მეტოქეც იგივეს გააკეთებს პენალტი გარანტირებულია. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება, კარიერაში იმდენჯერ გაუკეთებია, რომ ალბათ უკვე ყველაფერი ავტომატურად ხდება. 
    კარგი იყო კიდევ ერთი შეტევა, რომელიც გოლით ვერ დასრულდა, მესიმ ერთი ცრუ მოძრაობა გააკეთა, მცველი ამოიტყუა და შეტევაც წავიდა, ცუდია, რომ გოლით ვერ დასრულდა, მაგრამ ეგ არაფერი. ფაქტია, რომ “ბარსამ” მოუმატა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • antonio
    schedule 09 იან 2021, 01:23
    #11

    ძალიან ცუდად ითამაშა ბილბაომ არ შეიძლება ამ თამაშით ბარსას შეფასება ძალიან დიდ სივრცეებს ტოვებდნენ ასე როგორც წესი სუსტი გუნდებიც კი აღარ იქცევიან ვნახოთ შემდეგ ორ სამ თამაშში რა მოხდება

  • Bakero
    schedule 08 იან 2021, 23:39
    #10

    კარგია ფეოლა როგორც ყოველთვის ! ცენტრს თუ გავაკონტროლებთ თამაში გვექნება ! დესტზე გეთანხმები 100% -ით სუსტია ეჰ მარტო დესტი რომ იყოს სუსტი კიდევ არაფერი დაცვა მთლიანად საშინელებაა ერთი არაუხოა მეტ ნაკლებად კარგი მაგრამ გამოცდილება აკლია ჯერ და ძალიან ძნელია ცენტრში თამაში გამოცდილების გარეშე მითუმეტეს ბარსაში

  • BEQA BARCA
    schedule 08 იან 2021, 19:16
    #9

    ციტატა: Griezzy7
    ეხლა კიდე 1 თამაშს მოვიგებთ და მერე წაგება გვიწევს 😂😂


    გამოთვლებით ეგრე გვიწევს😂

  • Don_Andresito
    schedule 08 იან 2021, 18:39
    #8

    ციტატა: ბასქუ10
    მესი დეიონგი და პედრი ამ გუნდის ახლაი ქვაკუთხედი, ამ სამი ფეხბურთელით ვიგებთ ამ შეხვედრებს მაგრამ კიდვე გვჭირდება მოედანზე ისეთი ვინც ამ ტრიოს კიდევ უფრო კარგი თამაშის საშუალებას მისცევს


    მოდი დემბელესაც წავამატებდი, ეგ ტრიო სხვა გავლენას ახდენს თამაშზე კი, ინტელექტიც აქვთ და თამაშს კითხულობენ მარა დემბელეს ინდივიდუალიზმი მცველებს მაგრად ურთულებს საქმეს. თან ბილბაოსთან 2-3 კარგი პასიც კი გააკეთა რაც უიშვიათესი მოვლენაა. ხან თავზეც იღებს ეპიზოდს და ურტყამს, ეგეც ამწვავებს თამაშს და მცველების ყურადღება მიაქვს. ამიტო ამ 4 კაცის თამაშზე ვართ დღეს დამოკიდებულები. იმედია ფატი რო დაბრუნდება სხვაობას ეგეც შექმნის. დემბელე კიდე ცოტა მეტად უნდა შეთამაშდეს ამ ტრიოსთან და ზოგადად გუნდთან, საერთოდ ცალკე გუნდია ტიპი. ისე კი ფლანგებს რო იცვლის და დრიბლინგებს აკეთებს ეგეც კარგია. მარტო დემბელეს მიმართ ანტიპატიის გამო ნუ დავუკარგავთ იმას რო ძლივს რაღაცაში გვეხმარება. აი გრიზმანისგან ვითხოვ მეტს, შეუძლია ამ ფორმაციის ბარსაში თამაში, კომბინაციებში აქტიურად ჩართვა, პრესინგი და ბურთის დაბრუნება, დღევანდელ ბარსაში სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია დაკარგული ბურთის სწრაფად დაბრუნეება და კონტრების მალევე ჩალშა, თორე დაცვა რო ვერ უმლავდება ონდავ სახიფათო კონტრებსაც ეგ ვიცით, 2 დიდი სუსტი წერტილი გვაქვს დაცვაში დესტის და ლენგლეს სახით. ბრაიტიც არაა დიდად გუნდური მოთამაშე, საშუალო დონის 9 ია და თავის მოვალეობის 30% ს ასრულებს ასე თუ ისე მარა გრიზმანს ბევრად მრავალმხრივი შეუძლია იყოს და ზუსტად ის პოზიცია რაც ბილბაოსთან ეკავა კარგია, მარცხენა ფლანგზე ითვისებდა სივრცეს და ალბასთვის პასის ალტერნატივა იყო. დემბელე რო გადმოდიოდა მარცცხნივ გრიზი შუაში იწევდა. კარგადაც დაუგდო დესტს მარა რათ გინდა ვერ გაიტანა იმ ქარაქუცამ. მოკლედ პერსპექტივა არის. ამ ეტაპზე ბუსიც სუსტი წერტილია ჩემი აზრით მარა პიანიჩს ჯობს თუნდაც აზროვნებით. ერთი კარგი ნახევარმცველი რო მოგვცა, ფაბიან რუიზი მაგალითად კარგი პარა იქნებოდა ფრენკისთვის. ერთი მცველი, უპამეკანო ან კუნდე არაუხოს პარად, დაცვის ფლანგებზე კონკურენცია და ცოტა მეგოლე 9 ნი იდეალური გუნდი იქნებოდა. ფლანგებზე ფატი და დემბელე არიან. ტრინკაოც დაემსგავსოს იქნებ ადამიანს. 9 ზე ცოტა მრავალფეროვნება რო შემოვიტანოთ დარვინ ნუნიეზია მაგ მხრივ კარგი, ტანმაღალი და მოძრავი ფორვარდია. ფიზიკურადაც ძლიერი. მოკლედ შეიძლება ამ გუნდისგან რამე გამოვიდეს მთავარია სტაბილურობა. სუპერ თასი თუ მოვიგეთ და ლა ლიგაშიც მივაბით მოგებები ცოტა იმედი გამიჩნდება რო პსჟ ეს გავცდებით. მთავარია არ გამახსენდეს რო ლენგლე დესსტით უნდა ვეთამაშოთ მბაპე ნეიმარს 😀

  • ANSU FATI 10
    schedule 08 იან 2021, 17:36
    #7

    კარგ თამაშს ყოველთვის საშინელი თამაში მოყვება ხოლმე და ვნახოთ მერე რა იქნება

  • C.PC5
    schedule 08 იან 2021, 17:18
    #6

    ფეოლა მადლობა, როგორც ყოველთვის უმაგრრსი სტატიაა❤️

  • პატარა პრინცი
    schedule 08 იან 2021, 17:10
    #5

    იმედია, შემდეგ თამაშებშიც კარგად გამოვლენ. პროგრესი კი ჩანს, მაგრამ ახლა სტაბილურობა გვჭირდება.

  • ბასქუ10
    schedule 08 იან 2021, 17:05
    #4

    მესი დეიონგი და პედრი ამ გუნდის ახლაი ქვაკუთხედი, ამ სამი ფეხბურთელით ვიგებთ ამ შეხვედრებს მაგრამ კიდვე გვჭირდება მოედანზე ისეთი ვინც ამ ტრიოს კიდევ უფრო კარგი თამაშის საშუალებას მისცევს

  • Memphis Depay
    schedule 08 იან 2021, 17:02
    #3

    ციტატა: ფეოლა
    Memphis Depay,
    კუმანს არ მოუყვანია, ეგეც სათქმელია. კუმანამდე გაცვალეს, თან მარტო ფულის პონტში.


    ვენალდუმი უნდა მოეყვანათ მაგის მაგიერ. მაღალი დონის ფეხბურთელია ზოგადად პიანიჩი, სულ მინდოდა მისი ბარსაში ტრანსფერი. უბრალოდ რასაც ვხედავ რამდენი იგრა ითამაშა და არ მომეწონა არცერთში, ბუსი ახლაც კი უკეთესად ეგრება ბარსას ფაქტია.

  • ფეოლა
    schedule 08 იან 2021, 16:57
    #2

    Memphis Depay,
    კუმანს არ მოუყვანია, ეგეც სათქმელია. კუმანამდე გაცვალეს, თან მარტო ფულის პონტში.

  • Memphis Depay
    schedule 08 იან 2021, 16:54
    #1

    პიანიჩის მოყვანა კიდევ ერთი იდიოტიზმი იყო ისე. ძაან შორსაა ბარსასგან რა.