“აიაქსის” სპორტული დირექტორი, მარკ ოვერმარსი, ჟოან ლაპორტას მეორედ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, შესაძლოა, კვლავ “ბარსელონას” სპორტული დირექტორი გახდეს, იტყობინება RAC1.
წყაროს ინფორმაციით, ლაპორტას ამ თანამდებობაზე სამი კანდიდატი ჰყავს: ჰოლანდიელი, გერმანელი და კატალონიელი.
ოვერმარსი “აიაქსში” 2012 წლიდან მუშაობს და კლუბის წარმატებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ამ პერიოდში ამსტერდამულმა კლუბმა ექვსი ტიტული მოიგო. ჰოლანდიელები ასევე 2018/19 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და 2016/17 წლების სეზონში, ევროპა ლიგის ფინალში გავიდნენ.
ოვერმარსს “ბარსელონაში” ასევე უთამაშია კიდეც. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ღირსებას ის 2000-2004 წლებში იცავდა. 141 ჩატარებულ მატჩში მან 19 გოლი გაიტანა და 19 ასისტი გააკეთა.
ყველამ იცის ლაპორტას ძალა და გონება, მან ერთხელ უკვე შეძლო კლუბის აყვავება და ვფიქრობ ახლაც ნამდვილად შეუძლია, რა თქმა უნდა ლაპორტა გაიმარჯვებს და ოვერმარსსაც მოიყვანს
ლაპრტა გაიმარჯვებს და მოიყვანს ამასაც ორი აზრი არაა
მეც ეგრე ვფიქრობ.