ცოტა ხნის წინ დასრულდა “ბარსელონას” საპრეზიდენტო კანდიდატის, ვიქტორ ფონტის გუნდის პრეზენტაცია.
ცნობილი გახდა, რომ ფონტის კოლექტივში, გამარჯვების შემთხვევაში, ტექნიკური დირექტორების პოზიციებს დაიკავებენ: ტიტო ბლანკო და ფერნანდო ნავარო.
“ლა მასიას” დირექტორები იქნებიან: ჟოან ვილა და ალბერტ ბენაიგესი. ეს უკანასკნელი, შეიძლება ითქვას, ტოპ სკაუტია, რომელმაც ანდრეს ინიესტა აკადემიაში მიიყვანა.
გენერალური მენეჯერი: ჩავი ერნანდესი; სპორტული დირექტორი: ჟორდი კრუიფი.
შეგახსენებთ, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ბანაკში საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს გაიმართება.
30% აქვს მოგების შანსი, 70 % წინააღმდეგ
ფონტმა იჩალიჩა ბორთუშას წინააღმდეგ ხმების აგროვება ამ დროს ლაპორტა იჯდა და უყურებდა როგორ იბრძოდა ფონტი, ლაპორტა მომწონს მეც მაგრამ როსელთან თანამშრომლობის შესახებ რაც გაჟღერდა ინფორმაცია მანდ არ მესიამოვნა რა
ჩემ ფეხებს მოიგებს ეს აჩკარიკა სლე
ეს მოიგებს , დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. კაი შემადგენლობაა, განსაკუთრებით ჟორდი კრუიფი და ბენაიგესი.
კაი კონკურენტი ყავს ლაპორტას